ხავერდა მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ – 3 ხალხური რეცეპტი

105

ხავერდის ლამაზი ბუჩქები ქუჩის კლუმბებში, ბაღებსა და სახლის ეზოებში ხშირად გვხდება. იცით თუ არა, რომ ყვავილები არა მხოლოდ ნაკვეთს დეკორატიულად ამშვენებს, არამედ ბოსტანს მავნებლებისგან იცავს. მისი სპეციფიკური სუნი ბევრ მწერს არ მოსწონს. ამით ხავერდას სარგებელი არ მთავრდება.მცენარე სარეველების წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება და ნიადაგს ადეზინფიცირებს. ხავერდას ყვავილებით ნახარშებს და ნაყენებს ამზადებენ. აქტიურად ვიყენებ ბებიას რეკომენდაციებს, რომელმაც მთელი ცხოვრება სოფელში გაატარა და მიწათმოქმედებაზე პრაქტიკულად ყველაფერი იცის. მის ნაკვეთზე ხავერდა ყოველთვის იყო.

ხავერდას სარგებელი ბოსტანში

ხავერდა სარეველების წინააღმდეგ: ბაღის სარეველებისგან გაწმენდა იშვიათად რომ მოგიწიოთ, ხავერდა დარგეთ. მისი ფესვები შეიცავს თიოფენს, რომელსაც რიგი სარეველების შევიწროება შეუძლია. მათ შორისაა მცოცავი ჭანგა, შვიტა და ბოსტნის დანდური. აი, პარკოსნებისთვის ასეთი სამეზობლო სასურველი არაა.

ნიადაგის დეზინფიცირება: ხავერდა მიწაზეც დადებით გავლენას ახდენს. სოკოს გაჩენაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. მიწის გაწმენდით მცენარეს მომაბეზრებელი ფუზარიოზისგან დაიცავთ. მაქსიმალური შედეგის მისაღებად ყვავილობის შემდეგ მცენარე მიწაში ჩამარხეთ. 1 თვეში მიწაში კულტურები თამამად დარგეთ.კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი: მულჩირება. შემოდგომის ბოლოს ყველა ხავერდა შეაგროვეთ და დააქუცმაცეთ. ბოსტანი მცენარეული მულჩის ფენით დაფარეთ და გაზაფხულამდე გააჩერეთ. სურვილის შემთხვევაში მიწა მოაყარეთ, მაგრამ არ დაბაროთ.

მავნებლებთან ბრძოლა: ხავერდას სუნის შეგრძნებისას ბევრი მწერი ნერგებს გვერდს უვლის. ამრიგად, ხავერდა ბოსტნის ტერიტორიაზე ან კულტურულ მცენარეებს შორის დარგეთ და მათ მავნებლებისგან დაიცავთ. დაბალი ჯიშები შეარჩიეთ, რომ ბუჩქებმა მზის სინათლე არ დაფარონ.ახალ ყვავილებთან ყველაფერი გასაგებია. ახლა მცენარის სხვადასხვა ნაწილით 2 საშუალება მოვამზადოთ.

1. ბუგრების წინააღმდეგ: ერთი ათლიტრიანი ვედრო აიღეთ და ნახევრამდე დაქუცმაცებული ხავერდით გაავსეთ. დანარჩენი სივრცე 50-60 გრადუსამდე გაცხელებული წყლით გაავსეთ. ნარევი 2 დღე დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. 40 გრ გახეხილი დიასახლისის საპონი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. დაზიანებული მცენარე დილით დანამეთ. ბუგრების სრულად მოსაშორებლად მინიმუმ 3-4 პროცედურა დაგჭირდებათ. ნარევის რაოდენობა: ზრდასრული ხე – 7-8 ლ;; კენკროვანი ბუჩქი – 3-4 ლ;; ბოსტნეული – 2-3 ლ 10 მ²–ზე.

2. ნაყენი მარწყვზე ტკიპის მოსაშორებლად: 200-200 გრ ასფურცელა, ხავერდა და ნიორი აიღეთ. ასფურცელას მდუღარე წყალი დაასხით და 2 საათით გააჩერეთ, დაქუცმაცებული ხავერდა ცივ წყალში ჩაალბეთ. ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და წყალი დაასხით, რომ ჯამურად 10 ლ მიიღოთ. ასფურცელა აბზინდით შეცვალეთ და ცხვირგრძელას საწინააღმდეგო საშუალებას მიიღებთ.

3. ხმელი ხავერდა: კარადებიდან ჩრჩილის მოსაშორებლად ხმელი ხავერდა ნაჭრის ტომრებში ჩაყარეთ და თაროებზე დააწყვეთ. კოღოების მოშორებას კი დამწვარი ყვავილების კვამლით შეძლებთ.რა საჭიროა ქიმიკატების გამოყენება, თუ მავნებლების საწინააღმდეგოდ აბსოლუტურად ბუნებრივი და აბსოლუტურად უვნებელი საშუალება არსებობს. ამ მშვენიერი მცენარის რამდენიმე ბუჩქი თქვენს ნაკვეთზე დარგეთ და მწერების სტუმრობას დაივიწყებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს