ამბობენ, რომ ადრე ჰაერი უფრო სუფთა იყო, ხალხიც უფრო კეთილგანწყობილი იყო და მაღაზიებშიც უფრო ნატურალური პროდუქტები იყიდებოდა. რამდენიმე დღის წინ სასურსათო მაღაზიაში მეზობელი შემხვდა, რომელიც მარილის შემადგენლობას უჩიოდა.რა თქმა უნდა, ზოგიერთ თანამედროვე პროდუქტს სამაგალითოს ვერ ვუწოდებთ და მათ ხარისხში დარწმუნება რთულია. მეზობელმა მარილის შემადგენლობაზე დამაფიქრა.
მარილის შემადგენლობა
ჯერ კიდევ 15-20 წლის წინ შეფუთვით შეძენილი მარილი ნაცრისფერი და გოროხებიანი იყო. ქვასავით შეკრულ კრისტალებს ხელით დაფშვნა სჭირდებოდა.ახლა კი იდეალური კონსისტენციის და ფერის მარილი იყიდება. მარილი ფხვიერი და ქათქათაა. თუმცა საკითხავია, რამდენად უსაფრთხოა მისი გამოყენება. Paparazzi გიამბობთ, რას შეიძლება შეხვდეთ მარილის შემადგენლობაში მარილის გარდა.
მარილის შემადგენლობაში მარილის, იგივე ნატრიუმის ქლორიდის გარდა შეიძლება საკვები დანამატები E535 და E536 შედიოდეს.E535 ნატრიუმის ფეროციანიდი, სტაბილიზატორი. მარილს იმისთვის უმატებენ, რომ არ შეიკრას და თეთრი ფერის იყოს. საკვები დანამატი ციანიდის ნაერთებს შეიცავს, ამიტომ დიდი რაოდენობით მიღებისას ორგანიზმზე დამღუპველ გავლენას ახდენს.E536 კალიუმის ფეროციანიდი, სტაბილიზატორი. მას მარილის ფხვიერობისთვის იყენებენ. ციანიდის ნაერთებს შეიცავს და მასიური ზემოქმედებისას სახიფათოა. მას შეუძლია გამოიწვიოს კანის პრობლემები, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის და ლიმფური კვანძების მუშაობის დარღვევა.
მარილში საკვები დანამატები მცირე რაოდენობით შედის, ამიტომ მათი გავლენა მხოლოდ დროის გასვლის შემდეგ იგრძნობა. თან ზემოთ ნახსენები ორივე საკვები დანამატი ნებადართულია და კვებით წარმოებაში აქტიურად გამოიყენება.მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ნატრიუმის და კალიუმის ფეროციანიდებს კუჭის კედლები არ იწოვს და უცვლელი სახით გამოდის. თუმცა თავად გადაწყვიტეთ, რამდენად ენდობით ამ კვლევის შედეგს. გირჩევთ, მარილის შემადგენლობა წაიკითხოთ და უფრო „სუფთა“ ვარიანტი აირჩიოთ.როგორც ხედავთ, თანამედროვე პირობებში როგორც ძეხვეულის და ტკბილეულის, ასევე წყლის და მარილის შემადგენლობაც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. ერთი შეხედვით, მარტივ პროდუქტებში დანამატები და კონსერვანტები იმალება.