სოციალურ ქსელებში ფოტოებისა და ვიდეოების ყურებით ბევრს ზღარბი შინაური ცხოველის შესანიშნავად კანდიდატად ეჩვენება. თუმცა რეალობა ისეთი სასიხარულო არაა, როგორც ინსტაგრამის პოსტები. პაპარაცის რედაქცია გიამბობთ, რატომ არის ცუდი იდეა სახლში ზღარბის ყოლა.
შინაური ზღარბი
ადამიანებმა ხელოვნურად შექმნეს ზღარბი, რომელიც შინაურად ითვლება. მაგალითად, ჯუჯა აფრიკული ზღარბი ორი სახეობის ჰიბრიდით გამოიყვანეს. ბუნებაში ასეთი არ გვხდება. როგორც არ უნდა იყოს, ამ ცხოველების ველური ჩვევები არ გამქრალა. რა თქმა უნდა, ზღარბი თავისი ბზინვარე თვალებით და მკვეთრი პატარა ცხვირით საყვარლად გამოიყურება. ასევე საყვარლად ხვრინავს და სასაცილო თათებით დაკაკუნობს. ამის გამო ხალხს მოლოდინი აქვს, რომ ზღარბი ძაღლივით ან, როგორც მინიმუმ, ზღვის გოჭივით მოიქცევა.სინამდვილეში, ზღარბი, როგორც შინაური ცხოველი, იმედს გაუცრუებს მათ, ვისაც მოსიყვარულე პატარა ცხოველის ყოლა სურს. საქმე იმაშია, რომ ეკლიანი პატარა ბუნებით ძალიან თვითკმარი და ამაყი მარტოხელაა. მეპატრონის დაძახილზე მისვლა და მისი საზოგადოებით სიამოვნების მიღება – მასზე არაა.აღსანიშნავია, რომ შინაური მშობლებისგან დაბადებული ზღარბი შეიძლება უფრო კეთილი და კომუნიკაბელური იყოს, ვიდრე ქუჩიდან აყვანილი. გარდა ამისა, ველურ ნათესავებზე უფრო ჯანმრთელია. მაქსიმუმი: ცხოველი მიეჩვევა და ბურთად დახვევას შეწყვეტს, როცა მას მიუახლოვდებით. მეტის იმედი არ გქონდეთ. ეს ძაღლი, კატა ან ზაზუნა არაა.ტყიდან მოყვანილი ველური ზღარბი სხვა თემაა. ის შეიძლება ცოფით დაინფიცირდეს, ტკიპების და სხვა პარაზიტების გადამტანი იყოს. თუ ნაპოვნი ზღარბის სახლში გაჩერებას აპირებთ, თავდაპირველად ვეტერინარს აჩვენეთ, თუნდაც აბსოლუტურად ჯანმრთელად გამოიყურებოდეს. დაფიქრდით, რაში გჭირდებათ ცხოველი და რას ელით მისგან.
კიდევ ერთი მინუსი: ზღარბის ღამის ცხოვრების წესი. ის ტიპიურ ბუა, ამიტომ ეკლიანი მიზანთროპი ღამით ყველაზე აქტიურია. მშვიდი ძილი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ? ზღარბთან ერთად შეუძლებელია. გაოცდებით, თუ რამდენად ხმაურიანი შეიძლება იყოს ასეთი პატარა არსება.რაც შეეხება ზღარბის დიეტას, ესეც სპეციფიკურია. თუ არ იცით, გეტყვით, რომ ზღარბი ეკლებით ვაშლებს და სოკოს არ დაატარებს და მათ იშვიათად ჭამს. ძირითადად, მწერებით, ლოქორებით, ჭიებით, ბაყაყებით, ზოგჯერ, თაგვებით იკვებებიან.რაც შეეხება საცხოვრებელს. ბინის ზღარბი ფართო გალიაში უნდა ცხოვრობდეს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სახლში სასეირნოდ გაუშვათ, მაგრამ თვალი ადევნეთ. მან შეიძლება შპალერი გახიოს და სადენები გახეხოს ან დივანის ქვეშ დაიმალოს. როცა ცხოველის გამოყვანას გადაწყვეტთ, ის ბურთად შეიკვრება. ავეჯის დაუგეგმავი გადაადგილება მოგიწევთ.
ყველა ნაკლის მიუხედავად, ზღარბი სულელი არაა. მისი გაწვრთნა შეიძლება, მაგრამ ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ძალიან იშვიათად ადამიანები ახერხებენ, რომ ზღარბს ფოკუსების კეთება ასწავლონ. თუ გსურთ, რომ საყვარელმა ცხოველმა თქვენი ბრძანებები შეასრულოს, ძაღლი აიყვანეთ.