აღარ ვეკონტაქტები დედას, რომელმაც ვერ შეასრულა მშობლის მოვალეობა და არც სინდისი აწუხებს

0
871

რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში ბავშვისთვის მშობლის მხარდაჭერა და უნდა უნდა გვეწყინოს ხოლმე დედისგან დამოუკიდებლობის გაკვეთილების მიღება.ერთი მხრივ, მკაცრი პირობები აიძულებს ადამიანს გამოიყენოს მეტი ძალები, რათა მიაღწიოს სასურველს, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში ვისი იმედი უნდა ქონდეს ბავშვს, თუ არა დედის ან მამის? თქვენ რას იტყვით? პაპარაცის რედაქცია დღეს ერთ ისტორიას მოგიყვებათ:

ბავშვის მხარდაჭერა მშობლებისგან

“ცოტა ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება საბოლოოდ შემეწყვიტა ურთიერთობა დედასთან. საერთოდ არ ვგრძნობ ამასთან დაკავშირებით არც სინდისის ქენჯნას და არც დანაშაულის შეგრძნება მაწუხებს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მას მშობლის მოვალეობა არ შეუსრულებია, ამიტომ არ ვთვლი თავს ვალდებულად მისი პრობლემები მოვაგვარო. მითუმეტეს სიბერეში მივხედო დ მოვუარო.სკოლაში სწავლების ბოლო წელს გავიგე, რომ ჩემს უმაღლესში სწავლების საფასურს არავინ გადაიხდიდა. დედამ გამომიცხადა, რომ საკმარისად იზრუნა ჩემზე და აწი თავად უნდა მოვაგვარო ჩემი პრობლემები. “გინდა უნივერსიტეტში სწავლა? იშოვე სამსახური” – ეს იყო ჩვენი დიალოგის ბოლო ფრაზა.სხვა რა გზა მქონდა? მივყევი დედის რჩევას. სანამ ჩემი თანატოლები გამოცდების ციებ-ცხელებით იყვნენ  დაკავებულები და ახალი ეტაპისთვის ემზადებოდნენ, მე მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი, რათა სწავლის ფული მომეგროვებინა.

ბოლო წვეთი – ეხლახანს გავიგე, რომ იგივე ისტორია განმეორდა ჩემს უმცროს ძმასთანაც. დედამ დამირეკა იმ იმედით, რომ მხარს დავუჭერდი ჩემი ძმის დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბებაში. მაგრამ მე ამის გაკეთებას  საერთოდ არ ვაპირებდი. ეს იყო უკანასკნელი წვეთი ჩემი მოთმინების. რაღაცნაირად გამაბრაზა ამ სიტუაციამ. დედას პირში მივახალე რასაც ამ ყველაფერზე ვფიქრობდი, რაც დამიგროვდა რამდენიმე წლის განმავლობაში გულში და მაწუხებდა. არ დაგიმალავთ და ძალიან უხეშად ველაპარაკე. დედას რა თქმა უნდა, ეწყინა და გაბრაზდა ჩემზე. ურთიერთობის გაწყვეტის სურვილი ორმხრივი გახდა.

საერთოდ არ ვნანობ მომხდარს. მე კი მოვახერხე ჩემს პრობლემებთან გამკლავება მარტომ, მაგრამ ძაიან რთულად გამომივიდა. ყველაზე საწყენი ის კი არ არის, დედამ ჩემი სწავლა რომ არ დააფინანსა, არამედ ის, რომ საერთოდ არ გააცნობიერა თვისი საქციელი და ეხლა იგივეს უპირებს ჩემს ძმას. საქმე იმაში არ არის, რომ საშუალება არ აქვს, უბრალოდ არ უნდა ამის გაკეთება. დედას ყოველთვის ჰქონდა ფული აუცილებელი საჭიროებისთვისაც და პირადი  კაპრიზებისთვის, მაგრამ შვილების სურვილების შესასრულებლად – არასდროს. აზრი აღარ აქვს მისთვის რაიმეს მტკიცებას. მე თითონ ვეცდები დავეხმარო ძმას. მაგრამ დედის მიდგომას გაგებით ვერ მოვეკიდები.”

თქვენ როგორ ფიქრობთ? სწორად იქცევა დედა? როგორ მოიქცეოდით ჩვენი რესპოდენტის ადგილას? გაგვიზიარეთ კომენტარებში!