ბალბა მოსავლელად არ არის პრეტენზიული მცენარე, ამიტომ ის ბევრი დიასახლისის ფანჯრის რაფაზე იწონებს თავს. მაგრამ არის რამდენიმე ნიუანსი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში გასწავლით რით გამოკვებოთ ბალბა, რომ მან ხასხასა და დიდი ყვავილები მოისხას.
რით ვკვებოთ ბალბა
ისევე, როგორც სხვა მცენარეებს, ბალბასაც სჭირდება დროული კვება და სწორი მორწყვა. მაშინ ის დიდხანს იყვავილებს და გაგაბედნიერებთ თავისი სილამაზით. მაგრამ თუ ფოთლებმა გაყვითლება დაიწყეს, ეს არ ნიშნავს, რომ არ ყოფნის წყალი. პირიქით – გაყვითლებას ზედმეტი მორწყვა იწვევს.
სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტი
- ფოთლები იფარება ლაქებით, ფოთლის ბოლოები ყვითლდება, ხოლო ქვედა ფოთლების ბოლოები მუქდება. ბალბა ყვავილობას განაგრძობს, მაგრამ ქვედა ფოთლები ცვივა კალიუმის უკმარისობის გამო.
- თუ მცენარის ზრდა შეჩერებულია და ყვავილსაც არ ისხამს, ეს აზოტის ნაკლებობის ბრალი იქნება. ასეთ დროს ფოთლები ყვითლდება, შემდეგ წითლდება და კვდება.
- თუ სიყვითლე ვრცელდება წანაზარდებს შორის და ახალგაზრდა ყლორტები იწყებენ ლპობას, მცენარეს არ ყოფნის მაგნიუმი.
- რკინის უკმარისობა გამოიხატება ფოთლების გაუფერულებით.
- თუ ფოთლებს აქვს მეტალის ელფერი, ეს იმის ნიშანია, რომ ბალბას მარგანეცი არ ყოფნის.
- ნელი განვითარების და გაყვითლების მიზეზი მოლიბდენის ნაკლებობა შეიძლება გახდეს.
უმეტესად მცენარეს არ ყოფნის ფოსფორი და კალიუმი. ამიტომ არ იქნება ზედმეტი განაყოფიერება ამ მინერალებით. კვება ჯობია გაზაფხულის ბოლოს ყოველ 14 დღეში ერთხელ. ზაფხულში დააკვირდით თქვენს ბალბას. თუ ის კარგად ყვავის და ფოთლები არ უყვითლდება, სასუქი აღარ ჭირდება. თუ მცენარე დაავადდება, პირველ რიგში განკურნეთ და შემდეგ შეიყვანეთ სასუქი. ზამთარში განოყიერება არ სჭირდება.
სასუქი ბალბისთვის
გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე: რითი ვკვებოთ ბალბა?
- ბალბა შეგიძლიათ კვებოთ თხევადი სასუქით, გრანულებით ან კრისტალური კონცენტრატებით. ერთი გრამი სასუქი გახსენით 1 ლიტრ წყალში და დაუსხით ფესვებზე. მანამდე კარგად მორწყეთ.
- აგრეთვე ძალიან კარგია ყველასთვის ცნობილი იოდი. ერთი წვეთი ჩააწვეთეთ ერთ ლიტრ წყალში. მანამდე გააფხვიერეთ მიწა და მორწყეთ. ასეთი კვება გაიმეორეთ 20 დღეში ერთხელ.
- კიდევ ერთი სააფთიაქო საშუალება, რომელიც იდეალურია ბალბის საკვებად წყალბადის ზეჟანგია. ერთ ლიტრ წყალზე აიღეთ 25 მლ. პერეკისი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მთელი წელი.
- ასევე შეგიძლიათ აიღოთ ჩვეულებრივი საფუარი. ერთ ლიტრ თბილ წყალში გახსენით 1 გრამი მშრალი საფუარი და ერთი ჩ/კ შაქარი. თუ გაქვთ დაპრესილი საფუარი, აიღეთ 1 ლიტრ წყალზე 10 გრ. გაზაფხულზე 2 ჯერ დაუსხით ბალბას ეს ნარევი.
- 2 ლიტრ წყალში გახსენით 1 მლ В ვიტამინი და ამ ხსნარით კვებეთ ბალბა ივნისიდან სექტემბრამდე, ყოველ ორ კვირაში.
- ძალიან კარგია ნატურალური რძე. აიღეთ 0,5 ჭიქა რძე და გახსენით ის ერთ ლიტრ წყალში. დაუსხით ბალბას მორწყვებს შორის შუალედებში.
- 2 ლიტრ ცხელ წყალში ჩაყარეთ 50 გრ. ხახვის ფურცელი. მორწყეთ ყვავილი გაგრილებული ნაყენით.
თქვენ გაქვთ სახლში ბალბა? როგორ უვლით და რით კვებავთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.