წითელი ყელი ბავშვებში: როგორ ვუმკურნალოთ და შევამსუბუქოთ მდგომარეობა

0
1910

სანამ ბავშვში წითელი ყელის მკურნალობას დავიწყებთ, მისი გამომწვევი სიმპტომები უნდა განსაზღვროთ. ეს შეიძლება ინფექციური ან ვირუსული დაავადება, ან ანთება იყოს. უკანასკნელი, შეიძლება გაციების, იმუნიტეტის დაქვეითების და კუჭის დაავადებით იყოს გამოწვეული. თვითმკურნალობა სახიფათოა. როცა ბავშვს წითელი ყელი აქვს, მკურნალობა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ. ის ზუსტ დიაგნოზს დაგისვამთ და შესაბამის მედიკამენტებს დაგინიშნავთ.

ყელის ანთება ბავშვებში: სიმპტომები

ბავშვებს უჭირთ იმის თქმა, თუ რა აწუხებთ. თუ ბავშვმა ცუდად ჭამა დაიწყო, პრეტენზიული გახდა და მაღალი ტემპერატურა აქვს, ყელი შეუმოწმეთ. სათანადო განათების გარეშე ამის გაკეთება გაგიჭირდებათ. ბავშვის სინათლისკენ მოტრიალებაც ძნელია. ამოცანას მცირე სანათის დახმარებით გაამარტივებთ.

როგორ განსაზღვროთ ბავშვში ყელის ანთება:

  • მადის დაქვეითება
  • მაღალი ტემპერატურა
  • საკვების ან ნერწყვის გადაყლაპვის გართულება
  • სიმშრალის და ღიტინის შეგრძნება
  • სიწითლე პირის ღრუს ნაწილზე, რბილ სასაზე შეინიშნება
  • ხველა
  • ღია ლაქები, ფირფიტები
  • ნუშისებრი ჯირკვლების გაფართოება, შესაძლოა ჩირქი, ნადები.
  • თეთრი სახიფათო ნადები

რატომ აქვს ბავშვს წითელი ყელი

თითოეული მშობელი ნერვიულობს, თუ ბავშვს წითელი ყელი რატომ აქვს. ქვემოთ ჩამოთვლილია გავრცელებული მიზეზები:

  • მწვავე ტონზილიტი (ანგინა). სხვადასხვა ფორმა აქვს. ბავშვებში რთულად მიმდინარეობს და დროული მკურნალობის გარეშე მოსალოდნელია გართულება.
  • ფარინგიტი, რომელიც შეიძლება დამოუკიდებლად განვითარდეს ან სხვა დაავადების ფონზე გამოჩნდეს. მაგალითად, მწვავე ვირუსული დაავადება, ბრონქიტი, რინიტი. სწორედ ამიტომ, ყელის ადგილობრივ მკურნალობას გვერდს ვერ აუვლით.
  • ალერგია.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება.
  • გაყინვის შემდეგ: სიცივეში დიდხანს სეირნობის შემდეგ, არასეზონური ტანსაცმლის ტარებისას, ცუდად შეკრული შარფის გამო.
  • დასუსტებული იმუნიტეტი. ინფექცია ორგანიზმში ცხვირიდან და ყელიდან ხვდება. თუ სასარგებლო ბაქტერიები დასუსტებულია, მათ შეტევის გაძლება გაუჭირდებათ. ეს ლიმფურ სისტემაშიც ხდება, რომელიც ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას.
  • გარე გაღიზიანება: ძალიან ცხელი სასმელის ან საკვების მიღება. ძალიან ცხარე, მარილიანი საკვების ჭამა.

თუ ბავშვში წითელი ყელის გაჩენის მიზეზის დადგენა რთულია, ამიტომ ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ. სპეციალისტი სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ.

წითელი ყელი ბავშვებში: რით ვუმკურნალოთ

ყელის ანთებას იმწამსვე უნდა უმკურნალოთ, ის თავისით არ გადავა. სიტუაციას ამწვავებს ის, რომ რიგი პრეპარატების მიღება ბავშვებისთვის არ შეიძლება. ძალიან პატარა ბავშვებისთვის საწუწნი აბები არ შეიძლება, რადგან შეიძლება გადაყლაპონ. აი, რამდენიმე საშუალება, რომლებიც დაგეხმარებათ. უკუჩვენებებსა და გვერდით ეფექტებს ყურადღებით გაეცანით.

ფარმაცევტების ცხრილი ასაკის მიხედვით, რომელიც შეგიძლიათ წითელი ყელის სამკურნალოდ გამოიყენოთ.

გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

ინსტრუქციებში იპოვით, რომ ზოგიერთი მედიკამენტის მიღება 3 წლამდე ბავშვებისთვის არ შეიძლება. ეს იმით არის განპირობებული, რომ პატარა ბავშვებში ტესტირება აკრძალულია. თუმცა ხანგრძლივი გამოყენების გამოცდილებამ შეიძლება მედიკამენტის უსაფრთხოება დაადასტუროს. მაგალითად, ბავშვების სამკურნალოდ ლიუგოლის ხსნარს უკვე დიდი ხანია იყენებენ. პატარებს ყელს ანტისეპტიკური საშუალებებით უმუშავებენ.

როცა სპრეი საშუალებას იყენებთ, ბავშვს აუხსენით, რომ სუნთქვის შეკავება აუცილებელია. საინტერესო, რომ იყოს, ერთად გააკეთეთ.

მედიკამენტების სახეები ბავშვებში წითელი ყელის სამკურნალოდ:

  • იმუნომოდულიატორები – ადგილობრივ დაცვის ფუნქციას ზრდის.
  • ანტივირუსული. 1 წლამდე ბავშვებში სანთლების სახით გვხვდება.
  • ანტისეპტიკური მედიკამენტები ინფექციის გასანადგურებლად.
  • ანტიბიოტიკები. ჩვეულებრივ ანგინის სამკურნალოდ ინიშნება. სკოლამდელი ბავშვებისთვის რეკომენდებულია ფხვნილის ფორმა, რომ სუსპენზია მოამზადოთ. თუ პედიატრმა დაგინიშნათ, სუსპენზია შეგიძლიათ ჩვილებსაც მისცეთ.
  • ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ტკივილს, ღიტინს, აბსცესებს გააქრობს.
  • ანტიჰისტამინური საშუალებები ალერგიის დროს. პატარებისთვის სჯობს წვეთების ფორმა შეიძინოთ. თუ ალერგია მკვეთრად გამოხატულია, შეგიძლიათ სიროფები და აბები დაუმატოთ.
  • გლუკოკორტიკოსტეროიდები. ამ ხსნარის ინექციები ისეთ დროს ინიშნება, როცა სიცოცხლის რისკი არსებობს. მაგალითად, დახრჩობის შეტევის დროს ან როცა ბავშვს ყელი სწრაფად და ძლიერ უშუპდება.

ახალი მედიკამენტი სჯობს დილით მისცეთ, რომ ბავშვის მდგომარეობას თვალყური ადევნოთ. მოსალოდნელი გვერდითი ეფერები, თუ ალერგიის ნიშნები შეინიშნება.

ყელის სავლები ხსნარები ბავშვებისთვის

ბავშვს ყელის სავლები ხსნარებიც დაეხმარება. მეთოდი ცოტა მოზრდილი ბავშვებისთვის გამოდგება. პატარებმა ყელში სითხის გამოვლება არ იციან და ნივთიერების ნაწილი შეიძლება გადაყლაპონ. შემადგენლობა შეგიძლიათ აფთიაქში იყიდოთ ან თავად გააკეთოთ. სჯობს ხსნარს იოდი დაუმატოთ. თუ ბავშვის ხორხი დაზიანებულია, იოდი შეიძლება სისხლძარღვში მოხვდეს და ფარისებრი ჯირკვლების პრობლემა გამოიწვიოს. ერთი გამოყენებით ცუდად არ გახდება, მაგრამ სისტემატური გამოყენებისას?

რომელი ხსნარები შეგვიძლია გამოვიყენოთ ბავშვებში ყელის სავლებად:

სოდიანი. 250 მლ მდუღარე, გაგრილებულ წყალს ნახევარი ჩ/კ სოდა დაუმატეთ. ამ სითხით ყელი ყოველ დღე 2-3-ჯერ უნდა გამოივლოთ. ზოგიერთი 1/3 სოდას უმატებენ.

გვირილას ნაყენი ან ნახარში. ნახარშისთვის 1 ჭიქა მდუღარე წყალს 1 ჩ/კ ყვავილი დაუმატეთ და 5 წუთით ადუღეთ. თავდახურულ ჭურჭელში 10 წუთით გააჩერეთ. გადაწურეთ და გამოიყენეთ. ადუღების გარეშე თქვენ ნაყენი გამოგივათ. ორივე ვარიანტი შეგიძლიათ ყელის სავლებად გამოიყენოთ და დალიოთ. გვირილის ნაკრები არ გაქვთ? აფთიაქში შეიძინეთ.

სალბი. მომზადების პრინციპი იგივეა, როგორც გვირილას ყვავილების დროს. თანაბარი პროპორციით სალბის ფოთლები და ყვავილები აურიეთ. შემდეგ 1 ჩ/კ მშრალი ნარევი 1 ჭიქა მდუღარე წყალს დაუმატეთ.

კალენდულა. შეგიძლიათ მშრალი კალენდულა აიღოთ და ზემოთ მოცემული მეთოდის მიხედვით მოამზადოთ. დროის ეკონომიის მიზნით კალენდულას ნაყენი მინის ბოთლში შეიძინეთ. 1 ჩ/კ 1 ჭიქა წყალში გახსენით.

დამატებითი ზომები

  • ოთახის ტენიანობას ყურადღება მიაქციეთ. ძალიან მშრალი კლიმატი მდგომარეობას ამწვავებს. შეგიძლიათ ოთახში დამატენიანებელი მოწყობილობა გამოიყენოთ, ან ბატარეაზე სველი ტანსაცმელი გადაკიდეთ და ყვავილები მორწყეთ.
  • ბევრი სითხის მიღება ინფექციის სწრაფად მოშორებაში დაგეხმარებათ. მაღალი ტემპერატურის დროს ორგანიზმში სითხის ბალანსი დაიცავით.
  • საკვები და სასმელი თბილი, მაგრამ არა ცხელი უნდა იყოს.
  • მენიუდან ცხარე, მყარი და ძალიან მშრალი საკვები გამორიცხეთ.
  • ოთახი გაანიავეთ და სველი დალაგება ხშირად ჩაატარეთ. საყოფაცხოვრებო მტვერი ყელის ანთებას აღიზიანებს.
  • აყვავილებული მცენარეები ბავშვის ოთახიდან გაიტანეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი