სვეტისებური ვაშლის ჯიშების დარგვა, ღირს თუ არა ეს საქმე ხარჯად.

1193

სვეტისებური ჯიშის ვაშლის ბაღის გაშენება საინტერესო ჩანს ერთი შეხედვით. ჯუჯა მსხმოიარე ხეები ორიგინალურად გამოიყურება, არ აქვს ტოტები, არც ვარჯები, რაც ხის დამუშავების და მოსავლის აღების პროცესს ამარტივებს.ამბობენ, რომ ამ უცნაური ფორმის ხის მოვლა ძალიან მარტივია. არ სჭირდება ტოტების გასხვლა, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია. მაგრამ არსებობს გარკვეული მინუსები, რაც უნდა გაითვალისწინოთ. პაპარაცის რედაქცია დღეს ამ მინუსებზე მოგიყვებათ:

სვეტისებური ვაშლის ხის ბაღი

სვეტისებური ჯიშის ვაშლის ბაღი უნდა გააშენოთ კარგად განათებულ ნაკვეთზე. რგავენ გაზაფხულზე, როდესაც გრუნტი მთლიანად გამდნარია და იწყებს გათბობას. ხეებს შორის დაშორება უნდა იყოს 1 მეტრი, ხოლო რიგებს შორის -1-2 მეტრი. ჩასარგავი ორმოს ძირში დებენ 1 ს/კ სასუქს – კალიუმიანს ან ფოსფორიანს. შემდეგ დებენ ნერგს, ფესვებზე აყრიან მიწას და კარგად რწყავენ.

მოსავალი – სვეტისებური ვაშლი ჯობია იყიდოთ სხვადასხვა ჯიშის, მათი უპირატესობაა სწრაფად ზრდა და მოსავალი 2-3 წელიწადში. გაითვალისწინეთ, ნერგები 2-ჯერ მეტად ძვირი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი ვაშლის ხის.”ერთი ხიდან 6 კილომდე ვაშლს ვკრეფ ხოლმე. სულ ოთხი ძირი მაქვს და მე კი მყოფნის. ხეები დავრგე გზის პირზე, არ ვიცოდი და შორი-შორს განვალაგე. თურმე შემეძლო 50 სმ დაშორება ერთმანეთისგან. არ დამიკარგავს მიწის არცერთი ნაწილი, მშვენივრად გრძნობენ თავს. ხეებს შორის ვარდის ბუჩქებს ჩავრგავ ალბათ.ხოლო კვლებად ჩარგვა ეს უკვე სარეალიზაციო მიზნით უნდა მოხდეს. ამბობენ, რომ სწორედ სარეალიზაციო მიზნით გამოიყვანეს ეს ჯიში. ერთ ფართობზე სვეტისებური ვაშლის ჯიში უფრო მეტ მოსავალს იძლევა, ვიდრე ტრადიციული. ხოლო ნაყოფის გამოღებას ფაქტიურად მეორე წელსვე იწყებენ. მეც თავს ვიწონებ ჩემი ახალი ნერგებით, მითუმეტეს მშვენივრად გაიხრეს და მოისხეს ნაყოფი” – ამბობს ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელი.

ვაშლის ჯიში – მებაღეები ხშირად ხვდებიან ჯიშის შერჩევის პრობლემას, რადგან გამყიდველებმა თვითონ არ იციან ხოლმე რას ყიდიან. ხოლო რა შეიძინეთ მიხვდებით მხოლოდ სამი წლის მერე. “მე მაგალითად, 5 წელი ველოდი პირველ ნაყოფს, თითო ხიდან ნახევარი სათლი მოვკრიფე, შემდეგ წელს უფრო მეტი. მართალია, ჯიში მომატყუეს, მაგრამ არც ეს არის ცუდი. ნაყოფი გლუვია და ხელის გულის ხელა დიამეტრის. ტკბილია და დიდხანს ინახება. ყველას ძალიან მოგვწონს.” – გვიყვება მეზობელი.

არ არის ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობის – სვეტისებური ვაშლის ჯიშები ლამაზად ჯდება ლანდშაფტის დიზაინში, როდესაც არ არის საჭირო დიდი მოსავალი. ამასთან, თითოეული ხე საჭიროებს დაცვას, რადგან აქვს სუსტი ფესვები. ამიტომ ნარგავების გაფუჭების რისკი ცივ ზამთარში ან ძლიერი ქარისგან საკმაოდ დიდია. სვეტისებური ხეების საშუალოდ 15 წელი ცოცხლობენ, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ჯიშები 30 წლამდე აღწევენ. “მე მაგალითად, მეორე წელს რამდენიმე ვაშლი მომცა, მესამე წელს საერთოდ არაფერი. მერე თავად ნერგი გაფუჭდა, დარჩა პატარა ამონაყარი. მესამე წელია იზრდება 70 სანტიმეტრამდე ძლივს ავიდა.” – წუწუნებს კიდევ ერთი მებაღე.

მოკლედ, სვეტისებური ჯიშის ვაშლი მოყვარულებისთვისაა. ის მათთვის არ არის, ვისაც დიდი მოსავალი სჭირდება. უფრო იმ კატეგორიისთვისაა განკუთვნილი, ვისაც დიდხანს არ უყვარს ან არ შეუძლია ბაღში ფუსფუსი. თვითონ ხეები სასიამოვნოა ვიზუალურად და ალამაზებს გარემოს. თქვენ რას ფიქრობთ ამ ჯიშზე? გაქვთ რაიმე გამოცდილება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს