ბებიასა და შვილიშვილების ურთიერთობა – როგორ უნდა დაალაგონ კონტაქტი.

166

როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბებიასა და შვილიშვილის ურთიერთობა შეიძლება ვერ აეწყოს. ზოგჯერ ამაში ნათესავები არიან დამნაშავე. ზოგჯერ თავად ბავშვს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ სურს. რატომ ხდება ასე და როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება, წაიკითხეთ პაპარაცის რედაქციის სტატიაში.

ბებიას და შვილიშვილის ურთიერთობა

„ამ შაბათ–კვირას მეუღლე სოფელში მშობლების მოსანახულებლად წავიდა. ჩვენი ვაჟიც თან წაიყვანა: ერთხელ დედამთილმა შვილიშვილის ნახვის სურვილი გამოთქვა. ოღონდ უკან გუნება წახდილები დაბრუნდნენ. და მაინც, ქმარმა მე დამადანაშაულა. თითქოსდა, ჩემ გამო ვაჟს ბებია და ბაბუა არ უყვარს. აღმოჩნდა, რომ სოფელში მთელი სცენა მოაწყო, ფიქრობდა, რომ ჩემ მშობლებთან მიდოდა, რომლებიც ძალიან უყვარს, და პირიქით გამოვიდა.ვანომ ყვირილი დაიწყო, რომ ბებია ანასთან წაეყვანათ, რადგან ჩემი ქმრის დედა მისთვის არავინაა. დიახ, არასასიამოვნო სიტუაციაა, მაგრამ შვილთან ნათესავებზე ცუდს არასდროს ვამბობ. და საერთოდ, ნუთუ მე ვარ პასუხისმგებელი ბებიის შვილიშვილთან ურთიერთობაზე?

დედაჩემი ვანოსთან დიდ დროს ატარებს, რადგან მეც და ჩემი მეუღლეც ვმუშაობთ. ბინის სესხის სწრაფად დაფარვას ვცდილობთ. დედა ახლოს ცხოვრობს, ახლახანს პენსიაზე გავიდა და ბევრი თავისუფალი დრო აქვს. თან ვანოს კარგად ეწყობა. ეს გასაგებიცაა, რადგან დედა ვანოსთან ცხოვრების პირველივე წლიდან მის გვერდითაა, მეხმარება. დედამთილი კი, მისი ცხოვრებით დიდად არ ინტერესდება.ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩემს მშობლებს ვანო უფრო უყვართ, ვიდრე მე. მისი გულისთვის მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ. ეს ძალიან მახარებს. დედამთილთან ურთიერთობა თავიდანვე ვერ აეწყო, რადგან ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი იყვნენ.არ მოვეწონე, თუმცა არც მიცნობდა. ყველაფერი იმიტომ, რომ ერთხელ უკვე დაოჯახებული ვიყავი. უნივერსიტეტში თანაკურსელს დაუფიქრებლად გავყევი, მაგრამ 1 წელში გავშორდი. გარდა ამისა, ჩემს მეუღლეზე რამდენიმე წლით უფროსი ვარ. ვწუხვარ, რომ დედამთილი სტერეოტიპულად აზროვნებს, მაგრამ მის გადარწმუნებას არ ვაპირებ.

როგორ დავამყაროთ კონტაქტი – ვანოს დაბადების შემდეგ დედამთილს ჩემ მიმართ გული ცოტა მოულბა. მამამთილთან ერთად მხოლოდ დღესასწაულებზე გვსტუმრობს. ტელეფონზე მხოლოდ მეუღლეს ურეკავენ და მაქსიმუმ შეიძლება შვილიშვილი მოიკითხონ. თავად არიან დამნაშავე, რომ ვანოსთან კონტაქტი არ დაამყარეს.ქმარმა მიამბო, რომ გზაში ვანომ თქვა, რომ მხოლოდ ერთი ბებია–ბაბუა ჰყავს და მამის მშობლებთან წასვლა აღარ სურს. რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე გაბრაზდა, რა გავაკეთო? მეუღლე ამბობს, რომ მის მშობლებს ჩვენი შვილი უყვართ და ყველაფერს აკეთებენ, რომ მან სიყვარული იგრძნოს. მაგალითად, საჩუქრებს ჩუქნიან და ა.შ. ოღონდ ეს საკმარისი არაა. საჩუქრების ნაცვლად სჯობს ჩამოვიდნენ ან ტელეფონზე ესაუბრონ.ლადო ამბობს, რომ ჩემი მშობლები ახალგაზრდები და მის მშობლებზე უფრო ჯანმრთელები არიან. მათთვის ჩვენთან მოსვლა და შვილიშვილთან დროის გატარება უფრო ადვილია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მიზეზის მოფიქრება შეიძლება, რომ აშკარა საკითხზე თვალი დახუჭო. ოღონდ ბავშვი ყველაფერს გრძნობს და ესმის.მოკლედ, მეუღლე თვლის, რომ ეს პრობლემა მე უნდა მოვაგვარო. თავად არაფრის გაკეთებას არ აპირებს, თუმცა ეს მისი მშობლებია და არა ჩემი. როგორ მოვიქცე?“

რედაქციისგან: ნებისმიერი ოჯახური პრობლემა ერთად უნდა მოაგვაროთ, პასუხისმგებლობა რომელიმე წევრს არ უნდა აკიდოთ. ბებიის, ბაბუის და შვილიშვილის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ერთად შეკრება და საუბარი საკმარისია. პატარა ვანოს უნდა აუხსნათ, რომ ახლობლები ჰყავს, რომლებიც შორს ცხოვრობენ.

ისინი ხშირად ვერ მოდიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უყვართ. გარდა ამისა, დედამთილ–მამამთილს სჯობს კამერიანი ტელეფონი აჩუქოთ, რომ ვიდეოკავშირი შესაძლებელი იყოს. 5 წლის ბავშვისთვის მხედველობითი კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს