რა გავაკეთოთ, თუ ეგოისტ ბავშვს პასუხისმგებლობის აღება არ სურს და ყველაფერში თქვენ გადანაშაულებთ, იმის ნაცვლად, რომ მშობლიური მხარდაჭერისა და სითბოსთვის მადლობა გადაგიხადოთ? პაპარაცის რედაქცია გიზიარებთ ერთი ქალის ისტორიას, რომელიც ცხოვრებისეული უსამართლობის წინაშე აღმოჩნდა და სინანულით იხსენებს, როგორ დაკარგა საუკეთესო წლები და დაივიწყა საკუთარი კეთილდღეობა, რომ ერთადერთი ვაჟი ბედნიერი ყოფილიყო.
ეგოისტი ბავშვი
„მთელი ცხოვრება ვცდილობდი, რომ საყვარელი ვაჟი ყველა აუცილებელი პირობით უზრუნველყოფილი ყოფილიყო. ახლა მადლობის ნაცვლად მხოლოდ საყვედურებს ვისმენ, რომ რაღაც არ გავუკეთე.როდესაც მე და ლაშას მამა დავშორდით, იძულებული ვიყავი ვაჟთან ერთად მშობლების მიერ მემკვიდრეობით მიღებულ ერთოთახიანში გადავსულიყავი. წლების განმავლობაში სიტუაციას როგორღაც მივეჩვიეთ და ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ადგილი კატასტროფულად მცირე იყო.როცა ლაშა გაიზარდა და დაქორწინება მოისურვა, ცოლის ჩვენს სახლში მოყვანა. ვფიქრობდი, რომ წლების შემდეგ დამშორდებოდა, მაგრამ, პირიქით, დედის ფრთისქვეშ თავს მშვენივრად გრძნობდა.თავიდან ლაშას გეგმით უკმაყოფილო ვიყავი. მესმოდა, რომ ასე არ შეიძლებოდა. სივიწროვეში მშვიდად ვერავინ იცხოვრებს.დიდხანს ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. ბოლოს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა გადავწყვიტე. ნაცნობები უკვე დიდი ხანია იტალიაში მათი ნათესავის მოვლას მთავაზობდნენ. სამსახური რთულია, მაგრამ კარგად იხდიან. ასე 3 წელში ახალი ბინისთვის ფულს მარტივად დავაგროვებდი. რაც გავაკეთე კიდეც.
დავბრუნდი და ჩემთვის მშვიდ უბანში ოროთახიანი ბინა ვიყიდე, ხოლო პატარა ერთოთახიანი ბინა ჩემს ვაჟს და რძალს დავუტოვე.თითქოსდა, პრობლემა მოგვარებულია. ახლა ვაჟი ნაწყენია, რომ ახალი ბინა ახალგაზრდა ოჯახს არ ვაჩუქე. თვლის, რომ პატარა ბინაშიც შესანიშნავად ვიცხოვრებდი. მას და მის ცოლს კი უფრო დიდი სივრცე სჭირდებათ, მალე ხომ შვილიშვილები დაიბადებიან.რა უნდა ვთქვა, თავად ვარ დამნაშავე, რომ ასეთი ეგოისტი გავზარდე. მისი საყვედურები არ მწყინს. ოღონდ ვპასუხობ, რომ ჯერ ჩემსავით იმუშავოს და შემდეგ მოთხოვნები წამოაყენოს.ლაშა პასუხად მხოლოდ ნერვიულობს და რამდენიმე კვირით ქრება, სანამ კვლავ რამე არ დასჭირდება. აი, დედის მიმართ ასეთ მადლიერებას იჩენს.“
რას ურჩევდით ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირს? როგორ ფიქრობთ, არის შანსი, რომ შვილმა საკუთარი შეცდომები თავად გააცნობიეროს და დედასთან შესარიგებლად მივიდეს? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.