არაფრით მჯეროდა მაგრამ რეალურად დიასახლისების 73% სტაფილოს არასწორად ხარშავს.

3304

ახლახანს გავიგე, თუ როგორ უნდა მოვხარშო სტაფილო სწორად. გამოდის, რომ მთელი ცხოვრება ამას არასწორად ვაკეთებდი. როგორც ამბობენ, საუკუნე იცხოვრე, საუკუნე ისწავლე. დღეს პაპარაცის რედაქცია 20 წლიანი გამოცდილების მზარეულის რჩევებს გიზიარებთ. მან ნამდვილად იცის, როგორ მოხარშოთ ბოსტნეული ისე, რომ ვიტამინები მაქსიმალურად შეინარჩუნოს.

როგორ მოვხარშოთ სტაფილო შეფმზარეულის რჩევით

სტაფილო მოხარშვამდე არ გათალოთ. დიასახლისები მომზადების პროცესის დასაჩქარებლად სტაფილოს ხშირად თლიან. სტაფილოს ქერქი დამცავი ფენის როლს ასრულებს. მისი წყალობით ბოსტნეული მკვებავ ნივთიერებებს, ვიტამინებს და წვენს ინარჩუნებს – ყველაფერი, მის შიგნით რჩება.სტაფილო ცხელ წყალში ჩადებამდე ღრუბლით კარგად გარეცხეთ. მოხარშული სტაფილოს გათლა უფრო გაგიადვილდებათ. ქერქი ერთი ხელის მოძრაობით თავისით მოშორდება.მოხარშვამდე სტაფილოს დანაწევრება საჭირო არაა. დაჭრილი ბოსტნეულიდან წვენი გამოვა. თუ სტაფილო ძალიან მსხვილია, უფრო დიდი ქვაბი აირჩიეთ. კერძი ბევრად უფრო გემრიელი გამოვა, თუ სტაფილოს სასარგებლო ნივთიერებები და წვენი შენარჩუნებული აქვს.ხშირად დიასახლისები სტაფილოს ცივ წყალში ყრიან და წყლის ადუღებას ელოდებიან. ეს მორიგი შეცდომაა. ბოსტნეული გემრიელი და წვნიანი რომ გამოვიდეს, მხოლოდ ცხელ წყალში ჩადეთ. ქერქიც უფრო გაუხეშდება, რაც გათლის პროცესს გაამარტივებს.

სტაფილოს მოხარშვისას წყლის ტემპერატურა მუდმივად ერთი და იგივე უნდა იყოს. სტაფილო წვნიანი გამოვა, თუ ხარშვისას ორთქლი გარეთ არ გამოდის. სწორედ ამიტომ, ქვაბს თავსახური აუცილებლად დაახურეთ. ხარშვისას წყალი გაზქურაზე რომ არ დაიღვაროს, ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ.მზარეული გირჩევთ, რომ სტაფილო ცხელ წყალში დიდხანს არ გააჩეროთ. ის მშრალი და უხეში გამოვა. რა თქმა უნდა, ასეთი სტაფილო ნაკლებად სასარგებლოა. სტაფილოს მოხარშვის მაქსიმალური დრო: 20 წუთი. რაც უფრო პატარაა სტაფილო, მით უფრო სწრაფად იხარშება.

კერძების მოსამზადებლად შთაგონებას გისურვებთ. ამ სტატიის შემდეგ კერძები, რომლებიც სტაფილოს შეიცავს, წარმოუდგენლად ნაზი და გემრიელი გამოვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს