“მინდა ბებია ჩემთან წავიყვანო, მისი სახლი კი გავყიდო. მაგრამ ვერ ვწყვეტ. შინაგანად ვგრძნობ, რომ ეს შეცდომაა” – გვწერს ჩვენი მკითხველი. ის რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და ჭირდება მნიშვნელოვანი მორალური გადაწყვეტილების მიღება. რა მოხდა და რატომ მივიდა საქმე ამ პრობლემამდე, პაპარაცის რედაქციის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.
ბებიის სახლი
დედაჩემი უკვე მრავალი წელია საზღვარგარეთ მუშაობს. ის ხშირად გვიგზავნის ფულს მე და ჩემს ძმას, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ. ჩვენ მარტოხელა ბებიას ვუვლით, მის დედას. ის სოფელში ცხოვრობს და რაც ასაკი მოემატა, უჭირს მარტო ყოფნა.მე ვცხოვრობ ქალაქში ქმართან და შვილებთან ერთად, ჩემი ძმა კი მარტოა თავის პატარა ბინაში. ოჯახურ შეკრებაზე გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნებოდა ბებია ჩვენთან ჩამოგვეყვანა. ადგილი საკმარისი გვაქვს და კომფორტულად იქნებოდა.როდესაც დედა დაბრუნდება, ბებია მასთან გადავა და ერთად იცხოვრებენ. მაგრამ რა ვუყოთ ბებოს სოფლის სახლს? მინდა რომ გავყიდო, რადგან უკვე ძალიან ძველი და შელახულია, მაგრამ ბებიას გული დაწყდება და ეწყინება. ამიტომ ვყოყმანობ.
რამდენად მნიშვნელოვანია წარსულის ხსოვნა ადამიანისთვის – დედამ მოიწონა ჩვენი გეგმა, მაგრამ ვგრძნობ, რომ შეცდომა იქნება სახლის გაყიდვა. როდესაც ჩავაკითხეთ წამოსაყვანად, ბებია ცოტა მოწყენილი იყო, დიდხანს დადიოდა თავის სახლში, იხედებოდა ყველა კარადაში, იარად დიდხანს ეზოში, თითქოს ემშვიდობებოდა ყველაფერს. ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის ამოს ყურება…მან გადაარჩია თავისი ნივთები წამოსაღებად, ნაწილი კი კარადაში დატოვა და მითხრა, რომ ამას მერე წამოიღებდა. მაშინ გავაცნობიერე, რამდენად ძვირფასია მისთვის ძველი სახლი და ნივთები. რამდენი რამ ახსოვს ამ სახლის კედლებს, რამდენი მოგონება აკავშირებს მასთან! აქ დაიბადა და გაიზარდა დედაჩემი, აქ ავიდგი მეც ფეხი.ბებიას გაუჭირდება ასე უცბად უარის თქმა თავის სახლზე, მას კიდევ მოუნდება აქ ჩამოსვლა. უხერხულიც არის მასთან გაყიდვაზე საუბარი. ამიტომ აჯობებს ჩამოვიდე ხოლმე, თანდათან მოვაწესრიგო აქაურობა, შევარემონტო და როდესაც დედა დაბრუნდება, ბებიის სახლში ოჯახურ ზეიმს მოვაწყობთ ყველა ერთად.ბებია სულ გვასწავლიდა გარშემო ყველას და ყველაფრის მოფრთხილებას, კეთილი და გულისხმიერი ადამიანების პატივისცემას. ასეთ შეცდომას არ დავუშვებ და წინაპრების სახლს შევინარჩუნებ. მეც დავისვენებ ხოლმე სულიერად ბედნიერი მოგონებებით სავსე გარემოში.
რედაქციისგან: ხშირად პრაგმატულად ვუდგებით მოვლენებს და ვივიწყებთ სულიერ მხარეს. ასაკოვან ადამიანებს შინაგანი ემოცია მეტი აქვთ. შვილიშვილს რომ სახლი გაეყიდა ბებიასთან შეთანხმების გარეშე, ის ძალიან იდარდებდა, მაგრამ ის დროულად მიხვდა თავის შეცდომას და საუკეთესო გამოსავალი იპოვა.სამწუხაროდ, ბებიებთან და ბაბუებთან სათუთი დამოკიდებულება იშვიათობა გახდა. მაგრამ ჩენ გვჯერა, რომ ასეთი ამბები მაგალითი იქნება ახალგაზრდებისთვის. თქვენ რას იტყვით?