ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები იკავებს მთავარ ადგილს ჩვენს ცხოვრებაში. ახლობელი ადამიანებისთვის ჩვენ მზად ვართ საკუთარი თავი გავწიროთ, მაგრამ ხშირად ამას ღებულობენ როგორც ვალდებულებას და საერთოდ არ აფასებენ შენს მცდელობას. როგორ მოვიქცეთ მსგავს სიტუაციაში? პაპარაცის რედაქცია დღეს ასეთ ამბავს მოგიყვებათ:თავის დროზე ქალბატონმა მარინამ ყველაფერი გააკეთა, რათა დაებინავებინა თავისი ვაჟი და რძალი. უკვე ასაკში მყოფმა იპოვა სამსახური და მრავალი წელი გაატარა სხვის სახლში. ისმენდა უკმაყოფილებას და პრეტენზიებს. რა მოხდა და რა გადაწყვიტა ჩვენმა გმირმა, წაიკითხავთ სტატიაში.
ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები
როდესაც ჩემი შვილი 5 წლის გახდა, ქმარმა მიმატოვა. ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები მისთვის უინტერესო იყო. მაშინ ვცხოვრობდი დედაჩემთან ერთად ორ ოთახიან ბინაში. 10 წლის მერე დედა მძიმე დაავადებით გარდაიცვალა. ჩემი ვაჟი მის ოთახში გადავიდა და იქ იყო ხოლმე 23 წლამდე. ერთ დღეს მითხრა, რომ ცოლის მოყვანას აპირებდა. ბუნებრივია, ცალკე სახლი არ ქონდათ და ჩვენთან იყვნენ.იმ პერიოდში მე აღარ ვმუშაობდი, ამიტომ დავიწყე ფიქრი, როგორ დავხმარებოდი ახალგაზრდებს. იდეა მომივიდა უცებ: მოვძებნო განცხადებებში ძიძის ვაკანსია.მე მჭირდებოდა მუდმივი, სადღე-ღამისო სამუშაო. მინდოდა, რომ შვილი თვის ნებაზე დამეტოვებინა სახლში და გავრიდებოდი ცოტა ხნით.გულახდილად ვიტყვი: ძალიან გამიმართლა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სახლის შეცვლა მომიწია, კარგ პირობებში მოვხვდი. რამდენიმე წელი ვცხოვრობდი საკმაოდ შეძლებულ ოჯახში, სადაც ცივ ნიავს არ მაკარებდნენ. დასასვენებლადაც წამიყვანეს საზღვარგარეთ. აღარაფერს ვამბობ მაღალ ხელფასზე, რომელსაც ყოველთვიურად მიხდიდნენ.ასე შევძელი მომავლისთვის ფულის შეგროვება. ასე გავიდა ჩემი ცხოვრების 10 წელი. მინდოდა იმდენი შემეგროვებინა, რომ სადმე ერთი ოთახი მეყიდა, პატარა ნაბიჯებით მივიწევდი მიზნისკენ.იშვიათად ვახერხებდი ახლობლების ნახვას. შვილიშვილს ვნახულობდი მხოლოდ რამდენიმეჯერ წელიწადში. ვფიქრობ, ეს იყო მთავარი მიზეზი იმის, რომ ჩემი ოჯახი თანდათან დამშორდა. ძიძა თავადაც ჭირდებოდათ ბავშვისთვის, მაგრამ მე არ შემეძლო, რადგან მუდმივად ვმუშაობდი.
სახლის ყიდვა – და აი დადგა ნანატრი დრო. სანამ მოვძებნიდი სასურველ ბინას და მოვამზადებდი მის საყიდლად საბუთებს, მანამდე ხომ უნდა მეცხოვრა სადმე? დავბრუნდი ჩემს სახლში, სადაც რძალი და შვილი ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ თავი ძალიან გაუცხოებულად ვიგრძენი.თითქმის ყოველ დღე მეკითხებოდნენ როდის მოვაგვარებდი საქმეებს და როდის გადავიდოდი. ვგრძნობდი მუდმივ დაძაბულობას და თავს ზედმეტად ვგრძნობდი. ერთ თვეში გადავედი. რძალს არ მოერიდა ესაყვედურა, რომ მრავალი წელი სხვის შვილებს ვზრდიდი და საკუთრი შვილიშვილისთვის ვერ მოვიცალე. მე კი ყველაფერი იმისთვის გავაკეთე, რომ მათ საკუთარი სახლი ჰქონოდათ.მალე რძალი მეორე ბავშვზე დაფეხმძიმდა, დამირეკა და დახმარება მოითხოვა. მე კი აღარ მაქვს სურვილი ამის გაკეთების. მხოლოდ მაშინ გამიხსენეს, ძიძად რომ დავჭირდი. ვწუხვარ, რომ ჩვენი ოჯახური ურთიერთობა ვერ აეწყო…
რედაქციისგან: დიახ, ბებიამ ბევრი დრო მოანდომა სხვისი ბავშვების აღზრდას, მაგრამ ეს მისი სამსახური იყო და არავის აქვს უფლება უპატივცემულოდ მოექცეს. მითუმეტეს, რომ მისი მიზანი კარგად იცოდა რძალმაც და შვილმაც.მას ხომ შეეძლო ეთქვა შვილისთვის ცოლთან ერთად ქირით წასულიყო და თავისი ცხოვრება თავად მოეწყოთ? ამ ქალბატონმა საკუთარი თავი შესწირა მათ კეთილდღეობას და პასუხად მხოლოდ უკმაყოფილება მიიღო. თქვენ როგორ ფიქრობთ, მიხვდებიან როდესმე ისინი თავის შეცდომას?