კრაზანა: მძიმე დაავადებების სამკურნალო 4 ღირებული რეცეპტი. ბალახი 1000 დაავადების საწინააღმდეგოდ

2637

კრაზანა ძალიან სასარგებლო მცენარეა, მაგრამ გამოყენების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და რეკომენდებულ დოზას არ გადააჭარბოთ, რადგან ის შხამიანია. მას ყვავილობის დროს ამზადებენ. მცენარის ღეროს მხოლოდ ზედა ნაწილს ჭრიან. ბალახს თხელ ფენად აწყობენ და სხვენში ახმობენ, ან პატარა კონებად კრავენ და სიბნელეში ინახავენ. ხმელი ნედლი 3 წელი ინახება.

კრაზანას ნაყენი მადის გასაუმჯობესებლად, გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და ღვიძლის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. 3 ს/კ დაქუცმაცებულ კრაზანას 250 მლ მდუღარე წყალი დასხით, 2 საათში გადაწურეთ და დალიეთ. ყოველდღე ახალი ნაყენი მოამზადეთ და 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 1-2 თვე. სისხლჩაქცევების და აბსცესების დროს მტკივნეულ ადგილას ლოსიონის სახით გამოიყენება.

30-40 წვეთი კრაზანას ნაყენი (1 ნაწილ დაქუცმაცებულ ბალახს 10 ნაწილი არაყი დაასხით და 7-10 დღე დააყენეთ) 100 მლ წყალში გახსენით და დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ამ მეთოდით კოლიტს, ნაღვლკენჭოვან დაავადებას და ცისტიტს განკურნავთ. სტომატიტი გაქრება, თუ ამ ნაყენის ხსნარით პირის ღრუს ხშირად გამოივლებთ.

კრაზანას ზეთი ძალიან სასარგებლოა. 1 ნაწილი მცენარის ყვავილებს 2 ნაწილი ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი დაასხით, 3 კვირა დააყენეთ, გადაწურეთ და 5-10 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 1-2- თვე. ამ მეთოდით წყლულებს, გასტრიტს, ფილტვების ანთებას, ბრონქიტს და კუჭის ტკივილს მოიშორებთ. კრაზანას ზეთის კომპრესები და ლოსიონები ჭრილობის, ტროფიკული წყლულების და დამწვრობის სწრაფ შეხორცებას ხელს უწყობს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, თირკმლების და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღვლკენჭოვანი დაავადების და გასტრიტის სამკურნალოდ კრაზანას ნაყენი გამოიყენეთ. 20 გრ დაქუცმაცებულ მცენარეს 100 მლ 70%-იანი სპირტი დაასხით და 2 კვირა დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ, გაფილტრეთ, მუქი ფერის მინის ქილაში ჩაასხით და გრილ ადგილას შეინახეთ. 40-50 წვეთი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ დალიეთ. გინგივიტის, სტომატიტის, ფარინგიტის დროს 20 წვეთი ნაყენი 1 ჭიქა წყალში გახსენით და პირის ღრუ გამოივლეთ. გამოჯანმრთელებისთვის ასე, რაც შეიძლება ხშირად გააკეთეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს