ორქიდეები იშლება უსაზღვროდ და სწრაფად, ჯადოსნური ხერხი ახალი ფოთლებისთვის და ფესვებისთვის

605

როგორ გადავრგოთ ორქიდეა ახალ ქოთანში? ბევრი თვლის, რომ ეს ყვავილი ძლიან პრეტენზიული და მომთხოვნია. ეს მთლად ასე არ არის. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ მისი სწორი მოვლა, რა უყვარს და რა არა ამ საოცარ ყვავილს. ყვავილის გადარგვა უნდა მოხდეს სპეციალური წესით. პაპარაცის რედაქცია შეეცდება გაგარკვიოთ ამაში.

როგორ გადავრგოთ ორქიდეა სხვა ქოთანში

ყველა მეყვავილე ერთხმად ქადაგებს: “არ შეიძლება ორქიდეების გადარგვა ყვავილობის პერიოდში.” ეს მართლაც ასეა. გადარგვა სტრესია მცენარისთვის. ამის გამო შეიძლება მან ყვავილობა შეწყვიტოს და დასცვივდეს არსებული კვირტები და ყვავილები. გადარგვა ხდება მაშინ, თუ ეს აუცილებელია მის გადასარჩენად. მაგალითად დაავადების, ფესვების სიდამპლის, სხვადასხვა პარაზიტების გაჩენის დროს. ამ შემთხვევაში, თუ დროულად არ გადარგავთ, შეიძლება მცენარე დაიღუპოს. ამიტომ შეაფასეთ სიტუაცია ადეკვატურად.

კორექტირების პროცესი – ორქიდეას არ უყვარს ხშირი გადარგვა, მაგრამ თუ აუცილებელი გახდება, უნდა იმოქმედოთ. ხშირად მცენარეს ყიდიან ერთჯერადი ჭურჭლით. ამიტომ გადარგვა გარდაუვალია. აგრეთვე დიდი ხნის გადასარგავი მცენარის ფესვები ვეღარ ეტევა ქოთანში.თქვენ დაგჭირდებათ თავად ორქიდეა, პლასტმასის ქოთანი სადრენაჟო ფენით, სუბსტრატი ორქიდეისთვის, მაკრატელი, აქტივირებული ნახშირი. მორწყეთ მცენარე, რათა გაამარტივოთ ამოღების პროცესი ძველი ჭურჭლიდან. ახალი ქოთანი უნდა იყოს ცოტათი დიდი, რათა შიგნით მოთავსდეს ყველა ფესვი. ამოღების შემდეგ უნდა გაირეცხოს ფესვები გამდინარე წყლით, რათა მოშორდეს ძველი სუბსტრატი. დადეთ ყვავილი 20 წუთით გასაშრობად.ამის შემდეგ თუ სიდამპლე აქვს სადმე, მოაჭერით, მოაყარეთ მოჭრილ ადგილებზე აქტივირებული ნახშირი. ეს დაეხმარება ფესვებს აღდგენასა და ზრდაში. შეგიძლიათ ასევე მოაყაროთ დაფქული დარიჩინი.

სამაშველო სამუშაოები – ორქიდეა უმჯობესია გადარგოთ გამჭირვალე ქოთანში, რადგან ასე ფესვები მონაწილეობას მიიღებენ ფოტოსინთეზში. ფრთხილად ჩადეთ ის ახალ ჭურჭელში და ნელ-ნელა დააყარეთ სუბსტრატი. თუ ფესვების ნაწილი მიწის ზედაპირზე დარჩება, არ არის პრობლემა, ორქიდეისთვის ეს ნორმალურია.გადარგვის შემდეგ ორქიდე ცოტა ხანი სტრესის ქვეშ იქნება. მალე მოვა გონს და დაიწყებს განვითარებას. მოათავსეთ მყუდრო ადგილას, არ უნდა ხვდებოდეს პირდაპირი მზის სხივები.სპეციალისტები გვირჩევენ მის დამუშავებას ანტისტრესული ხსნარით. მის შემადგენლობაში არის ზრდის ბიოლოგიური სტიმულატორი, რომელსაც იყენებენ არასახარბიელო პირობების დროს. გადარგვა ორქიდეისთვის სწორედ ასეთი პირობაა.ამ ხსნარის ყიდვა შეიძლება სპეციალიზირებულ მაღაზიებში. მცენარის ფოთლები უნდა დამუშავდეს მორწყვამდე ერთი დღით ადრე, როდესაც მან უკვე შეითვისა არსებული ტენი და ემზადება სხლის მისაღებად.

ეხლა უკვე იცით, როგორ გადარგოთ ორქიდეა სხვა ქოთანში და როგორ დაეხმაროთ სტრესული პერიოდის დროს. გისურვებთ, რომ თქვენმა ორქიდეამ დიდხანს გაგილამაზოთ გარემო თავისი ნაზი და ორიგინალური ყვავილებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს