უნდა გააჩინოთ თუ არა ბავშვი, როცა ახლობლები წინააღმდეგნი არიან? ერთი მხრივ, ითვლება, რომ ამ პროცესში ოჯახის წევრებს აქვთ ხმის უფლება. ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას ღებულობს ცოლ-ქმარი. მაგრამ ცხოვრებაში ბევრი განსხვავებული შემთხვევაც ხდება, როცა ბევრი რამ სწორედ ნათესავებზეა დამოკიდებული. როგორ? პაპარაცის რედაქცია ამას ახლავე მოგიყვებათ.
შეიძლება თუ არა ბავშვის გაჩენა
“ჩემი ქალიშვილი 32 წლის არის, ის დღემდე ჩვენთან ცხოვრობს. რა თქმა უნდა არაფერი არ გვაქვს საწინააღმდეგო. მაგრამ ეხლახანს ნინომ გამოგვიცხადა, რომ დრო მიდის, ასაკი ემატება და უნდა ბავშვის გაჩენა. ცოტა ხანში დაორსულება შეიძლება ვეღარ შეძლოს, მას კი შვილი უნდა რომ ყავდეს…” ამ ამბავმა ცუდად გამხადა, თვალთ დამიბნელდა. წარმოიდგინეთ, რა იქნება ბავშვის უმამოდ გაჩენის შეთხვევაში.ჩემი შვილი არასდროს იჩენდა დიდ სურვილს ოჯახის შექმნის და მამაკაცთან ურთიერთობის. ის წყნარი და მშვიდი გოგონაა, მუშაობს სახლიდან და არსად არ დადის. სახლში ქარგავს, უყურებს ფილმებს, კითხულობს წიგნებს. ყავს ერთი მეგობარი, რომელიც ხანდახან სტუმრად მოდის ჩვენთან. თაყვანისმცემლები არასდროს ყოლია, ან საიდან ეყოლება? სწორედ მეგობარმა ჩააგონა ეს არი. თითონ უკვე ორი შვილი ყავს ასე გაჩენილი. ჩემს გოგოსაც უთხრა ერთხელ: “რაღას ელოდები? ეხლა ხომ არის საშუალება დამოუკიდებლად დაფეხმძიმების? კი, ძვირია, მაგრამ ღირს ამისთვის. რამდენიმე წელიწადში ხომ გვიანი იქნება?”
მომავალი ბებიის პროტესტი – მას შემდეგ ჩემი შვილი დაფიქრდა ამ საკითხზე. არ ვიცი, რაში ჭირდება ეს ქმედება, ეს ხომ სახუმარო თემა არ არის? ბავშვის გაჩენა ასაკის გამო კი არა, გულით და სულით უნდა გინდოდეს. ზუსტად ვიცი რაც მოყვება ამას. გააჩენს და ჩვენ გაგვაზრდევინებს, ჩვენ კი რამდენად შევძლებთ ამას? არ მინდა მუდმივად სტრესში ცხოვრება, აღარც ღამისთევა შემიძლია. ამას ბავშვის მშობლები უნდა აკეთებდნენ, ისინი ახალგაზრდები არიან და მეტი ენერგია აქვთ. შვილი მამშვიდებს, რომ ჩვენი დახმარების გარეშე გაუმკლავდება ყველაფერს, მაგრამ ერთად ვცხოვრობთ და ხომ არ ვიჯდებით უმოქმედოდ? მინდა მშვიდი და წყნარი სიბერე, ზედმეტი პრობლემების გარეშე. ჩემს შვილს კი არ ესმის ეს, ჯიუტია მამამისივით. მამამ ნეიტრალური პოზიცია აირჩია და არ ერევა ამ ამბავში. ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა შვილიშვილი. არ ვიცი რა ვქნა. ის უკვე ზრდასრულია იცის თავისი საქმე, სახლიდან ხომ არ გავაგდებ? ვის მივმართო რჩევისთვის, არც ეგ ვიცი. როგორ მოვიქცე?
რედაქციისგან: სიტუაცია, რა თქმა უნდა, რთულია. ერთი მხრივ არ აქვს უფლება ზრდასრული შვილის გადაწყვეტილებაში ჩარევის, მეორე მხრივ, იმის უფლებაც ხომ აქვს, რომ მშვიდი სიბერე ქონდეს? ისევ უნდა დაელაპარაკო შვილს გულწრფელად. უნდა გაარკვიოს, რამდენად სერიოზულად მიუდგება ის თავის გადაწყვეტილებას. ბავშვი უდიდესი მორალური და ფინანსური პასუხისმგებლობაა. ხომ არ ჯობია ქალიშვილმა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს, თავისი სახლი და გარემო მოაწყოს და მერე გადადგას ეს ნაბიჯი?
თქვენ რა რჩევას მისცემდით დედა-შვილს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.