მინდა ბებიას და ბაბუას დავუტოვო ბავშვი, როგორ უნდა ვუთხრა, არ ვიცი

0
416

“როდესაც დეკრეტის შემდეგ სამსახურში გასვლა მომიწია, დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი: ვერავისთან ვერ ვტოვებ ჩემს სამი წლის ბიჭს. ამჯერად ბავშვი არის ჩემს 81 წლის ბებიასთან და მესმის, რამდენად რთულია მისთვის პატარას სდევნა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.”- შემოგვჩივლა პაპარაცის ერთ-ერთმა მკითხველმა ლალიმ. თავიდან დედამთილის დახმარების  იმედი ქონდა, მაგრამ უარი უთხრა. ეხლა კი არ იცის როგორ დაარწმუნოს ის ღვიძლ შვილიშვილს მიხედოს. არაერთხელ თხოვეს, მაგრამ ბებია ვერ დაითანხმეს. ვალდებულია თუ არა ის თავისი დრო ბავშვს დაახარჯოს?

ბავშვი ცხოვრობს ბებიასთან

“მე ექიმი ვარ სპეციალობით, როგორც კი დეკრეტი დამიმთავრდა, მაშინვე სამსახურში გავედი. ქმარიც სულ მუშაობს, ხშირად ღამის ცვლაშიც მიწევს მუშაობა. ბავშვის დატოვება ჩემს მოხუც ბებიასთან მიწევს. ის სიხარულით დამთანხმდა, მაგრამ ასაკშია და უჭირს. ბაღში ადგილები არ იყო და ვერ შევიყვანე, ველოდებით ადგილის განთავისუფლებას. ბებიას არ შეუძლია სდიოს აქტიურ პატარას ქუჩაში, ამიტომ იშვიათად ასეირნებს, სახლში კი ყველანაირად ცდილობს, უკეთებს საჭმელებს, აჭმევს, აბანავებს, აძინებს.კარგი ძიძის პოვნაც ადვილი არ არის. ოთხი ძიძა გამოვიცვალეთ. ერთმა სხვა სამუშაო იპოვა და წავიდა, მეორე ქმარს ეფლირტავებოდა, მესამე სულ დაიკარგა, ხოლო მეოთხე თითქმის ბებიაჩემის ასაკის იყო. ჩვენ ისევ ვეძებთ ძიძას, მაგრამ კვალიფიცირებული აღმზრდელი საკმაოდ ძვირს ითხოვს, რაც ჩვენს ძალებს აღემატება.ჩემი მშობლები მუშაობენ, ვერ მოიცლიან ბავშვისთვის. დედამთილი კი არაფრით არ არის დაკავებული. როდესაც დავქორწინდით, სულ გვეკითხებოდა, როდის ვაჩუქებდით შვილიშვილს. ეხლა კი დრო არ აქვს მისთვის”

თავისუფლებისმოყვარე დედამთილი – “დედამთილმა სიბერეში გადაწყვიტა არ დაიტვირთოს თავი ზედმეტი პასუხისმგებლობით. ის სეირნობს მეგობრებთნ ერთად, გატაცებულია ხელსაქმით, ყავს კავალერი. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ აღარ უნდა ბავშვზე დროის კარგვა. ამბობს, რომ თავისი შვილები უკვე წამოზარდა და არ არის ვალდებული ჩვენს შვილს სდიოს. დიახ, ნამდვილად არ არის ვალდებული, მაგრამ ცოტა ხანი გვიჭირს და ხომ შეიძლება დაგვეხმაროს? არ არის ასე სწორი. ახლობლები უნდა ეხმარებოდნენ ერთმანეთს რთულ სიტუაციებში. როგორ დავარწმუნო აღარ ვიცი.”

რედაქციისგან: ბავშვები – ეს უდიდესი ბედნიერებაა, ამასთან, უდიდესი პასუხისმგებლობა. როდესაც პატარა იბადება, პირველ რიგში მის კეთილდღეობაზე უნდა იზრუნონ. ის პირველ ადგილას უნდა იყოს. დეამთილთან დაკავშირებით, საკითხი სადაოა. შეიძლება დავადანაშაულოთ ის შვილიშვილის ნაკლებად სიყვარულში, მაგრამ თავისებურად ისიც მართალია. ადამიანმა, რომელმაც თავისი სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ოჯახს და სამსახურს შესწირა, ეხლა სურს საკუთარ თავზეც იზრუნოს.მშობლების დახმარება პირადი გადაწყვეტილებაა ყველასთვის. ზოგს თავისი გეგმები აქვს, ზოგს სურვილი არ აქვს, ზოგს ჯანმრთელობა. არის უამრავი შემთხვევა, როცა დედამთილები უვლიან შვილიშვილებს, რძლებს კი არ მოსწონთ მისი აღზრდის მეთოდები. ამიტომ ყველამ თავად უნდა აგოს პასუხი ოჯახზე, არ უნდა ეცადოს თავისი ტვირთის სხვაზე გადატანა, თუნდაც ბავშვის მიზეზით. მაშინ მშობლებიც და შვილებიც მადლობელნი იქნებიან ზრუნვისთვის და ყურადღებისთვის. თქვენ როგორ მოიქცეოდით ამ შემთხვევაში?