ჩვევაზე უარს ვამბობ და ვურთავ ქმარს ფანტასტიკას სიყვარულზე

36

ფენტეზი და ფანტასტიკა სიყვარულზე კინოეკრანებზე არც ისე იშვიათობაა. მაგრამ ყველა ფილმში არ არის სიყვარული სიუჟეტის მთავარი ღერძი. ხშირად ის არის დანამატი ძირითად სურათთან. მაგრამ ხდება პირიქითაც. პაპარაცის შემდეგი ხუთეული არის ფილმებზე, სადაც სიყვარული სიუჟეტის და გმირების მთავარი მოტივაციაა.

ფანტასტიკა სიყვარულზე

“სადღაც დროში” – “Somewhere in Time” (1980)-ახალგაზრდა დრამატურგი გაჩერდება ერთ დიდ, მყუდრო, ქალაქგარე ოტელში. სადაც სურს დაისვენოს ქალაქის ხმაურისგან. ადგილობრივ მუზეუმში ის ნახულობს ძველ ფოტოს, რომელზეც ულამაზესი ქალია გამოსახული. მთავარ გმირს ის უყვარდება ერთი ნახვით და გადაწყვეტს შეხვდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს. თუნდაც იმოგზაუროს დროში.ეს ფილმი არც ისე პოპულარული გამოდგა და ყველამ არ იცის, არადა მთლიანად ამაღლებულ და ნაზ სიყვარულზეა. მსახიობები კარგად გადმოსცემენ გრძნობებს ლამაზ მუსიკასთან ერთად. ის ნამდვილად იმსახურებს მაყურებლის ყურადღებას.საინტერესო ფაქტი: ეს ფილმი არის რიჩარდ მატესონის რომანის ეკრანიზაცია. თავად ავტორიც თამაშობს ეპიზოდურ როლში.

“საით მივყავართ ოცნებებს” – “What Dreams May Come” (1998) – მონათესავე სულების სიყვარულს საზღვარი არ აქვს. სწორედ ამას გვაჩვენებენ ფილმში “საით მივყავართ ოცნებებს”. ზეცაშიც კი აგრძელებენ ადამიანები ერთმანეთის სიყვარულს, ხოლო მთავარი გმირი მზად არის გაემგზავროს სახიფათო მოგზაურობაში და საკუთარი სიცოცხლე გარისკოს საყვარელი ადამიანის გადასარჩენად.ფილმი ესთეტიური სანახავია. სამოთხის ხედები და აქაური სამყაროს ქაოსი შთამბეჭდავი სანახავია. თავად სიუჟეტი რომც არ მოგეწონოთ, ეს კადრები მაინც მოგხიბლავთ.საინტერესო ფაქტი: მოცემული სურათ არის ასევე, რიჩარდ მატენსონის რომანის ეკრანიზაცია.

“დრაკულა” – “Bram Stoker’s Dracula” (1992) – საყვარელი ქალის დაკარგვის შემდეგ გრაფი დრაკულა გახდა ის, ვისიც მთელს ტრანსილვანიას ეშინოდა. ასი წლის შემდეგ ის ტოვებს თავის კოშკს და მიფრინავს ლონდონში, რათა იპოვოს ის, ვისი გულისთვისაც გადაცურა დროის ოკეანე. მინას, რომელსაც არანაირი ეჭვი არ აქვს უცნაური უცხოელის წარმომავლობაზე, გრძნობები უჩნდება მის მიმართ. პარალელურად, ქალაქში უცნაური ამბები ხდება.თუ არ ჩავთვლით სასიყვარულო ხაზს, სურათი ზუსტად გადაღებულია ორიგინალის მიხედვით. სხვა ეკრანიზაციებისგან და ლიტერატურული პირველწყაროსგან განსხვავებით, აქ სიყვარული წარმოდგენილია გრძნობად, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს ადამიანის სული.

“კოდი 46” – “Code 46” (2003) – ფილმში მოქმედება ხდება მომავალში, სადაც დიდი ტექნოლოგიური წინსვლაა და შეიძლება ადამიანის აზრების წაკითხვა. ხოლო ტოტალიტარული რეჟიმი კრძალავს ტავისუფალ სიყვარულს. გამომძიებელი უილიამი ჩადის შანხაიში, რათა იპოვოს ადამიანი, რომელიც უკანონოდ აკეთებს საშვს სხვა ქალაქებისთვის. გამომძიებელი მალე მიდის მარიამდე, იდუმალ ქალამდე, რომელიც მას ძალიან შეუყვარდება. მათი სიყვარული არღვევს 46 კოდს.ფილმი ვერ დაიკვეხნის კარგი კომპიუტერული გრაფიკით და ექშენით, მაგრამ მისი სიუჟეტი საკმარისად საინტერესოა და იზიდავს მაყურებელს. ტიმ რობინსონის და სამანტა მორტონის სამსახიობო ნიჭი არავის დატოვებს გულგრილს.

“შადრევანი” – “The Fountain” (2006) – ეს არის სამი ისტორია, რომელის არის ერთის ნაწილი. ფილმი ეხება ბრძოლას საყვარელი ადამიანის სიცოცხლისთვის. მთავარი გმირები ჩვენს წინაშე წარსდგებიან სხვადასხვა სახით: ექიმი და მისი ცოლი, კონკისტადორი და დედოფალი, ბერი და სიცოცხლის ხე. სიუჟეტის ეს სამი ხაზი გაერთიანებულია ერთი მოტივით: იპოვონ მუდმივი სიცოცხლის საშუალება. და ეს ყველაფერი ერთი ადამიანისთვის.ფილმი არასტანდარტულია, მაგრამ საოცარი სარეჟისორო ნამუშევრის და კლინტ მენსელის მუსიკის წყალობით, ითრევს მაყურებელს.

ფანტასტიკა სიყვარულზე – დასკვნა: ზემოთჩამოთვლილი ფილმებიდან რომელი გაქვთ უკვე ნანახი? რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ? რას შეცვლიდით მოცემულ თემატიკაში?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს