მრავალშვილიან ოჯახებში უფროს და უმცროს შვილებს ვალდებულებები აქვთ დანაწილებული. უფროსი შვილი ან ქალიშვილი ავტომატურად ნაწილობრივ იღებს თავის თავზე მშობლის მოვალეობას. ეხმარებიან სახლის საქმეში, უვლიან პატარებს, იცავენ მათ.უფროსი ბავშვი საკუთარ თავზე იღებს ხოლმე მნიშვნელოვან მოვალეობებს და ეს შეიძლება მთელი ცხოვრება გაყვეს. ამის მაგალითია ნათიას შემთხვევა, რომელიც ათეულობით წლების შემდეგაც აგრძელებს ძმაზე ზრუნვას, რამაც პირად ცხოვრებაში პრობლემები შეუქმნა.
უფროსი და უმცროსი შვილები
ნათიას ოჯახი – ნათიას გარდა ოჯახში იყო ორი და და ერთი ძმა. მოვალეობის გრძნობა, რომელიც ქონდა მშობლების და და-ძმის წინაშე, მუდამ თან დასდევდა მას. როდესაც მატერიალურად მოძლიერდა და ფეხზე დადგა, ეხმარებოდა უმცროს და-ძმას. ხან სწავლის ფულით, ხან ბინის გადასახადით.იმისათვის, რომ დახმარებოდა ოჯახის წევრებს, ეძებდა ხოლმე დამატებით სამუშაოებს. ის ახლა მუშაობს საერთაშორისო კომპანიაში და საკმარისად გამოიმუშავებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს საკუთარი თავი და დაეხმაროს სხვებსაც.
პირადი ცხოვრება – 32 წლის ასაკში ის შეხვდა მამუკას. მალე მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება. ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა ხშირი რეკვები და დახმარებაზე თხოვნა.ერთხელაც მამუკამ ვეღარ მოითმინა: “ბოლოსდაბოლოს, ისინი უკვე ზრდასრული ადამიანები არიან, რატომ უნდა არჩინო შენ? გასაგებია, რომ მშობლების სიკვდილის შემდეგ შენ უვლიდი მათ, მაგრამ უკვე ვალდებულებიც არიან თავისი თავი და ოჯახი თითონ შეინახონ!”ნათიამ არაფერი არ უპასუხა, მაგრამ გულში დაეთანხმა მამუკას. მართლაც, რამდენი ხანია უკვე და-ძმაზე ზრუნავს. ისინი 20 წელს გადაცდნენ, ორს უკვე ოჯახიც ყავს. მართლაც, როდემდე უნდა ქონდეს მშობლის როლი?
დაშორება – ნათია მართლაც აპირებდა აღარ მიეცა ფული არავისთვის, მაგრამ მოულოდნელად ძმა ცოლს დაშორდა და საცხოვრებელი აღარ ქონდა. ამიტომ დროებით ნათიასთან დარჩა. მამუკას ეს ძალიან არ მოეწონა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ერთი წლის მერე კი შემთხვევით გაიგო, რომ ნათია ძმისთვის სახლის ყიდვას აპირებდა, მაშინ კი აევსო მოთმინების ფიალა: -მე ყველაფრის გაგება შემიძლია შენთვის, მაგრამ ასეთი ოჯახური ურთიერთობა საჩემო არ არის. ისინი კომფორტულად არიან, არაფერზე იწუხებენ თავს, შენ კი მთელს რესურსს მათ ახარჯავ!ამის შემდეგ მამუკამ ჩაალაგა ნივთები და წავიდა. მალე სხვა ცოლი შეირთო, ნათია კი დარჩა თავისი და-ძმის ამარა.
დღევანდელი დღე – ეხლახანს ნათიას 42 წელი შეუსრულდა. ოჯახი ვეღარ შექმნა, მაგრამ აგრძელებს ძმის და დების რჩენას. ხანდახან მათ შვილებსაც ეხმარება, დაყავს ზღვაზე, დასასვენებლად სხვადასხვა ადგილას. თითქოს მათი ბებია იყოს.გაჩნდა კიდევ პრობლემა და ნათია აღმოჩნდა საავადმყოფოში. ის კვირაზე მეტ ხანს იწვა კლინიკაში, მაგრამ არავის მოუკითხავს. იმედგაცრუებულმა და ნაწყენმა ვეღარ მოითმინა და ერთ-ერთ დას დაურეკა: – არ გრცხვენიათ? მე ხომ ამდენი რამე გაგიკეთეთ, თქვენ კი საერთოდ არ მომიკითხეთ და მომატოვეთ გასაჭირში! როგორ შეიძლება ასე? დამ თავის გამართლება დაიწყო, მაგრამ ნათიამ აღარ მოუსმინა, გაუთიშა ტელეფონი და მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება: ეცხოვრა საკუთარი თავისთვის.
უფროსი და უმცროსი შვილები – დასკვნა – სად არის ზღვარი მოვალეობასა და უბრალოდ დახმარებას შორის? როდის უნდა ვთქვათ გადაჭრით არა და რატომ არის ეს აუცილებელი? თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?