ინდოელმა წინასწარმეტყველმა სათია ბაბამ იწინასწარმეტყველა, ვინ გადაურჩებოდა სტიქიის სასწაულებრივ ძალას

22865

სათია ბაბა არის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობებით სავსე ადამიანი ინდოეთის ისტორიაში. ეს იყო გურუ, რომელსაც მილიონობით მიმდევარი ჰყავდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც აკრიტიკებდა მის მოღვაწეობას. სათიას სიცოცხლეშივე უწოდეს სასწაულმოქმედი და ილუზიონისტი, წინასწარმეტყველი და შარლატანი. როგორც არ უნდა იყოს, მისი ისტორია საინტერესო იქნება რელიგიით და ეზოთერიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის. მაშ, ასე, პაპარაცი დღეს გიამბობთ:

სათია საი ბაბა

მომავალი წინასწარმეტყველის მშობლები იყვნენ მსახიობები სამხრეთ ინდოეთიდან. 1926 წელს მათ ეყოლათ ბიჭი, რომელსაც დაარქვეს სათია ნარიანა რაჯუ. ის ბავშვობიდანვე აქტიური იყო და ავლენდა ლიდერულ თვისებებს. აქვე ჩანდა სამსახიობო ნიჭიც. საერთო ჯამში, ბავშვი იზრდებოდა ჩვეულებრივად 1940 წლამდე.სწორედ ამ პერიოდში ბიჭს გაეხსნა მაკურნებელი და წინასწარმეტყველური უნარები. ამბობენ, რომ ეს მოხდა 14 წლის ასაკში, როდესაც მა მორიელმა უკბინა. მან უცებ დაიწყო სანსკრიტულ ენაზე საუბარი , რომელიც არასდროს გაუგია. შემდეგ თავი გამოაცხადა რომელიღაც ინდოელი წმინდანის რეინკარნაციად.წმინდა ადგილებში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, სათიამ დაიწყო ლექციების კითხვა და საგანმანათლებლო პროექტების ჩამოყალიბება. მისი მთავარი პოსტულატი იყო მტკიცებულება ადამიანის სულის უსასრულობასა და მოყვასის სიყვარულზე. ის ადამიანებს ახსენებდა, რომ დედამიწაზე ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში.ადამიანს აქვს ღვთაებრივი წარმომავლობა, მაგრამ ამის შეგრძნება შეუძლიათ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც შეძლო თავის თავში გაეღვიძებინა სიყვარული და პატივისცემა ყველა არსების მიმართ. უანგარო დახმარება და ერთობის შეგრძნება ეხმარება ადამიანთა მოდგმას განვითარებაში. გურუს სჯეროდა, რომ სულიერების გზაზე ადამიანის ბილწი სურვილები დგას.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სათია ბაბას დამოკიდებულება სხვა რელიგიების და კონფესიების მიმართ. ის ამტკიცებდა, რომ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს, რადგან ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ ერთობას. ყველაფერი, რაც ხაზს უსვამს ადამიანებს შორის სხვაობას, ხელს უშლის კაცობრიობის სულიერ განვითარებას. თავის სწავლების საფუძვლად ჰქონდა ხუთი ეთიკური მცნება: სიყვარული, არა ძალადობა, სიმართლე, ჭეშმარიტება და მშვიდობა. გურუს სჯეროდა, რომ ისეთი ადამიანის უბრალოდ ახლოს ყოფნაც კი, რომელიც ამ პრინციპებს ქადაგებს, დააცხრობს აგრესიას და ბოროტებას გარშემომყოფებში. შეიძლება ის მართალი იყო.

ფუნდამენტალური სწავლება და გზა ადამიანის გადარჩენისკენ – იმისათვის, რომ პლანეტაზე მშვიდობამ დაისადგუროს, ხოლო ადამიანებმა საკუთარ თავში იპოვონ ღვთაებრივი მარცვალი, უნდა მისდიონ განსაზღვრულ წესს. სათიამ გამოყო ხუთი ძირითადი:

მომზადება

  1. გულწრფელობა საკუთარ მიზნებსა და ქცევებში.
  2. ემოციური მდგრადობა აზრების და მიზნების.
  3. მშვიდობისმოყვარეობა და მოკრძალებული ქცევა.
  4. სხვების მიმართ ბრაზის განდევნა სურვილებიდან და აზრებიდან.
  5. ცხოვრების სულიერი ასპექტის მიღება, როგორც ყველაზე მთავარის, მატერიალურთან შედარებით.

აი, ასეთ პრინციპებს ქადაგებდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი რელიგიური ლიდერი ინდოეთში. თქვენ რას ფიქრობთ მის ცხოვრებისეულ პოზიციაზე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს