ადრე ორი თვის ბავშვებს უკვე ბაგა-ბაღში ტოვებდნენ, ეს უდიდესი შვება იყო ახალგაზრდა დედებისთვის

390

საბავშვო ბაღში შესვლა არის პირველი სერიოზული სოციალური ნაბიჯი ბავშვისთვის. საბავშვო ბაღში ის იჩენს პირველ მეგობარს, ცდილობს დაამყაროს კონტაქტი ჯგუფთან… ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, ამიტომ აუცილებელია სერიოზულად მიუდგეთ. ბაღზე ხომ ბევრი რამ არის დამოკიდებული. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

საბავშვო ბაღში შესვლა

90-იან წლებში პირადად მე ბევრი საბავშვო ბაღი გამოვიცვალე. მშობლები ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელს, ამიტომ სოციალური გარემო ჩემს გარშემო არასტაბილური, მაგრამ აქტიური იყო. კოლექტივის ხშირმა ცვლამ მასწავლა ადამიანებთან სწრაფად შესვლა კონტაქტში და არასოდეს მქონია ახალი გარემოს შიში.მაშინდელი ბაღების რუტინა სტანდარტული იყო: იწყებოდა დილის 8 საათზე, ურთიერთობა ბავშვებს შორის და თამაშები, სადილი, სეირნობა და შუადღის ძილი, შემდეგ ისევ თამაში და მშობლების მოლოდინი. იყო საგანმანათლებლო მომენტებიც მაგრამ ძალიან ცოტა. თანამედროვე ბაღებში ბევრად მეტი დრო ეთმობა კითხვას და წერას.არ არსებობდა კერძო საბავშვო ბაღები. ეხლა უამრავი არჩევანი აქვს მშობელს, ბევრი კერძო ბაღი არსებობს, სადაც ასწავლიან ინგლისურს, ხელოვნებას და საბავშვო იოგასაც კი. ერთი მხრივ ეს ძალიან კარგია და ხელსაყრელი, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ბავშვები ძალიან გადატვირთულები არიან.

საბავშვო ბაღები ძველად – ადრე დედები ბავშვებს ბაღში ძალიან პატარებს ტოვებდნენ. 1917 წლიდან შემოიღეს დეკრეტული შვებულება და ის გრძელდებოდა 3 თვე. მისი ხანგრძლივობა გაზარდეს 12 წლის მერე. სხვათა შორის, დედები მშვიდად ანდობდნენ თავის პატარებს ბაღის ძიძებს.მაშინდელი ბაღები საკმაოდ დახვეწილი იყო. ბავშვებისთვის განკუთვნილი ქონდათ მანეჟი, სათამაშოები… პრაქტიკაში იყო გარეთ ძილი, კვება მაღალ დონეზე. ცოტა იყო ინტერაქტივი, რადგან მაშინ სხვა დრო და მიდგომა იყო. ადამიანები ორიენტირებულები იყვნენ გადარჩენაზე და არა ინტენსიურ განვითარებაზე.არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ის დრო ჯობდა, მაგრამ ეს იმით აიხსნება, რომ მაშინ ისინი ახალგაზრდები იყვნენ, მშობლებისგან უზრუნველყოფილნი და რა ეპოქაშიც არ უნდა მოუწიოს ადამიანს ბავშვობის ხანა, ის მას ყოველთვის სასიამოვნოდ გაახსენდება. ბავშვობა ყოველთვის ასოცირდება ბედნიერებასთან და უზრუნველობასთან.

ეს განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც ამ ეტაპზე ცუდ პირობებშია. თუ ადამიანი იმყოფება არასტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაში, ან აქვს სხვა სერიოზული პრობლემები, მაშინ თავისი ცხოვრების სტაბილური ხანა ყოველთვის საუკეთესოდ მოეჩვენება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს