რა ჯობია ზღვასთან ახლოს დასვენებას? საკუთარი სახლი ზღვის სანაპიროზე ბევრი ადამიანის ოცნებაა. როგორც კი არის საშუალება ზღვაზე გამგზავრების, მისი მშვენიერებით დატკბობის, გადაწყვეტილება მხოლოდ ერთია: უნდა წახვიდე! მაგრამ დიდი ხნის ნანატრი დასვენება შეიძლება ჩაგიშხამონ საყვარელმა ნათესავებმა. სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ჩვენი დღევანდელი გმირი მარი. რა მოხდა და როგორ მოაგვარა მან თავისი პრობლემა, წაიკითხავთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.
დასვენება ზღვასთან ახლოს
“წელს ქმარმა დაიყოლია დაგვესვენა ზღვაზე მისი ნათესავების წრეში. საქმე იმაშია, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა ფინანსებში და სრულფასოვან მოგზაურობას ვერ მოვახერხებთ. არ მინდოდა დედამთილ-მამამთილთან ჩასვლა, მაგრამ უარი ვეღარ ვუთხარი.დედამთილ-მამამთილი დიდი ხანია ზღვის სანაპიროსთან ცხოვრობენ. მათ აქვთ დიდი სახლი, რომლის ნაწილს ზაფხულობით აქირავებენ ხოლმე. სპეციალურად ჩვენთვის გაათავისუფლეს ერთი ოთახი, რომელიც ძალიან მომეწონა. ოთახს ჰქონდა საკუთარი აბაზანა და ტუალეტი. ყველაფერი ძალიან მომეწონა, სანამ საქმე არ მივიდა საჭმლამდე.
როდესაც ჩავედით, დედამთილმა ბევრი გემრიელი კერძი დაგვახვედრა და სიამოვნებით მივირთვით. დილით, როდესაც მაგიდასთან მიგვიპატიჟა, ისევ გუშინდელი კერძები დაგვიდო. სიმართლე გითხრათ, მერჩივნა რამე მსუბუქი, მაგალითად ერბო-კვეცხი მეჭამა, ან უბრალო ფაფა. მაგრამ მან სამზარეულოში არ შემიშვა: ბევრი საჭმელია და ჯერ ეს დავამთავროთო.არ გეგონოთ, რომ უმადური და დაუნახავი ვარ. უბრალოდ, გუშინდელ საჭმელს არასასიამოვნო სუნი ასდიოდა და ვერაფერი ვერ ვჭამე. შუადღეზე ისევ ახალი კერძები მომზადა დიასახლისმა და რაც დარჩა, საღამოს დაგვიწყო სუფრაზე. ვახშამსაც ისევ ისეთი საშინელი სუნი ქონდა და პირი ვერ დავაკარე.
როგორღაც მოვახერხე და შეუმჩნევლად შევიპარე სამზარეულოში, გამოვაღე მაცივარი და მივხვდი: თაროები სავსე იყო უთავსახურო ქვაბებით. ამიტომაც სუნები ერეოდა ერთმანეთს და საჭმელს გემოს უკარგავდა.გადავწყვიტე რბილად და თბილად დავლაპარაკებოდი დედამთილს. ვურჩიე, საჭმელი კონტეინერებში შეენახა. ასე ადგილის ეკონომიასაც შეძლებდა და საკვებიც აღარ გაფუჭდებოდა. მაგრამ პასუხად მივიღე ის, რომ მე არ მქონდა სხვის სამზარეულოში ცხვირის ჩაყოფის უფლება.მთელი კვირა იგივე გაგრძელდა. ბოლოს ძალიან მომშივდა და ვთხოვე ქმარს მწვადები შეეწვა, მამამთილმაც დამიჭირა მხარი, მაგრამ დედამთილმა შეშფოთება ვერ დამალა: “მაცივარი სავსეა საჭმლით, რა დროს მწვადია, ისედაც ფული არ გაქვთ! თუ გინდათ, ქათამს გამოვიღებ საყინულედანო”
მოკლედ, არავინ მოუსმინა გაბრაზებულ ბებიას, მაინც შევწვით მწვადები და გემრიელად მივირთვით ყველამ.წინ კიდევ ერთი რთული კვირა იყო. ვთხოვე ქმარს, რომ დედას დალაპარაკებოდა. შევთავაზეთ, რომ ხანდახან მეც მოვამზადებდი ყველასთვის საჭმელს, მაგრამ ის შეუვლი იყო: “ჩემს სამზარეულოში არავის შევუშვებ. თუ არ მოგწონთ, მიბრძანდით კაფეში, ან იყიდეთ თქვენთვის ცალკეო. დავიჯერო, ასე ცუდად ვამზადებო? “რამეს მტკიცებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ, სანამ ბოლომდე გავიფუჭებდით ურთიერთობას, საქმეები მოვიმიზეზეთ და წამოვედით. აი, ასეთ სევდიან ნოტაზე დავამთავრეთ ჩვენი დასვენება ზღვაზე. მეტად მე იქ აღარ წავალ!
რედაქციისგან: გამოცდილი დიასახლისები დამეთანხმებიან, რომ დედამთილთან დავას აზრი არ აქვს. თუ ის თავის სიმართლეში დარწმუნებულია, მის გადარწმუნებაში დროის კარგვა სისულელეა. ამ შემთხვევაში მარი სწორად მოიქცა და წამოვიდა.თქვენ როგორ მოიქცეოდით მარის ადგილას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.