ქმარი ჩემზე 13 წლით უფროსია, მაგრამ მე მისთვის მხოლოდ “ბანკომატი” ვარ

4027

“სიყვარულთან ყველა ასაკი უძლურია” – თქვა ერთ დროს პუშკინმა, მაგრამ არ გაგვაფრთხილა, რომ ასაკს შორის დიდ სხვაობას ბევრი სირთულე მოაქვს წყვილს შორის. მაგალითად, როცა საყვარელი მამაკაცი უფროსია და ყავს პირველ ოჯახიდან შვილები, გიწევს შეგუება. აქვე უნდა გახსოვდეს, რომ მისთვის შვილები პირველ ადგილზე იქნება. როდესაც ქეთი თხოვდებოდა, მან არ იცოდა ქმარს ყოფილ ცოლთან 13 წლის შვილი რომ ყავდა და მითუმეტეს, ვერც იფიქრებდა, რომ მოზრდილი ბავშვი მათ ოჯახურ იდილიას ასე დაარღვევდა. პაპარაცის რედაქციის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია

ასაკოვანი საყვარელი მამაკაცი

“გავთხოვდი 26 წლის ასაკში. მაშინ დათრგუნული ვიყავი შეყვარებულთან დაშორების გამო. გადართული ვიყავი სამუშაოზე ოჯახის მაღაზიაში, რათა არ მეფიქრა ბევრი. მოგვიანებით მაღაზია გაარემონტეს და ამის აღსანიშნავად მშობლებმა წვეულება მოაწყვეს. იქ გავიცანი მირიანი, 39 წლის, ცოლს გაშორებული მამაკაცი. თავიდან არ მომეწონა, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე შეხვედრა მთხოვა. მე დავთანხმდი, რადგან ძველი სიყვარულის დავიწყება მინდოდა.ერთი წელი ვხვდებოდით, მერე კი ხელი მთხოვა და მეც დავთანხმდი. ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც წარმომედგინა. მეგონა მექნებოდა ქორწილი, თეთრი ლამაზი კაბით და ეს იქნებოდა ყველაზე ლამაზი დღესასწაული ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ მირიანმა მითხრა, რომ მთელი დანაზოგი ქალიშვილის ბანკეტისთვის ჭირდება და ქორწილის ფული არ აქვს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ მოკრძალებულ გარემოში, ახლობლების წრეში”.

ცხოვრება ქორწილის შემდეგ

“გადავედი საცხოვრებლად ქმრის სახლში, სადაც ის დედასთან ერთად ცხოვრობდა. დედამთილს ყოველთვის მაღალი წრის ქალად წარმოაჩენდა თავს, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. რამდენიმე თვე დამჭირდა სახლის წესრიგში მოსაყვანად. ჩემმა მშობლებმა თავისი ფულით გამარემონტებინეს აბაზანა. მე კი ყოველ დღე ხან ქურასთან ვიდექი და ხან ცოცხით დავრბოდი. ერთი რამ იყო კიდევ: ქმრის ქალიშვილის სტიქიური ვიზიტები, რომელიც მამიკოს ფულს სთხოვდა. მე ყოველთვის ამრეზით მესალმებოდა და სერიოზულად არ აღმიქვამდა.

ქმარი არასდროს არ იშურებდა ფულს შვილისთვის. მისი საბანკეტო კაბა ჩემს საქორწინო კაბაზე ბევრად ძვირი დაჯდა. აგრეთვე მირიანმა შვილს და ყოფილ ცოლს მისცა თურქეთის საგზური. სწორედ ის საგზური, რომლითაც ჩვენ უნდა წავსულიყავით ქორწილის შემდეგ. შემდეგ გოგონა ფასიან სასწავლებელში მოხვდა დ სწავლის ფულს უხდიდა.მე ვაგრძელებდი მუშაობას ჩემს მაღაზიაში. მთელი ოჯახური ხარჯები მე დამაწვა. ვყიდულობდი პროდუქტებს, ხორცს მირიანი კი აგრძელებდა დედაზე და ქალიშვილზე ზრუნვას. მე არ ვარ წინააღმდეგი, პირიქით, მომწონს რომ ის კარგი მამა და შვილია, მაგრამ მე? ამას წინათ ჩემმა ძმამ დაქორწინება გადაწყვიტა. მშობლებმა სოფლის სახლი გაყიდეს და ფული შვილს მისცეს. ეს რომ ჩემმა ქმარმა გაიგო, სახე შეეცვალა. აღმოჩნდა, რომ დედამთილი და თითონ თვლიდნენ, რომ მე წილი მეკუთვნოდა და უნდა მოეცათ, ისედაც უმზითვოდ მიმიღეს თურმე… ”

რედაქციისგან: შეიძლება ქეთი არ დაფიქრდა კარგად სანამ მირიანს გაყვებოდა ცოლად. მისი მიზანი დარდის ჩახშობა იყო და არა ახალი და ჯანსაღი ურთიერთობა.კარგად უნდა აეწონ-დაეწონა რამდენად შეეგუებოდა ქმრის წარსულს. მისი ქალიშვილი არსად გაქრებოდა და მთელი ცხოვრება ეყოლებოდა. ან კი უყვარდა ქმარს ის ნამდვილად? თუ მისთვის მოსახერხებელი იყო მზარეული და დამლაგებელი სახლში, რომელსაც ამასთან კარგი სამსახურიც ქონდა და ოჯახს უზრუნველყოფდა? ღირს კი ასეთი ქმრის შენარჩუნება, თუ გაქცევა ჯობია რაც შეიძლება შორს? რას იტყვით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს