სექტემბერში ვრგავ ნიორს, რათა მუშტისხელა თავები გაიზარდოს.

171

შემოდგომა – ეს ის პერიოდია, როდესაც უნდა მოამზადოთ კვლები ნივრისთვის. მებოსტნეები ამბობენ, რომ ნიორი უნდა დაითესოს სიცივის დადგომამდე 30 დღით ადრე. დღე პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით, როდის უნდა დათესოთ ნიორი და როგორ უნდა მოამზადოთ კვლები.

არსებობს ნივრის ორი სახეობა: ზამთრის და გაზაფხულის. ზამთრის ნიორი ცოტა ხანი ინახება, მაგრამ სამაგიეროდ ყინვაგამძლეა. ამიტომ თესავენ შემოდგომაზე დ იღებენ ზაფხულში. გაზაფხულის ჯიში დიდხანს ინახება, მაგრამ ვერ ცოცხლობს ზამთარში, ამიტომ თესავენ გაზაფხულზე და იღებენ შემოდგომის ბოლოს.

როდის დათესოთ ზამთრის ნიორი

ზამთრის ნიორი უნდა დათესოთ სექტემბრიდან, როდესაც ტემპერატურა დაბლა იწევს. ყველაფერი დამოკიდებულია ამინდზე. 10 გრადუსზე დაბლა ნიორი ასწრებს ადაპტირებას მიწასთან და უძლებს ყინვებს. ამიტომ სექტემბრის ბოლოდან შეგიძლიათ დაიწყოთ ნიადაგის მომზადება და დარგვა.

ნიადაგი ნივრისთვის: კვლები ნივრისთვის უნდა იყოს გამოყოფილი და ნიადაგი სწორი, რათა გაზაფხულზე თბილი წყალი კარგად მიწვდეს ნერგებს. მისი დათესვა შეიძლება მარწყვთან ახლოს, ეს ორი მცენარე კარგად ეთვისებიან ერთმანეთს. მიწა უნდა იყოს დახნული და გაფხვიერებული. დათესვამდე უნდა შეიტანოთ ნიადაგში კომპოსტი და გააჩეროთ 21 დღე. ეს აუცილებელია კომპოსტის და მიკროორგანიზმების გადასანაწილებლად გრუნტში.

ნათესის კვება: ზრდის პერიოდში ნიორს არაფერს აძლევენ, მხოლოდ რწყავენ. დათესვამდე ნიადაგში შეაქვთ ხის ნაცარი. ის ორგანული სასუქია, რომელიც საშუალებას აძლევს ნიორს ქიმიკატების გარეშე გაიზარდოს. ნაცარი შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, ის კარგად ეთვისება ნიადაგს და ნერგებს, ამაღლებს მოსავლიანობას.ნიორი შეიძლება დაირგოს ნაკვეთზე, სადაც ადრე იყო ყაბაყი, ბადრიჯანი, წიწაკა, გოგრა ან მარცვლოვანი კულტურები. საჭიროა დარგვამდე თესლიც მომზადება. დაანაწევრეთ ნიორი, მოაშორეთ დაზიანებული და არაჯანსაღი კბილები, დაამუშავეთ მავნებლების საწინააღმდეგო ხსნარით.ნიორს რგავენ 30 სმ. დაშორებით, რიგებს შორის მანძილი 15 სმ. უნდა იყოს. სიღრმე 2 სმ. როდესაც ტემპერატურა ნოლამდე დავა, გადააფარეთ.თუ ნიორს სწორად დარგავთ, საუკეთესო მოსავალს მიიღებთ. ზამთრის იასამნისფერ-ზოლიანი ნიორი ყველაზე მაღალი მოსავლიანობისაა. გისურვებთ წარმატებას!

თქვენ რა ჯიშის ნიორს რგავთ ხოლმე? რომელს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს