ყველანაირ მოთმინებას საზღვარი აქვს. ეს ხდება არა მარტო მუდმივი შრომის და ქმედებისგან, რომელსაც სიამოვნება არ მოაქვს, არამედ მადლიერების და კმაყოფილების არ ქონის გამო. თათიას ქმარი არასოდეს ეუბნებოდა “მადლობას” ზრუნვისთვის, არასდროს ახალისებდა, არ უწონებდა. ჰოდა დღეს ქმარი იმზადებს ყველაფერს თვითონ… პაპარაცი დღეს მათზე გიამბობთ.
ქმარი სამზარეულოში
თათია და ვანო – თათია და ვანო 6 წლის წინ დაქორწინდნენ. ყავთ ორი საოცარი პატარა და კოხტა ბინა, რომელიც თათიას მემკვიდრეობით ერგო. ის ეხლა გავიდა დეკრეტული შვებულებიდან სამსახურში, მუშაობს სკოლაში მასწავლებლად და აღარ რჩება დრო და ენერგია ისე ყოჩაღად გაუძღვეს ოჯახის საქმეს, როგორც ადრე.ურთიერთობის დასაწყისში თათია ცდილობდა იდეალური ცოლი ყოფილიყო. რეცხავდა, აუთოვებდა, ალაგებდა, ამზადებდა… ქმარს ხვდებოდა ცხელი სადილით, დილით კი არომატულ საუზმეს უმზადებდა. კარგს უცბად ვეჩვევით და მალე ვანომ მოთხოვნებს მოუმატა და ბოლოს წყლის დასხმასაც ცოლს სთხოვდა.
სამუშაო სახლსა და სკოლაში – როდესაც ბავშვები ბაღში წავიდნენ, თათია სამსახურში დაბრუნდა. მასწავლებლის პროფესია არ არის მარტივი, სამუშაო სახლშიც ბევრი მიგაქვს – გასასწორებელი რვეულები, საკონტროლოები… ამასთან ერთად დიასახლისობა უკვე რთულია.ერთ საღამოს თათიამ გაშალა მაგიდა და მთელი ოჯახი სავახშმოდ დაჯდა. ქალიშვილმა შემთხვევით წყალი დააქცია, თათია ადგა, რომ ისევ დაესხა, ამ დროს ვანომ ჩაის დასხმა სთხოვა. ჰოდა, როდესაც მიჰქონდა წყალი და ჩაი ჭიქებით, ერთი ცალი გაუვარდა და გატყდა, ბავშვებმა ტირილი დაიწყეს, რადგან უყვარდათ ეს ჭიქა. მამამ დაამშვიდა: არ იტიროთ, ბავშვებო, დედათქვენი მოუხერხებელია და არაფრის ნდობა არ შეიძლება მისთვისო…ქმარი იცინოდა, ბავშვებიც აყვნენ მამას, რომელიც კმაყოფილი იყო თავისი “ხუმრობით”. თათია ამ დროს ჭიქის ნატეხებს კრეფდა იატაკიდან და ერთ რამეს ფიქრობდა, მისი ჩანაფიქრი ასე აისახა მომდევნო დღეებზე:
ქმარი სამზარეულოში – როდესაც სადილის დრო მოვიდა, თათიამ მოამზადა წვნიანი, დაასხა სამ თეფშზე და დაიდგა თვითონ და ბავშვებს. ვანომ კი აღმოაჩინა, რომ არც თეფში ქონდა და აღარც წვნიანი იყო ქვაბში.
- -დღეიდან შენს თავს თავად მოემსახურები, ფინანსურად ჩვენს თავებს მივხედავთ თვითონ, ბავშვების და ოჯახის ხარჯებს კი შუაზე გავიყოფთ.
- -კარგი, მე შენზე უკეთესად ვამზადებ – უპასუხა ვანომ, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მისი საუკეთესო საჭმელი იყო პელმენი სუპერმარკეტიდან.
წინააღმდეგობა ნათესავებისგან – რა თქმა უნდა, თათიამ დიდი შენიშვნა მიიღო დედამთილისგან, რომელიც შოკში ჩავარდა, როცა დაინახა როგორ იკვებებოდა მისი შვილი.
- – გრცხვენოდეს, კარგი ცოლი ასე არ იქცევაო.
- -მე ჩემს ქმარს დამოუკიდებლობას ვასწავლი, რომელიც სხვათა შორის, თქვენ უნდა გესწავლებინათ მრავალი წლის წინ. ხოლო, თუ ძალიან გადარდებთ მისი კვების რაციონი, წაიყვანეთ თქვენთან და მიხედეთ როგორც თვლით საჭიროდ!
დედამთილს თავად თათიას დედაც დაემატა:
- -შვილო, მოუარე შენს ქმარს, თორემ ისეთ დღეში გყავს, ადგება და სხვასთან წავა, ოჯახი დაგენგრევა მასე!
- -თუ მას რაღაც არ მოსწონს, თავისი პრობლემაა და წავიდეს, მე თავს კარგად ვგრძნობ – უთხრა თათიამ
სინამდვილეში კი თათია ძალიან ნაწყენი იყო ქმარზე. როგორც ჩანს, ის ვერ მიხვდა რატომ გაუბრაზდა ცოლი. არადა ცოლს მხოლოდ უბრალო მობოდიშება და მოფერება ჭირდებოდა და მაშინვე შეურიგდებოდა. ჯერჯერობით კი არაფერი მსგავსი არ ხდება.
დასკვნა: აქვს თუ არა აზრი გაბუტვას და გაბრაზებას ახსნის გარეშე? როგორ უნდა მიხვდეს ქმარი, რომ ცოლი მისგან მობოდიშებას ელოდება? რას ურჩევდით თქვენ გაუგებრობაში მყოფ წყვილს?