ნაქსოვი ხელსახოცები – სახლის დეკორის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც გვავსებს სიმშვიდით და სიმყუდროვით. ადრე თუ გვიან მას გარეცხვა დაჭირდება. ეს დელიკატური ნივთები უნდა გაირეცხოს ისე, რომ არ დაკარგოს თავისი ფორმა, ამიტომ აუცილებლად უნდა გასუფთავდეს ხელით, ხოლო გარეცხვის მერე ჭირდება სახამებელი და სწორად უნდა გააშროთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ ნიუანსებს გასწავლით.
ნაქსოვი ხელსახოცები
- რეცხვა – სარეცხ მანქანას აქვს დელიკატური რეცხვის რეჟიმი სათუთი ნივთების და შალის ნაქსოვებისთვის. შეგიძლიათ სცადოთ ამ რეჟიმზე ხელსახოცების გარეცხვაც. ეს უნდა გააკეთოთ 30 გრადუს ტემპერატურაზე, სარეცხ საშუალებად უნდა გამოიყენოთ რბილი სითხე ნაქსოვი ნივთებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ნაქსოვი არის სხვადასხვა სახის. მაგალითად, მერინოსის, ქაშმირის და მოხერის – მათი გარეცხვა ყოველთვის ხელით სჯობს.ჩაასხით ჯამში თხევადი სარეცხი სითხე, შეიძლება შამპუნიც. ჩაალბეთ ხელსახოცი წყალში 10 წუთით. შემდეგ ფრთხილად, ხელის მოჭერით დაწრიტეთ. არავითარ შემთხვევაში არ გაწუროთ, რადგან ფორმას დაკარგავს.
- სახამებელი – გახამებული ხელსახოცები უფრო ლამაზად გამოიყურება, ამასთან უკეთ ინარჩუნებს ფორმას. სახამებლის წყალობით მასზე წარმოიქმნება დამცავი ფენა მტვრისგან და ლაქებისგან. გახამებული ხელსახოცები შემდგომში მარტივად ირეცხება. დასამუშავებლად გამოდგება კარტოფილის და სიმინდის სახამებელი. იმის მიხედვით, თუ როგორი სიმყარის უნდათ რომ იყოს ნივთი, ამზადებენ სუსტ, საშუალო და ძლიერ ნაყენს. ეს არის 1 ჩ/ -1 ლ. წყალზე, 1 ს/კ – 1 ლ. წყალზე და 2 ს/კ – 1 ლიტრ წყალზე.სახამებელი უნდა გაზავდეს ცოტა ცივ წყალში და ჩაუშვათ მდუღარეში, მიიყვანოთ ადუღებამდე. სიპრიალისთვის დაუმატეთ მწიკვი მარილი. სველი ხელსახოცი ჩადეთ სახამებლიან მასაში 10-15 წუთით. შემდეგ ამოიღეთ, მოაშირეთ ზედმეტი სახაებელი და დადეთ სწორ ზედაპირზე გასაშრობად.
- გაშრობა – ნაქსოვი ხელსახოცის თოკზე გაფენა არ არის რეკომენდებული. ის უნდა დადოთ სწორ, გლუვ ზედაპირზე და დაუფინოთ ქვეშ პირსახოცი. არ შეიძლება გამათბობელზე გაშრობაც. დაუთოვება შეიძლება თუ დააფენთ ზემოდან ნოტიო ბამბის ნაჭერს.
ნაქსოვი ხელსახოცი მხოლოდ დეკორაცია არ არის. ის ადამიანის შრომის შედეგია. ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ ბებიისგან დატოვებულ ამ ძვირფას ნივთებს და პერიოდულად მოაწესრიგოთ ხოლმე. თქვენ გაქვთ ხელით ნაქსოვი ხელსახოცები? იყენებთ ხოლმე მას? როგორ უვლით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს