საჭრელ დაფებს ცუდი სუნი გაუჩნდა, კარადებშიც გაჩნდა სუნი, რა ვუყო არ ვიცი

424

საჭრელი დაფები სამზარეულოსთვის მზადდება ხისგან, პლასტიკატისგან, შუშისგან და ქვისგან. რომელი უფრო მოსახერხებელია სახლისთვის? თუ მივყვებით სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, დიასახლისს სამზარეულოში უნდა ქონდეს 12 საჭრელი დაფა პროდუქტების სხვადასხვა ჯგუფებისთვის. მაგრამ ამდენი რესტორნებშიც არ აქვთ ხოლმე. ამიტომ უნდა იქონიოთ მინიმუმ 4 დაფა: ხორცისთვის, თევზისთვის, ბოსტნეულისთვის და პურისთვის.

საჭრელი დაფები სამზარეულოსთვის

  1. ხის მასალისგან – ხის დაფები ნაკლებ ჰიგიენურად ითვლება, რადგან დანისგან უჩნდება ხაზები, სადაც გროვდება ბაქტერიები და ობი. ასეთი დაფები მაშინვე უნდა გაიწმინდოს, მასზე არ შეიძლება თევზის, და უმი ხორცის დაჭრა. მეორე მხრივ, სხვა მასალის დაფებისგან განსხვავებით, შესაძლებელია მისი განახლება. სახეხი ქაღალდის დახმარებით ხდება ზედა ფენის მოშორება, შემდეგ მუშავდება ზეთით წყლისგან დასაცავად. შეარჩიეთ მუხის, აკაციის, ბამბუკის მასალის დაფები.
  2. შუშის დაფა – შუშის დაფები კარგია იმით, რომ ის წყალგამძლეა და უფრო ჰიგიენური. ის არ იწოვს უსიამოვნო სუნს და ირეცხება ხელითაც და სარეცხ მანქანაში. მისი უარყოფითი მხარეა ის, რომ დროთა განმავლობაში დანას აბლაგვებს.
  3. პლასტიკატის დაფები – პლასტიკატის დაფები მარტივი მოსავლელია, მაგრამ სწორედ ის იღებს ყველაზე მეტად უსიამოვნო სუნს. პლასტიკატზეც ჩნდება ნაკაწრები, ხოლო საჭმელში ხვდება მისი მიკრონაწილაკები.
  4. ქვის დაფები – ქვის დაფები ყველაზე ხანგრძლივად უძლებს დროს და არ აბლაგვებს დანებს. არ იღებს სხვადასხვა სუნს და მარტივად ირეცხება. მისი უარყოფითი მხარეა მარალი ფასი და სიმძიმე. თუმცა, ერთი მხრივ, ესეც კარგია, რადგან არ იცურებს მოხმარების დროს და საიმედოდ იქნება.

რით გავრეცხოთ საჭრელი დაფები – დროთა განმავლობაში დაფებს ჭირდება დეზინფექცია, რათა არ გაუჩნდეს უსიამოვნო სუნი. განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ინახება კარადაში. ამ დროს მას უჩნდება სპეციფიკური სუნი, რომლის მოშორება არც ისე მარტივია. უმეტესად ეს ემართება პლასტიკატის დაფებს, რომელიც ყველას ჰიგიენური და პრაქტიკული ჰგონია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი გაწმენდა ქლორის შემცველი ხსნარებით.

  • სოდა – საშუალება, რომელიც მუდამ გვაქვს სამზარეულოში. ის მსუბუქი დეზინფექტორია, არ აზიანებს ზედაპირს და აშორებს უსიამოვნო სუნს. ზოგჯერ დეზინფექციისთვის იყენებენ წყალბადის მათეთრებელს. ის დამზადებულია სოდის საფუძველზე და შეიძლება სამზარეულოში გამოყენება. გააზავეთ სოდა და წყალი ფაფისებურ მასამდე და წაუსვით დაფას. გააჩერეთ ცოტა ხანი, გახეხეთ და გარეცხეთ გმდინარე წყალში.
  • ძმარი – კარგად აშორებს უსიამოვნო სუნს, მაგრამ კარგა ხანი რჩება თავად ძმრის სუნი. ამიტომ გაწმენდის შემდეგ კარგად გარეცხეთ და დადეთ ჰაერზე. ძმარი ასევე კარგად შორებს ლაქებს. სასურველია ამ საშუალებით დაამუშავოთ დაფები ყველა გამოყენების შემდეგ.
  • ლიმონი – ეფექტურად აშორებს ხახვის და ნივრის, თევზის და უმი ხორცის სუნს. დაყარეთ დაფაზე მარილი და დააწურეთ ნახევარი ლიმონი. თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონმჟავა.
  • სარეცხი საპნით თავისუფლად შეგიძლიათ ჭურჭლის, დაფების, პროდუქტების გარეცხვა. ის სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და მარტივად აშორებს ნივთებს უსიამოვნო სუნს და ბაქტერიებს.
  • უმი კარტოფილი – ეფექტურად ებრძვის უსიამოვნო სუნს. გახეხეთ და დააფინეთ დაფაზე. 15 წუთის შემდეგ, გარეცხეთ გამდინარე წყლით. კარტოფილში შემავალი სახამებელი გაასუფთავებს დაფას და მოაშორებს უსიამოვნო სუნს. იგივე ეფექტი აქვს გახეხილ ვაშლსაც.

თქვენ როგორ საჭრელ დაფას იყენებთ? პე პირადად ყველაზე მეტად ხის მასალის მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივ მოვლას საჭიროებს. პოლირების მერე იმდენად ლამაზად გამოიყურება, რომ ვერანაირი სხვა მასალა ვერ შეედრება. თქვენ რას იტყვით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს