ჩემი ქალიშვილი სულ მუშაობს და იწუნებს თაყვანისმცემლებს, არადა უკვე 36 წლის არის

277

ითვლება, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრების მანძილზე უნდა გააკეთოს რამდენიმე საქმე: მიიღოს განათლება, იპოვოს სტაბილური სამსახური, შექმნას ოჯახი, იყოლიოს შვილები. ყველას არ გამოსდის ამ პუნქტების თანმიმდევრულად შესრულება, მაგრამ სურვილი აქვთ. სოციალური ბალანსის შესრულებაში ხშირად ახლობლებიც ერევიან ხოლმე. მაგალითად, პაპარაცის დღევანდელი რესპოდენტი ალექსანდარა, რომელიც ვერ ეგუება იმას, რომ მისი ქალიშვილი დღემდე მარტოა და ყველაზე ცუდი ის არის მისთვის, რომ ქალიშვილს ეს სულაც არ აღელვებს.

ქალიშვილი მარტოა

იმედი – “-ჩემს ქალიშვილს მალე 36 წელი შეუსრულდება. მას კი არც ოჯახი ყავს და არც შვილები. ყავდა რამდენიმე თაყვანისმცემელი, მაგრამ მალე დაშორდნენ. უნდა გააგრძელოს ძებნა, მაგრამ მას ეს სულ არ აინტერსებს და არც ეძებს.ერთი კვირის წინ იყო პაემანზე, მითხრა კარგი მამაკაცია, მომწონსო. მიხაროდა, როგორც იქნა იპოვა “ის ერთადერთი”, მაგრამ რამდენიმე დღეში უამრავი ნაკლი უპოვა და აღარ მოისურვა ურთიერთობა. ის ძალიან მიმზიდველი და ლამაზი ქალია. ამასთან, ჭკვიანი, განათლებული, ყველაფრით უზრუნველყოფილი. რომ უნდოდეს, ყველას მოხიბლავდა. მაგრამ ის მამაკაცებს ისე არჩევს, როგორც ნივთებს მაღაზიის თაროზე. ეს ასეთია, ის ისეთი… ხანდახან თავბრუს დამახვევს ხოლმე.

იდეალური ქმარი – ვცდილობ ავუხსნა, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ყველა ადამიანს აქვს რაღაც ნაკლი. მხოლოდ სამსახურით ცხოვრება არ გამოვა, კი, კარგია მაღალი ხელფასი, მაგრამ ფული ვერ შეცვლის ადამიანურ სითბოს. როგორ არ ესმის?

მარტოობის სურვილი – ეს ნორმალურია? – ძალიან მინდა შვილიშვილებს მოვესწრო. არ მესმის, როგორ უნდა გინდოდეს მარტო ყოფნა. წლები მიდიან და მასთან ერთად ახალგაზრდობა და სილამაზეც, ჯანმრთელობაზე აღარაფერს ვამბობ. როდესაც გვერდით არ გეყოლება საყვარელი მამაკაცი და შვილები, სიბერე ძალიან რთული იქნება. სწორედ ამის ახსნა მინდა, მაგრამ ალბათ, მისი გონება ჯერ არ არის მომწიფებული ამისთვის. როდესაც გაქვს კარგი სამსახური და ფული, ალბათ გინდა საკუთარ თავს მიუძღვნა რაღაც პერიოდი – ეს ძალიან კარგად მესმის. მაგრამ ხომ შეიძლება ეს შენი ულამაზესი ცხოვრება სხვასთან გაანაწილო. გიყვარდეს და უყვარდე – ეს ხომ საუკეთესო შეგრძნებაა? ძალიან მინდა ჩემი შვილი ბედნიერი იყოს და რამდენიმე წელში არ იდარდოს დაკარგულ დროზე.

დასკვნა – ყველა მშობელს შვილისთვის მხოლოდ საუკეთესო უნდა – სამსახური, ტანსაცმელი, საჭმელი, პარტნიორი. ისინი მუდამ ცდილობენ იზრუნონ თავის შვილებზე, ეს კი უკვე ზრდასრულ შვილებს ძალიან არ მოსწონთ. რამდენად სწორია ქალბატონი ალექსანდრას პოზიცია? სად არის ზღვარი მშობლის რჩევას და ზეწოლას შორის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს