სოციალური ქსელების გავლენას ადამიანზე საკმაოდ მასშტაბური სახე აქვს. ისინი ხედავენ ცნობილი ადამიანების იდეალურ სახეს და სხეულს და სურვილი უჩნდებათ დაემგვანონ მათ. ცდილობენ ატარონ მსგავსი მაკიაჟი, ყიდულობენ მსგავს თავის მოვლის საშუალებებს. ბევრი ვერ ხვდება, რომ ცნობილი ვარსკვლავების იდეალური ფორმები პროფესიონალების მუშაობის შედეგია და არა მარტო სწორი კვების და ვარჯიშის.
სოციალური ქსელების გავლენა
პაპარაცის თავისი ამბავი გაუზიარა ეკატერინემ, რომელიც 43 წლის არის. მას აქვთ ბედნიერი ოჯახი – ქმარი და ორი მოზრდილი შვილი. შვილებმა დედ-მამას აჩუქეს ძვირფასი პლანშეტი, რათა მუდამ ხაზზე ყოფილიყვნენ, ქონოდათ აგრეთვე მიმოწერა მეგობრებთან, ნათესავებთან, გმოექვეყნებინა ფოტოები. ეკატერინემ სიამოვნებით მიიღო საჩუქარი.”ადრე სოციალური ქსელი მხოლოდ სამსახურისთვის მქონდა. არაფერს არ ვდებდი და არ ვაქვეყნებდი. გვერდი იყო მხოლოდ სამსახურებრივი მიმოწერისთვის და ზარებისთვის. რაც ბიჭებმა პლანშეტი მაჩუქეს, დავრეგისტრირდი სოციალურ ქსელში პირადი სახელით და დავიწყე სხვადასხვა აქტივობა.
ახალი შეხედულება – ეკატერინე გამოგვიტყდა, რომ მისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ცნობილი ადამიანების ცხოვრება და აღფრთოვანებული იყო მათი გარეგნობით – “ჩემთვის რთული დასაჯერებელი იყო, რომ უკვე ასკში შესული ქალები 18 წლის გოგონებივით რომ გამოიყურებოდნენ”ქალი აგრძელებდა ამ საკითხის შესწავლას და ამის შემდეგ საკუთარმა გარეგნობამ ცოტა არ იყოს, შეაშფოთა. ის 43 წლის იყო და ასაკი არასდროს აწუხებდა, მაგრამ ამის შემდეგ დაფიქრდა. ადამიანები ცდილობენ იდეალურად წარმოაჩინონ თავი. ზოგი ამა ფოტოების რედაქტორებით და ფილტრებით აღწევს, ხოლო ვისაც მეტი ფული აქვს, სპეციალისტებს მიმართავს.”50 წლის მანდილოსნები მთელი მონდომებით ცდილობენ გადააქციონ საკუთარი თავი ახალგაზრდა გოგონად. ადამიანს აღარ უნდა სინამდვილესთან შეგუება და ამაყობენ ხელოვნურად შექმნილი, მგრამ ახალგაზრდული იმიჯით. რამდენად კომფორტულია ამ ფორმით ცხოვრება?”
მუდმივი ახალგაზრდობა – ეკატერინემ ქმარს გაუზიარა თავისი აზრები, მას კი ეს ყველაფერი სასაცილოდ არ ეყო: “დავუშვათ სხეულის ერთი ნაწილის კორექციას გაიკეთებ, რამდენად მუდმივი იქნება ეს? ხომ არსებობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც თავის ასაკს დიდი პატივისცემით ეპყრობიან და ეს უფრო ნორმალურია. უფრო მნიშვნელოვანია იპოვო ჰარმონია საკუთარ თავში და მიიღო ისეთი, როგორიც არის, ვიდრე უსასრულოდ “ებრძოლო” ასაკს.სოციალური ქსელების გავლენით, კი ეკატერინეს აღარ მოეწონა თავისი ფორმები. იდგა სარკესთან, გადაქექა კარადა. თავისი ნივთების უმეტესობა აღარ მოეწონა. ის გახდა გაღიზიანებული, უხალისო. მეტად დაფიქრდა თავის ნაკლოვანებებზე. თან უკვე ასკიც მოეპარა შეუმჩნევლად.ეკატერინეს დასახმარებლად მთელი ოჯახი ერთად დადგა. ქმარი, შვილები, მშობლები… უხსნიდნენ, რომ ადრე ის სულ სხვანაირი იყო, უფრო ბედნიერი, ღიმილიანი, თავდაჯერებული. ქმარი სთავაზობდა შეეძინა ახალი ტანსაცმელი, შვილები ულამაზეს სამკაულებს. მაგრამ ნამდვილი მეტამორფოზა მოხდა თავად ქალის გონებაში, როდესაც ის მარტო დარჩა საკუთარ თავთან.
სოციალური ქსელების ძლიერი გავლენა – “მეშინია იმის გაფიქრება, რომ საკუთარი თავი ამ სატყუარას წამოვაგე. მიუხედავად იმის, რომ არასდროს მქონია თვითშეფასების პრობლემა. ყოველთვის ადეკვატური დამოკიდებულება მქონდა ჩემს ასაკთან და იმ სიახლეებთან, რაც მას მოაქვს ქალისთვის: ნაოჭები, ჭაღარა თმა, მოდუნებული კანი… წარსულის დაბრუნება შეუძლებელია და უნდა დავტკბეთ მომავლით. მყავს იდეალური ქმარი და შვილები, ამით უნდა ვიყო ბედნიერი.ვარსკვლავები ცნობადი სახეები არიან, მათ ფულს იდეალურ გარეგნობაში უხდიან. მე კი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და უნდა მივიღო და მომწონდეს ჩემი თავი ისეთი, როგორიც არის. 43 წლის ასაკში მიყვარს ჩემი თავი, ასე იქნება 53 და 63 წლის რომ გავხდები!”კარგია, რომ ეკატერინემ შეძლო და ბოლომდე არ წამოეგო იმ ვერაგ ანკესს, რასაც ასაკის მოტყუება ქვია და რასაც ქადაგებს სოციალური ქსელი. ყველა ქალი ლამაზია და იმსახურებს სიყვარულს და პატივისცემას. ამისთვის კი მან ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიყვაროს. გარეგნობა ცვალებადია, შინაგანი ჰარმონია კი უფრო მნიშვნელოვანი. ამიტომ იზრუნეთ არა მარტო სხეულის, არამედ სულიერ თავისუფლებასა და სილამაზეზე. თქვენ რას იტყვით?