ბინა გადავაფორმეთ ქმარზე და მას შემდეგ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

730

შეყვარებული ახალგაზრდები ხშირად ჩქარობენ დაქორწინებას და წესიერად არც იცნობენ თავისი მეორე ნახევრის ახლობლებს. არადა ეს ნაცნობობა ყოველთვის სასიამოვნო არ აღმოჩნდება ხოლმე. და რაღა უნდა ქნას ახალგაზრდა ქალმა, თუ დედამთილთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად აეწყო? დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ ერთი ჩვენი მკითხველის ისტორიას, რომელიც ბოლომდე ენდობოდა თავის რჩეულს, მაგრამ მისი ოჯახი ქორწილამდე ერთი დღით ადრე გაიცნო და მალევე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. სიმართლე რომ გაიგო, უკვე ძალიან გვიანი იყო.

ურთიერთობა დედამთილთან

“ისე მოხდა, რომ მის ოჯახს ქორწილამდე არ ვიცნობდი. ვცხოვრობდით და ვმუშაობდით ქალაქში, ის რაიონიდან იყო წარმოშობით და მისი მშობლები სოფელში ცხოვრობდნენ. ამიტომ ცემი მომავალი დედამთილ-მამამთილი და მაზლი ქორწილამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდნენ.” – გვწერს სოფო. ეს რამდენიმე დღე ახალი ნათესავები ჩემს მშობლებთან დარჩნენ. უსიამოვნებები კი მათი ჩამოსვლისთანავე დაიწყო. დედამთილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმაზე, რომ სამი საათი მოუწია ტრანსპორტით მგზავრობა მაშინ, როცა ჩემს მშობლებს მანქანა ყავთ და შეეძლოთ ჩამოეყვანათ.არადა ქმრის მშობლებს ტაქსის ფული გავუგზავნეთ, რომ ქალაქამდე კომფორტულად ემგზავრათ. დედამ რომ იკითხა, თუ რატომ არ წამოვიდნენ ტაქსით, მძახალმა უპასუხა: “ეგ არ არის თქვენი საქმე, ჩემი შვილის მოცემულ ფულს თავად განვსაზღვრავ რაში დავხარჯოო”. ჩვენ არაფერი შევიმჩნიეთ, უბრალოდ გაოცებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს.”

დედამთილი ქორწილშიც სულ უკმაყოფილებას გამოხატავდა და არაფერი მოსწონდა. ვცდილობდი ნაკლები შეხება მქონოდა მასთან, მაგრამ როდესაც ყველას გასაგონად სადღეგრძელო წარმოთქვა, მაინც გამოუვიდა ჩემი აფორიაქება:”შვილო, შენ სოფლიდან წამოსვლა და ქალაქში დამკვიდრება შესძელი, რითიც ძალიან ვამაყობთ და მოუთმენლად ველოდებით, როდის წამოგვიყვან შენთან…” დილით აღმოვაჩინეთ, რომ დედამთილ-მამამთილი სასწრაფოდ დაბრუნდნენ სოფელში, თან კი წაუღიათ ჩვენთვის ნაჩუქარი კონვერტები ფულით. რამდენი იყო, დღემდე არ ვიცი.ქმარი დიდხანს მებოდიშებოდა. მითხრა, რომ მისი მშობლები ყოველთვის უცნაურად იქცეოდნენ. სწორედ ამიტომ ვერ ბედავდა აქამდე მათ გაცნობას ჩემთვის. გაოგნებული ვიყავი, მაგრამ ამავე დროს, შეყვარებული და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ქმარი არაფრით განსხვავდებოდა თავისი ოჯახისგან.

ბინის საკითხი – ქორწილამდე უკვე ვცხოვრობდით ცალკე პატარა მყუდრო ორ ოთახიან ბინაში, რომელიც მამაჩემს ეკუთვნოდა. ქორწილში მშობლებმა ეს ბინა მე მაჩუქეს და მალევე ჩემს სახელზე გადმოაფორმეს, რომ თავი სრულფასოვან დიასახლისად მეგრძნო. მე კი ჩემი მხრიდან, ქმარს გადავუფორმე ნახევარი. და ეს აღმოჩნდა დასასრულის დასაწყისი.თანდათან ჩვენი ურთიერთობა დაიძაბა, ქმარი ძალიან შეიცვალა, ხშირად ვჩხუბობდით, ასევე ხშირად ჩამოდიოდა დედამთილი და კვირაობით რჩებოდა ხოლმე. ქმარი საერთოდ არ იზიარებდა ჩემს აღშფოთებას: მერე რა მოხდა, ჩემი ახლობლები არიანო.დედამთილმა ერთხელ გამომიცხადა, რომ ეს სახლი ჩემი შვილისაც არის და მეც სრულფასოვანი დიასახლისი ვარ აქო. თანდათან გავაცნობიერე, რომ ქმარი ჩემზე კი არა, ჩემს სახლზე დაქორწინდა. მე კი ვერაფერი შევამჩნიე, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდექი.ერთ დღეს ჩავალაგე ნივთები და მშობლებთან წავედი. ქმარს მალევე გავშორდი, ბინა გავყიდეთ და თავისი წილი მივეცით. ჩემი წილი კი მშობლებს ჩავაბარე და ჯერჯერობით მათთან ვცხოვრობ და ვცდილობ ძალების აღდგენას, წარსულის დავიწყებას.

სამწუხარო ისტორიაა, მაგრამ რას იზამ. ჯობდა სოფოს ჯერ კარგად გაეცნო პარტნიორი და მერე ეფიქრა მისთვის ქონების გაყოფაზე. ეს ქორწინება თავიდანვე განწირული იყო და ცუდია, რომ ახალგაზრდა ქალმა დიდი დრო დაკარგა ადამიანებზე, რომლებთანაც ვერასდროს გამონახავდა საერთო ენას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს