როგორ იყენებდენ კამას ხალხურ მედიცინაში: 12 ყველაზე გავრცელებული რეცეპტი ოჯახებიდან.

1488

ალბათ, ვერ შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ჰქონია საქმე კამასთან, თუნდაც მხოლოდ კულინარიულ სფეროში. არადა, იყო დრო, როცა ანტიკური ბერძნები და რომაელები კამის თაიგულებს საყვარელ ქალბატონებს ჩუქნიდნენ. ხოლო ანტიკური პოეტები კამას თავიანთ ოდებში მოიხსენიებდნენ.

კარგად იცნობდნენ და მოიხმარდნენ კამას არამხოლოდ საკვები, არამედ სამკურნალო მიზნებითაც, ეგვიპტელები – ყველაზე ხშირად, მას თავის ტკივილების დროს იყენებდნენ.

ავიცენა თავის პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენებდა კამას: მას მეძუძურ დედებს ზრდის რაოდენობის გასაზრდელად აძლევდა, ურჩევდა პაციენტებს სლოკინისა და კუჭის გადავსების დროს. ნაწლავების ტკივილისას, ურჩევდა ოყნის გაკეთებას, ხოლო თბილი ნაყენით ჰემოროიდალური კვანძების შეზელას, სისხლდენა რომ არ დაიწყოს. კამის ფერფლს ჭრილობის შესახორცებლად იყენებდა.

ავიცენა თავის სამკურნალო ბალახების შესახებ ჩანაწერებში დიდ ყურადღებას უთმობდა კამას. მნიშვნელოვანია მისი სწორად მომზადება. ნუ დააქუცმაცებთ მწვანილს ხის დაფაზე – გააკეთეთ ეს მხოლოდ ფაიფურის ან კერამიკის დაფაზე. გამოშრობისას, მწვანილს მზის პირდაპირი სხივები არ უნდა შეეხოს. შეინახეთ ნედლეული მუქ ქილაში. ყველაზე მეტი სამკურნალო თვისება კამას შენახვიდან 4-5 წლის შემდეგ აქვს. იგი აუცილებელია მამაკაცისა და ქალის ჯანმრთელობისთვის. კაცებში იგი ხსნის ფიზიკურ დაძაბულობას, დარლილობას, ღამით გვმატებს ძალას, რომელიც ქალს უნდა ეკუთვნოდეს. ხოლო ქალს ეხმარება მოდუნებაში და სასურველი ფეხმძიმობის დადგომის დარეგულირებაში.

დიოსკორიდი კამას თვალის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებდა. შუასაუკუნეების ექიმბაში კრატო კამით კატარაქტას კურნავდა. გალენი, პლატონიუსი, აპალენუსი კამას დამამშვიდებელ საშუალებად მიიჩნევდნენ, მტკივნეული შარდგამოყოფის დროს. კამას შარდის კენჭების დამშლელ თვისებასაც მიაწერდნენ.

სომხები, ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებულებს დილაობით ცხელ რძეს, შერეულს 1 მწიკვ კამასთან ან დარიჩინთან, აძლევდნენ.

ახლა, სამეცნიერო მედიცინაში ოკრუპის ნაყენი ჰიპერტონიის, სტენოკარდიის დროს, ხოლო ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი ქრონიკული ნევროზის, კორონარული სისხლძარღვების სპაზმებისა და მუცლის ღრუს ორგანოების სპასტიკური მდგომარეობის სამკურნალოდ გამოიყენება.

კამას აქტიური ნაღველმდენი მოქმედება აქვს, ამცირებს სიმძიმის შეგრძნებას მძიმე საკვების მიღების შემდეგ. მას ათეროსკლეროზის, თავის ტკივილისა და ღვიძლის დაავადებების დროს გამოიყენებენ. ზოგიერთი ექიმი გვირჩევს კამის თესლის გამოყენებას ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიისა და ასთმის დროს.

კოსმეტიკაში ფოთლების ნაყენს ანთებიანი, დაღლილობისგან გაწითლებული თვალების გამოსარეცხავად, კანის ჩირქოვანი დაზიანების ჩასაცხრობად იყენებენ.

  • ხმაური ყურებში: მშრალი კამა, ღეროებიან-თესლებიანად, დააქუცმაცეთ. 1 მუჭა ბალახს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი თერმოსში და დააყენეთ 30 წუთით. დალიეთ 0.5 ჭიქა დღეში სამჯერ.
  • გლაუკომა, კატარაქტა: დაწურეთ კამისგან წვენი, ჩაალბეთ მასში ბინტი, დაწურეთ და დაიდეთ თვალებზე 15-20 წუთით, დღეში რამდენჯერმე. მკურნალობის კურსი შეზღუდული არაა.
  • შარდმჟაური დიათეზი: დააყენეთ კამის თესლი გაგრილებულ გადადუღებულ წყალში 1:20 პროპორციით. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში სამჯერ(დააყენეთ მთელი ღამით).
  • ნეფრიტი: მომზადებისა და გამოყენების საშუალება იგივეა, რაც შარდმჟაური დიათეზის დროს. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ნაყენი წნევას ამცირებს.
  • სლოკინი: შეუჩერებელი სლოკინის დროს, როცა არაფერი გეხმარებათ, 1 ჩ.კ. კამის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით, მიიღეთ 0.5 ჭიქა დღეში სამჯერ.
  • ათეროსკლეროზი: 1 ს.კ. კამის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ არანაკლებ 1 საათით. მიიღეთ 1-2 ს.კ. დღეში ოთხჯერ.
  • მეტეორიზმი, პარაზიტები: 1 ს.კ. თესლს დაასხით 250 მლ რძე, ხარშეთ 5-10 წუთით, დალიეთ თბილი, ორ ულუფად.

უკუჩვენებები

ამირდოვლათი აღნიშნავდა, რომ კამის თესლები მავნეა შარდის ბუშტისთვის. ავიცენას აზრით, “მისი ხანგრძლივი მოხმარება მხედველობას აქვეითებს.” თანამედროვე მედიკოსები ამას ხსნიან შესაძლო ჰიპოტონური მდგომარეობით, სისხლძარღვების გაფართოებით, რაც დროებით მხედველობის გაუარესებას იწვევს, რომელიც, კამის პრეპარატების მიღების შეწყვეტასთან ერთად, ეს პრობლემა უკვალოდ გაქრება.

არ დაგავიწყდეთ, რომ კამის ერთ-ერთი უკუჩვენებაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების გლუვი მუსკულატორის ატონიაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს