ზოგჯერ, ხდება ხოლმე, რომ როდესაც ხედავენ ახალგაზრდა გოგონას ბავშვით ხელში, ამბობენ: “რატომ გააჩინა ასეთ პატარა ასაკში? ის ხომ ძალიან ახალგაზრდაა, რაში ჭირდებოდა ჯერ ამხელა ტვირთი?” რისთვის გჭირდება ბავშვები? სიბერეში რომ ჭიქა წყალი მოგვაწოდონ? მოდით, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გავერკვეთ, და ვუპასუხოთ ამ რთულ კითხვას.
რისთვის ვაჩენთ შვილებს
ყველაზე მთავარია – სიყვარული! – ქალს შეიძლება ცუდი დამოკიდებულება ბავშვებთან: მათ ქცევასთან, ჰიპერაქტიურობასთან, სიცელქესთან, ხმაურთან, მაგრამ როცა საქმე ეხება საკუთარ შვილს, მანდ სხვა მექანიზმი მუშაობს: კი არ ყვირის, ემოციებს ავლენს – ყოჩაღ! კი არ დარბის სულელივით, აქტიურად ატარებს დროს – ჩემი ჭკვიანი!..ასეთი დედა ბავშვისთვის ყველაზე საყვარელი იქნება, ამასთან მნიშვნელოვანი და საჭირო ადამიანი მთელს დედამიწაზე. მოსიყვარულე მშობელს ისედაც დაუდგება შვილი გვერდით როცა გაიზრდება, მაგრამ მხოლოდ მოვალეობის გამო კი არა, სიყვარულით.
შინაგანი განვითარება – ბავშვები ყოველთვის იდეალურები არ არიან. მათ, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, შეიძლება ქონდეთ თავისებური ხასიათი, ჯანმრთელობის პრობლემები, სწავლის, განვითარების ხარვეზები. ეს რთულია და მშობელს დიდი ძალისხმევა ჭირდება მათ გამოსასწორებლად, მაგრამ შედეგი მნიშვნელოვანია მისთვის. უღრმავდება თითოეულ პრობლემას და ვითარდება სრულიად მოულოდნელი მხრიდან.განვითარება მხოლოდ ნეგატივის ფონზე არ ხდება. მაგალითად, მშობელი შორს არის გამომსახველობითი ხელოვნებისგან, მაგრამ ყავთ შვილი, რომელსაც ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა. ძალიან მალე დედას და მამას ეცოდინება ყველაფერი ხატვის და მხატვრობის შესახებ. შეისწავლიან მხატვრების ბიოგრაფიებს, გაიგებენ რა არის მოლბერტი და რით განსხვავდება გუაში ზეთის საღებავებისგან. ეს ძალიან კარგია!
მიმღებლობა – ბავშვებს შეუძლიათ გვასწავლონ მიმღებლობა. ისინი ღებულობენ ყველაფერს უპირობოდ, უყვართ უანგაროდ. ზოგი მშობელი კი ახერხებს, რომ შვილს საკუთარი შეხედულებები მოახვიოს, მაგრამ როგორც წესი, ეს უმეტესად ცუდად მთავრდება ხოლმე.
ახალი გამარჯვებები – პატარებს ადვილად არ გამოსდით ის გამარჯვებები, რომელიც ზრდასრული ადამიანისთვის უკვე ჩვეულებრივი საქმეა. მაგალითად, თასმების შეკვრა ფეხსაცმელზე, ან საათის ცნობა. ყველა მსგავსი უნარის ათვისება ბავშვისთვის ახალი გამარჯვებაა. უყურებ მათ სიხარულს და თავადაც გინდება რაიმე დაბრკოლების გადალახვა. ეს ძალიან სასარგებლოა უფროსებისთვის.
მომენტის შეგრძნება – ბავშვები გვასწავლიან საკუთარი თავისთვის ცხოვრებას. სწორედ მათზე იხარჯება დროის უმეტესი ნაწილი, ფული და ენერგია. და შენთვის? მუშაობ, მუშაობ, შოულობ ფულს, შემდეგ ისვენებ სახლში დივანზე, გძინავს. და სიახლე? არც არაფერი, ეს რუტინაა.მერე უყურებ შენს შვილს და გახსენდება, რომ არასდროს უნახავს ზღვა, ან ცხოველები ზოოპარკში, თუნდაც ბანალური ყვითელი ფოთლებით მოფენილი ტყე. იწყებ დაგეგმვას, რომ როგორც კი დრო გექნება, ყველაფერი აჩვენო. იქ კი შენთვისაც მოინახება ბევრი საინტერესო. მიხვდები, რომ კი, სამსახური მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ ცხოვრება და საკუთარი თავის გაბედნიერება.
ჩახუტება – ახალშობილს რძის სუნი ასდის. ისინი ძალიან სათუთები არიან. როდესაც დედას ის ხელში აჰყავს, რაღაც ხდება, ამოუცნობი. გინდა ნაზად მოეპყრო ამ სუსტ, უსუსურ ხელებს და თითებს. ამ დროს უდიდეს მიზიდულობას გრძნობ მასთან. ეს საოცარი შეგრძნებაა და მეცნიერულად ამის ახსნა შეუძლებელია.
თუ არ გსურს შვილის ყოლა, ეს ნორმალურია. გადაწყვეტილებას თავის ცხოვრებაზე ადამიანი თავად იღებს. მაგრამ საინტერესოა, რა არის თქვენი არგუმენტი ამაზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.