ოქტომბრიდან ვაპირებ ახალი შემართებით მივხედო ბოსტანს. ამჯერად ერთი ბებოს რჩევებს გავითვალისწინებ, რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობს. ამ მეთოდით მიიღებთ უხვ ადრეულ მოსავალს. სცადეთ თქვენც, ეს ნამდვილად მეგა ეფექტური ხრიკია.დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ პომიდვრის დათესვის ორ მეთოდს, ნაადრევად მისაღები მოსავლისთვის.
პომიდორი შემოდგომით
- პირველი მეთოდი – პომიდვრის თესლი უნდა გააღვივოთ სათბურში. გააკეთეთ პატარა კვლი 1,5 სმ. სიღრმის, თესლი მჭიდროდ დაყარეთ და დააფარეთ გრუნტი. გაზაფხულზე უკვე გექნებათ ჩითილების ხშირი რიგი.გაითვალისწინეთ, რომ ყველა თესლი არ გაღვივდება. ამოვა მხოლოდ ჯანმრთელი თესლები, რომლებიც მდგრადი იქნება გარემო პირობების მიმართ. თესვა უნდა დაიწყოთ ნოემბრიდან. ამ დროს მიწა უკვე ცივია და პომიდორი სწრაფად არ გაღვივდება.
- მეორე მეთოდი – მეორე მეთოდი უფრო ეფექტურია. მოსავლიანობა ამ შემთხვევაში უფრო მაღალია. გააკეთეთ 2 სმ. სიღრმის ორმოები და ჩაყარეთ თესლი. შეარჩიეთ დიდი და ჯანსაღი ნიმუშები, დეფექტების გარეშე.დააყარეთ გრუნტი და დაასათბურეთ. ეს მეთოდი გამოდება ღია გრუნტისთვის. მონიშნეთ ჩარგვის ადგილები, რათა გაზაფხულზე სარეველაში არ აგერიოთ. ამ ხერხით გამოყვანილი ჩითილები იქნება უფრო ჯანმრთელი და გამძლე, ვიდრე ოთახის პირობებში გამოყვანილი.დათესვამდე რეკომენდებულია მიწის დამუშავება ბიოჰუმუსით და შემდეგ შეიტანეთ ხის ნაცარი.
აგრეთვე შეგიძლიათ დათესოთ პომიდორი ოთახის პირობებშიც, ქოთნებში – სტანდარტული წესით. იმისათვის, რომ თესლი კარგად განვითარდეს და მოგცეთ ნაყოფი, დაჭირდება კარგი განათება. დადგით ის სამხრეთის მხარეს. ყოველ ორ დღეში მოატრიალეთ ხოლმე, რომ ყველა თანაბრად განვითარდეს. თუ მზის სინათლე არ იქნება საკმარისი, გამოიყენეთ სპეციალური განათება.
რჩევა რედაქციისგან: თუ პომიდორს დათესავთ შემოდგომის მიწურულს, მიიღებთ ძლიერ ჩითილებს, დიდ, ჯანმრთელ მცენარეებს გაზაფხულზე. გაგვიზიარეთ კომენტარებში თვენი გამოცდილება და რჩევები პომიდვრის ჩითილების გამოყვანასთან დაკავშირებით.