ყველა ჩემს “ბედნიერ” ქორწინებას შეჰნატრის, მე კი დავიღლე ქმრისთვის მაღაზიის ქვითრების ჩვენებით.

663

თავიდან ტოტალური კონტროლი ქმრისგან თითქოს სიამოვნებს კიდეც ქალს. ჰგონია, ქმარს იმდენად უყვარს, რომ მისი თითოეული ნაბიჯი აინტერესებს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ნებისმიერ ხარჯს, უკვე გამაღიზიანებელია. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.ანა ცოლად გაყვა 7 წლით უფროს მამაკაცს. თავიდან ქმრის საქციელი ზრუნვის გამოხატულება ეგონა, მაგრამ თანდათან ყველაფერი გართულდა. “ნიკას ქორწინებამდე ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა, ჩემი დაქალებიც კი თვალებში შესციცინებდნენ, მაგრამ მას თანაცხოვრების დროს აღმოაჩნდა ისეთი თვისება, რომელმაც 10 წლის განმავლობაში მდგომარეობიდან გამომიყვანა. ის სულ ეკონომიას აკეთებს და ყველაფერს ითვლის.”

ტოტალური კონტროლი

მოკრძალებული ქორწილი გვქონდა, ოჯახურ წრეში. იმ პერიოდში ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი და სამსახურს ვეძებდი. მაშინ ნიკამ მითხრა, რომ ქორწილში ბევრი ხალხის დაპატიჟება არ ღირდა, წესიერ საჩუქარს მაინც არავინ მოგვიტანს და ტყუილი ხარჯი გამოგვივაო.ბავშვის გაჩენის მერე, რა თქმა უნდა, ხარჯებმა მოიმატა. ქმარმა მომთხოვა, რომ შემენახა მაღაზიის ქვითრები, რათა ენახა, რაში იხარჯებოდა მისი ხელფასი. მეც ყოველ დღე მომქონდა ეს ქვითრები, ნიკა ითვლიდა და მაძლევდა ფულს სხვა საყიდლებისთვის. მაშინ ეს ჩვეულებრივი მოვლენა მეგონა. ფული ყველაფერზე გვყოფნიდა.როდესაც ბავშვი წამოიზარდა, მეც დავიწყე მუშაობა და უკეთ ვიყავი. ვყიდულობდი არა მარტო იმას, რაც აუცილებელია, არამედ იმასაც, რაც მინდოდა. თუმცა, ჩემი ქმარი მაინც აგრძელებდა თითოეული თეთრის თვლას. ის ბრაზობდა, თუ საყიდლების მერე ჩეკს არ მოვიტანდი და შემთხვევით დავკარგავდი. მაღაზიაში წასვლამდე უნდა ჩამომეწერა სია, რომ რამე ზედმეტი არ მეყიდა.

არაადეკვატური ქცევა – ყოველ დღე ვისმენდი უკმაყოფილო საუბარს ფულზე და იმაზე, თუ რა ცუდი სამსახური აქვს, დამღალა იმის ახსნამ, თუ სად მიმაქვს ჩემი ხელფასი. ქმარი იხდიდა მხოლოდ გადასახადებს და პროდუქტების ფულს. ტანსაცმელს ყველასთვის მე ვყიდულობდი, ხანდახან პროდუქტებიც მომქონდა და ბავშვის ცეკვის ფულსაც მე ვიხდიდი.ნიკას კი უნდა ყველა ხარჯი გააკონტროლოს, მე კი აღარ შემიძლია ასე. ამდენი წლის მერე უკვე სერიოზულად ვფიქრობ განქორწინებაზე. შეუძლებელია ძუნწ ადამიანთან ერთად ცხოვრება. ქალი ვარ და რაც გოგონა მეყოლა, მივხვდი, რომ არ შეიძლება ასე ყველაფერზე “ეკონომია”.როდესაც შვილს ზრდი, სხვანაირად უყურებ ცხოვრებას. ის საკუთარი მაგალითით უნდა მიაჩვიო თავის მოვლას, ფულის ადეკვატურ ხარჯვას. ჩვენ ხომ მხოლოდ საარსებოდ არ გამოვიმუშავებთ ფულს, ხანდახან საკუთარ თავსაც გვინდა ვასიამოვნოთ.

რედაქციისგან: ნიკოლოზი – ეს არის ძუნწი ადამიანი, რომლის მსგავსიც ბევრი გვხვდება ცხოვრებაში. საკვირველია, როგორ გაუძლო მას ანამ ამდენი წელი. ფინანსური პრობლემები ხშირად იწვევს ოჯახში კონფლიქტებს, მაგრამ აქ ფულის ნაკლებობა კი არა, მისდამი არასწორი დამოკიდებულებაა პრობლემა. ცოლ-ქმარმა ან კომპრომისი უნდა გამონახონ, ან დაშორდნენ, მესამე ვარიანტი არ არის. რადგან ანა მუშაობს და შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი თავი და შვილი, იქნებ ჯობდეს გაშორდეს ქმარს და ახალი ცხოვრება დაიწყოს? თქვენ რას იტყვით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს