დედა მონსტერას გადაგდებას აპირებდა, მაგრამ მე მოვახერხე მიმეღწია ლამაზი ჭრილებისთვის მის ფოთლებზე.

721

მარადმწვანე ლიანა მონსტერა, რომლის მოვლა სახლის პირობებში სულ არ არის რთული, დღეს ძალიან პოპულარულია. პაპარაცის რედაქცია დღეს მისი მოვლის წესებს გაგიზიარებთ. მონსტერას სახლში მიტანისას გაითვალისწინეთ, რომ ეს მცენარე 5 მეტრამდე იზრდება. მონსტერას სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა და მისი ორმოცდაათამდე სახეობა გვხვდება.სახლისთვის ძირითადად გამოყავთ მონსტერას პატარა სახეობები. ახალგაზრდა ფოთლებს ჭრილები არ აქვთ, არც უმეტეს შემთხვევაში არ მოსწონთ მის მფლობელებს. დროთა განმავლობაში ფოთლები იზრდება და ჭრილებს იკეთებს, ხოლო საჰაერო ფესვები მყარდება.

მონსტერა: მისი მოვლა სახლის პირობებში

ეს დეკორატიული ფოთლოვანი მცენარე ყვავის თეთრი ყვავილებით, რომელიც შროშანს მოგაგონებთ. სახლის პირობებში ეს ძალიან იშვიათად ხდება. ნერგი უნდა გედგათ კარგად განათებულ ადგილას, მაგრამ არ შეიძლება მზის პირდაპირი სხივების ქვეშ მოხვდეს. ჩრდილიანი ადგილი ცუდად მოქმედებს მის განვითარებასა და ფოთლების ზომაზე.რადგან მონსტერა სითბოს მოყვარული მცენარეა, მისი მოხვედრა 10 გრადუსზე ქვემოთ არ შეიძლება. ოპტიმალური ტემპერატურაა 20-25 გრადუსი, ხოლო ზამთარში 16-18. გრუნტი ქოთანში უნდა იყოს მუდმივად ტენიანი, მაგრამ არა ძალიან სველი. ზედმეტი სისველე ფესვების ლპობას გამოიწვევს. შემოდგომიდან უნდა შემცირდეს მორწყვის სიხშირე.როდესაც მონსტერა წამოიზრდება, საჭირო გახდება მეტალის ან ბამბუკის საყრდენ. შეგიძლიათ გაუკეთოთ ბადე, საჰაერო ფესვების მოჭრა არ შეიძლება. ის უნდა შეაგროვოთ ერთად და ფრთხილად ჩარგოთ მიწაში.ხშირად მონსტერას პირველ ფოთლებს არ უჩნდება ჭრილები. ასეთ დროს უნდა დაელოდოთ ახალ ფოთლებს. ისინი უფრო დიდი გაიზრდებიან და დამახასიათებელ ჭრილებსაც გაიკეთებენ. თუ ამ შემთხვევაშიც არ ექნება ფოთოლს ჭრილები, ეს მიუთითებს განათების და საკვების ნაკლებობაზე. ახალგაზრდა ნერგები არ საჭიროებენ დამატებით კვებას, მაგრამ დიდ მონსტერას მუდმივად ჭირდება მინერალური და ორგანული სასუქები გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე.

მონსტერას გადარგვა – ახალგაზრდა მცენარე სწრაფად იზრდება. ამიტომ მისი გადარგვა და მიწის მთლიანად გამოცვლა წელიწადში ერთხელ არის საჭირო. სამი წლის მონსტერა 2 წელიწადში ერთხელ ირგვება, ხოლო 5 წლისა – 5 წელიწადში ერთხელ და ცვლიან მხოლოდ მიწის ზედა ნაწილს. იდეალური გრუნტი მცენარისთვის არის ნეშომპალას სუბსტრატი, ტყის ნიადაგი, ტორფი და ქვიშა. ამრავლებენ თესლით, წვეროს გადანაჭერით ან დაკალმიანებით. რეგულარულად უნდა გაიწმინდოს მტვრისგან ფოთლები სველი ტილოთი. არსებობს სპეციალური სითხეები მონსტარას ფოთლების გასაპრიალებლად.ბუნებაში მონსტერა ყოველ წელს ყვავის, მაგრამ ოთახის პირობებში ყვავილი შეიძლება 2 წლის მერე გაიკეთოს, ისიც განსაკუთრებული მოვლის შედეგად. სწორი მოვლის შემთხვევაში, მონსტერა არ შეუქმნის პრობლემებს პატრონს, მაგრამ თუ წესებს არ დაიცავთ, შეიძლება გაუჩნდეს პარაზიტები და დაავადებები. თქვენ როგორ უვლით თქვენს მონსტერას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს