ბავშვობის შიშები სხვადასხვაგვარი არსებობს. მშობლები თავიანთი ონავრების დასაშოშმინებლად იყენებდნენ უცნაურ და საშიშ რჩევებს. მაგალითად: არ შეიძლება, საწოლის კიდეზე წოლა, რადგან მოვა მგელი და გვერდს მოგაჭამს. თუ შეჭამ საზამთროს კურკას, მალე მუცელში საზამთრო ამოგივა. თუ არ დაიძინებ, გუდიანი კაცი წაგიყვანს. მოდით, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გავიხსენოთ ყველაზე პოპულარული შესაშინებელი ტყუილები.
ბავშვობის შიშები
ძალიან ხშირად პრობლემის მიზეზი ხდებოდა ზოლები იატაკზე, რომელიც ყოფდა მეტლახის ფილებს. იატაკი იყო ლავა, ხოლო ფილები კუნძულები. რომელიც ფრთხილად უნდა გადაგელახა და არ დაგებიჯებინა ფეხი დანაყოფის ხაზებზე.რა უნდა გექნა თუ შენ გზის ერთ მხარეს აღმოჩნდებოდი, ხოლო დაქალი მეორე, შუაში კი მანქანა ჩაგივლიდათ? უნდა აგეწია ერთი ფეხი, რადგან ეს მოასწავებდა მეგობრების ჩხუბს. საიდან გაჩნდა ეს შეხედულებები? რთული სათქმელია, მაგრამ მიეკუთვნებოდა აუცილებელ შესასრულებელ წესებს.
უცნაური აკრძალვები – გახსოვთ, ძილის წინ ბავშვებს ბევრ სიცილს რომ უშლიდნენ? ან მაგალითად, ხუთშაბათს განსაკუთრებით არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. საიდან მოდიოდა ეს გასაგებია. ბავშვის დასამშვიდებლად, რომელსაც ძილის დრო აქვს, ყველა ხერხი გამოდგებოდა. თუნდაც ასეთი უცნაური.თუმცა, ზოგიერთი ძალიან უცნაური მეთოდი იყო. მაგალითად, თუ ბავშვი შეჭამდა ძალიან ბევრ ტკბილეულს, დაეწებება “ის ადგილი”. ეხლა ეს სიტყვები შეიძლება ძალიან სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ მაშინ ბავშვებს სჯეროდათ.მაგალითად, საზამთროს კურკები, საღეჭი რეზინა, მზესუმზირა, ვაშლის კურკები, მუცელში ვერანაირად ვერ გაიზრდება. არადა ეს ტექსტი ბავშვებს ძალიან აშინებდა და მათთვის დამაჯერებელი იყო. თანამედროვე ბავშვებთან ამ მეთოდებს ნუ გარისკავთ. ისინი მგრძნობიარეები არიან ბევრად და ჯობია აუხსნათ რა რატომ არ შეიძლება, ტყუილების გარეშე.
უხერხული შიშები – გემახსოვრებათ, ცელქ ბავშვებს როგორ პირდებოდნენ გაჩუქებას, ან ბავშვთა სახლში ჩაბარებას. ან ტყეში მგელთან წაყვანას. მუშაობდა ეს, თუ არა, ყველას შეუძლია გაიხსენოს, მაგრამ უმეტესობას სჯეროდა.თუ ბავშვი არ ისწავლიდა, ეუბნებოდნენ, რომ იმუშავებდა მეეზოვედ, რაც დიდი შეცდომაა. ბავშვი ვეღარ გააცნობიერებს რეალურ სამყაროში, რომ ყველა სამუშაო თავისებურად კარგია და თუ ადამიანი მეეზოვედ მუშაობს, არ ნიშნავს, რომ ის ცუდია. კარგია, რომ ამ ხერხს აღარავინ იყენებს.ბებიებს და დედებს ბავშვებისთვის მიწოდებული ჰქონდათ აზრი, რომ აუცილებლად გაიგებდნენ, როგორ და რა მიირთვეს მათ ბაღში. ისინი მართლა გებულობდნენ ბევრ რამეს, მაგრამ სხვა, ადამიანური მეთოდით. ალბათ სახეზე გვემჩნეოდა, ან მასწავლებელი ეუბნებოდა.
ბავშვობის ძველი შიშები – გავიხსენოთ ჩვენთვის ცნობილი ბუა. რა არსებაა, ან საიდან მოვიდა? პატარები რომ ვიყავით, ძალიან გვეშინოდა მისი. მშობლები ხშირად გვახსენებდნენ მის არსებობას, თუ ცუდად მოვიქცეოდით. სწორი იყო ეს მეთოდები? შეიძლება მათი გამოყენება ეხლა? ბავშვები ასეთ ამბებს ღიმილით უნდა უსმენდნენ და არა შიშით.