რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, არსებობენ დედები, რომელთათვის ბავშვით მანიპულირება ჩვეულებრივი საქმეა. მშობლების არასწორი ქცევის გამო ეს ბავშვები შეიძლება დიდხანს იტანჯებოდნენ. ზრდასრულ ასაკშიც, ბევრი მათგანი ვერ ახერხებს სპეციალისტის დახმარების გარეშე ბავშვობის წყენის დავიწყებას. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:
ბავშვით მანიპულირება
მარიამი და დედა – დედა მარიამს ბავშვობაში ნაკლებ დროს უთმობდა. რთული სამუშაო გრაფიკის გამო, ქალი იძულებული იყო ბავშვი ბებიასთან დაეტოვებინა და მხოლოდ 13 წლიდან შეძლეს ერთად ცხოვრება.დედისთვის სისუფთავე უპირველეს ადგილზე იყო, განსაკუთრებით ეს ეხებოდა ფანჯრებს, მაგრამ დალაგება თავად არ სურდა და მხოლოდ მარის ავალებდა. თუ გოგონა უარს იტყოდა, იწყებოდა წუწუნი: “რა ცუდად ვარ, ჩემი შვილი კი საერთოდ არ მეხმარება, საერთოდ არ ანაღვლებს ჩემი მდგომარეობა…” და მარი ტილოების ასაღებად მიდიოდა.ამ ხერხით გოგონა ცხოვრობდა მუდმივი დანაშაულის შეგრძნებით. ერთი მხრივ, მას არ სურდა სახლის საქმეების გაკეთება, მეორე მხრივ, დედის სიყვარული არ აძლევდა უფლებას უარი ეთქვა. 18 წლის ასაკში მტკიცედ გადაწყვიტა, რომ “ცუდი დიასახლისი” გამხდარიყო და ცალკე გადავიდა საცხოვრებლად.
ზარები და დალაგება – მაგრამ ვერც ცალკე ცხოვრებამ და ვერც გათხოვებამ ვერ შეაჩერა მარის დედა. ის რეგულარულად ურეკავდა ქალიშვილს და მოითხოვდა, რომ მისულიყო მასთან და სახლი დაელაგებინა. მარიმ შესთავაზა დამლაგებლის მოყვანა, მაგრამ დედამ ეს შეურაცხყოფად მიიღო – შენ რანაირი შვილი ხარ, დედის დახმარებ არ გინდაო.რაც უფრო დრო გადიოდა, მარი ნაკლებად ნახულობდა დედას. ბოლო წვეთი აღმოჩნდა ღამის ზარი, როცა დედამ დაურეკა ტირილით, რომ ცუდად იყო. მარი ქმართან ერთად გავარდა შუაღამეზე ქალაქის მეორე ბოლოში და კარი გაუღო ჩაძინებულმა და სავსებით ჯანმრთელმა დედამ. როგორც ჩანს, დარეკვის შემდეგ მშვიდად დაწვა დასაძინებლად…
მანიპულაცია – ურთიერთობის ხერხი – გავიდა ხანი. მარი სულ ფიქრობდა, რატომ იქცეოდა დედა ასე? რა იყო მისი მიზანი? რატომ გახდა მანიპულირება ურთიერთობის ერთადერთი ხერხი? იქნებ, ეს ერთადერთი საშუალებ იყო მისთვის სიყვარული გამოეხატა? მარიმ გადაწყვიტა შეემოწმებინა ეს ვერსია.მან დაიწყო დედის ხშირად მონახულება, თან მიყავდა ბავშვები, გვიანამდე რჩებოდა სტუმრად. ადვილი არ იყო, ადამიანს ასე მარტივად ვერ შეცვლი, მაგრამ პროგრესი იგრძნობოდა. მალე დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზილად გართულდა, ამჯერად ნამდვილად.საჭირო გახდა მომვლელის დაქირავება, მაგრამ ფასები ძალიან მაღალი იყო. დედა მწოლიარე ავადმყოფი გახლდათ და სრულ მომსახურებას საჭიროებდა. ისევ თავად გადაწყვიტა მოვლა.
მომვლელი დედისთვის – მარიმ მიატოვა ყველაფერი და დედის მოსავლელად წავიდა. არავის არ აწყობდა ეს – ქმარი წინააღმდეგი იყო, ბავშვებსაც დედა ჭირდებოდათ დედასაც ვერ უვლიდა სრულფასოვნად, ის ხომ არ იყო ამ საქმის პროფესიონალი? ძალიან გაუჭირდა როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. დედა მუდმივად უკმაყოფილო იყო, სულ წუწუნებდა და ნეგატიური ემოცია შვილზე გადაჰქონდა.8 თვის შემდეგ მარიმ ვეღარ გაუძლო და მომვლელი აიყვანა. დედას ესეც არ უნდოდა, მაგრამ მარი თავის ოჯახსაც ჭირდებოდა.რამდენიმე თვეში დედა ფეხზე დადგა. როდესაც მის გვერდით აღმოჩნდა გავლენის ქვეს არ მყოფი ადამიანი, საოცრება მოხდა და ქალი ნელ-ნელა უკეთესობისკენ წავიდა. მარი იმდენად გადაიღალა, რომ მისთვის სულერთი იყო. აწი ზუსტად იცის, რომ აღარ მოექცევა დედის გავლენის ქვეშ.
დასკვნა: იცით, რომ არსებობენ დედები, ვისთვისაც შვილით მანიპულირება ჩვეულებრივი ამბავია? უნდა მოითმინონ თუ არა ეს შვილებმა და რამდენად მნიშვნელოვანია დროულად საზღვრის დაწესება? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში.