ინდოელი ბრძენი სადხგურუ გვიყვება, რომ ბევრი ადამიანი 60 წლის მერე, შეიძლება მეორედ დაქორწინდნენ თავის მეწყვილეზე. ამით ისინი ხაზს უსვამენ თავიანთი ურთიერთობის მნიშვნელობას. სიყვარული და ქორწინება ერთი მთლიანობაა, მაგრამ არც ისე ძლიერია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
სიყვარული და ქორწინება
პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირმა თავისი ქორწინების ოფიციალურად გაფორმება 40 წლის თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა. მან ქმართან ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი. პატარძალი 90 წლისაა, ხოლო სიძე 91-ის. როგორ მოხდა, რომ წყვილმა ქორწინება 40 წლის ურთიერთობის შემდეგ დააკანონა? ისინი ახალგაზრდები იყვნენ ერთად ცხოვრება რომ გადაწყვიტეს. ქალი ქვრივი იყო და სამ გოგონას ზრდიდა, რომლებიც პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. მამაკაცი კი ცოტა ხნის წინ გაშორდა ცოლს, მაგრამ საბუთები ოფიციალურად არ გაუფორმებია.ქალს უნდოდა თავისი შვილები აღეზარდა და ფეხზე დაეყენებინა. ამიტომ საერთოდ არ ფიქრობდა თავსი პირად ცხოვრებაზე. მან და ნიკოლოზმა რამდენიმე წლის ნაცნობობის შემდეგ დაიწყეს ერთად ცხოვრება, როცა უმცროსი გოგონაც გაათხოვა. მას შემდეგ 40 წელი გავიდა. მათ ისევე უყვართ ერთმანეთი, როგორც პირველ წლებში. ამას ქალბატონი გულიკოს შვილებიც ადასტურებენ.რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა ნიკოლოზის პირველი ცოლი და მამაკაცი ოფიციალურად გახდა თავისუფალი. მან გულიკოს ქორწინების ოფიციალურად გაფორმება შესთავაზა. ქალი, ვერ ვიტყვით, რომ ამისკენ მიისწრაფოდა, რადგან ოფიციალური გაფორმება არ სჭირდებოდა მათ სიყვარულს. უბრალოდ, ასე გამოვიდა.გულიკომ მიიღო შემოთავაზება და მოკრძალებული ქორწილიც გადაიხადეს. ქორწილში ყველაზე ახლობლები ყავდათ დაპატიჟებული, იყვნენ შვილიშვილებიც. წყვილმა ხელი მოაწერა და მერე ყველანი ერთად ლამაზ კაფეში წავიდნენ. მიუხედავად 40 ათეული წლისა, მათ იზიდავთ ერთმანეთი და სხვა არავინ უნდათ. გულიკოს ქალიშვილი ამბობდა, რომ ისინი ახალი შეყვარებული წყვილივით იყვნენ. ფაქიზი ურთიერთობა და ალერსიანი მიმართვა ქონდათ ერთმანეთთან.
რედაქციისგან: სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს, როცა ადამიანები ქორწინდებიან მას შემდეგ, რაც რაღაც პერიოდი ერთად იცხოვრებენ. მნიშვნელოვანია ერთად გატარებული წლებით გამოცდა, ურთიერთობა, კარგად გაცნობა. ვთვლი, რომ მითია, სიყვარულს ყველა დაბრკოლების გადატანა რომ შეუძლია და თუ მართლა გიყვარს, შეიყვარებ ყველა მის ჩვევას – სასიამოვნოს და უსიამოვნოს.მე ასეთ სიყვარულს ტოქსიკურს ვუწოდებდი. რატომ უნდა იყო იმ ადამიანის გვერდით, რომლის ჩვევებიც გაღიზიანებს? როგორ გაიგებ ამას თანაცხოვრების გარეშე? ერთადერთი ვარიანტია რაღაც პერიოდი ერთად ცხოვრება. რაღაცას დათმობ, მაგრამ რაღაცასთან შეგუება შეუძლებელია.
თქვენ როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუა არა ქორწინებამდე ერთად ცხოვრება და საერთოდ, ჭირდება თუ არა სიყვარულს ოფიციალურად დაკანონება? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი არგუმენტები.