რით არის კარგი მოხუცების სახლი-პანსიონატი და ხომ არ არის დრო გავაქარწყლოთ მითი მოხუცთა თავშესაფარზე? სწორედ ამაზე ვისაუბრებთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში. პირველ რიგში მოგიყვებით ჩვენი მკითხველის ამბავს, რომელიც დაეხმარა დედას მოხუცთა პანსიონატში მოხვედრილიყო.
პანსიონატი მოხუცებისთვის
“საკვირველია, რომ ჩვენი საზოგადოება მოხუცთა პანსიონატს აღიქვამს, როგორც რაღაც საშინელებას. მაშინ, როცა ევროპაში ასეთი დაწესებულებები დიდი ხანია ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია.დედაჩემმა 60 წლის ასაკში, მოინდომა ასეთ პანსიონატში წასვლა. ამან ძალიან გამაკვირვა, რადგან საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. არც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ ჰქონია და საერთოდ არ ჭირდებოდა ვინმეს ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა.დედას ჩანაფიქრი ვეღარ გადავათქმევინე და უკვე ერთი წელია ის კერძო პანსიონში ცხოვრობს ბედნიერად. იქ შეიძინა მეგობრები, ერთობა, ყავს ახალი თაყვანისმცემელიც. მამა უკვე 10 წელია გარდაიცვალა და დედას ძალიან გაუჭირდა მის გარეშე ყოფნა.მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დედა ბედნიერია პანსიონატში, მე მრცხვენია ნათესავებთან ამის თქმა, რადგან წინასწარ ვიცი მათი რეაქცია – აუცილებლად ნეგატიური იქნება.ამიტომ ჯერჯერობით არაფერს ვამბობ. ტელეფონის ზარებს იშვიათად ვპასუხობ. თუ საუბარი დედას შეეხება, თემა სხვა რამეზე გადამაქვს. თუმცა, დიდხანს ასე ვერ ვიქნები და ოდესღაც თქმა მომიწევს.არ მესმის, რატომ მაწუხებს ეს თემა, როცა დედამ თავად მოისურვა და თან ძალიან ბედნიერია. როგორ მოვიშორო დანაშულის შეგრძნება?
რა რჩევას მისცემდით ჩვენს რესპოდენტს? რტომ აქვს დანაშაულის შეგრძნება და რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი ნათესავების აზრი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.