ხახვის დათესვის დროს რამდენიმე მეთოდს ვიყენებ, რათა არ გაუჩნდეს საყვავილე ყლორტები, ეს ხერხი ყოველთვის ამართლებს.

0
424

საყვავილე ყლორტები, ანუ ისრები უსიამოვნო პროცესია მებოსტნეებისთვის. ხახვის ისრები იღებენ ენერგიის დიდ ნაწილს მცენარიდან და ხელს უშლის მაქსიმალური ზომის მიღწევაში. ნივრის შემთხვევაში, ისრები გამოიყენება სათესლედ, მგრამ ხახვისთვის ეს მეთოდი არ გამოდგება.ზოგი მებოსტნე ისრებთან ბრძოლა შეუძლებელია და ის მაინც ამოვა, მაგრამ ეს ასე არარის. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით მათი წარმოშობის მიზეზებზე და შეჩერების ხერხებზე.

ხახვის ისრები

საყვავილე ყლორტების გამოღების მიზეზები – ხახვისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ტემპერატურა და ტენიანობა. მაგალითად 0-15 გრადუსი. მაღალი ან ნაკლები ტენიანობა ცუდად მოქმედებს ხახვის განვითარებაზე.მნიშვნელობა აქვს ზომას. სათესლე მასალა უმჯობესია იყოს 1 სანტიმეტრამდე. ასეთ თესლს უმეტესად ისრები არ ეზრდება. უფრო დიდი ზომის ხახვიც გამოდგება სათესურად, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ის ნაკლებ მოსავალს იძლევა.ასევე, თესვის განრიგის დარღვევამ შეიძლება არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ცივი ნიადაგი საყვავილე ყლორტების წარმოქმნის წინაპირობაა. ამიტომ ხახვი უნდა დაითესოს 20 აპრილისთვის, როდესაც მიწა განსაზღვრულ ტემპერატურას მიაღწევს.მორწყვა – გაზაფხულზე ხახვი ირწყვება თბილი წყლით, ზაფხულში კი ცივით. ასე შანსი კარგ მოსავალზე ბევრად დიდია. მორწყვა უნდა ხდებოდეს კვირაში ორჯერ. ზაფხულის მეორე ნახევარში მორწყვის სიხშირე უნდა შემცირდეს, ხოლო მოსავლის აღებამდე რამდენიმე კვირით ადრე, საერთოდ უნდა შეწყდეს.გრუნტი – ხახვისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ის ნებისმიერ ნიადაგზე იზრდება. თუ შენს ხახვზე შეამჩნევ ახალ ამოსულ ისრებს, მაშინვე მოაჭერი ის.

ისრების შეჩერების მეთოდები – არსებობს სამი გამოცდილი მეთოდი. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე:გათბობა – თესლი დათესვამდე უნდა გავათბოთ. ტომარა დადეთ გამათბობელთან ორი კვირის განმავლობაში. ეს ჩანასახს გააძლიერებს. დათესვის წინ დაასველეთ თესლი თბილ წყალში და შემდეგ გააშრეთ. ხახვი მზად არის დასათესად.გაკაჟება – მოცემული მეთოდი გვთავაზობს სრულიად საწინააღმდეგოს. შეარჩიეთ გრილი ადგილი – სარდაფი ან მაცივარი. მთავარია, ტემპერატურა იყოს -8 გრადუსი. 10 დღის განმავლობაში თესლი კარგად გაკაჟდება. არ დაგავიწყდეთ დათესვის წინ რამდენიმე საათით მისი კარგად გათბობა.დასველება – საკმაოდ შედეგიანი მეთოდია, რომელიც ხელს უშლის ისრების ამოსვლას, იცავს ხახვს დაავადებებისგან და მავნებლებისგან. თან ყველაზე მარტივია. ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომბინაციაში სხვა მეთოდთან. მოამზადეთ ნარევი ხსნარი: 1 ლიტრ წყალში ჩაყარეთ 1 ჩ/კ სოდა, მოურიეთ და შეათბეთ. ამოავლეთ ხახვი ამ სითხეში და მზად არის.

რედაქციისგან: როგორც ხედავთ, არანაირი სირთულე აქ არ არის. გჭირდებათ ნორმალური ტემპერატურა, ტენიანობა და დრო, უნდა შეარჩიოთ ხარისხიანი სათესლე მასალა და დროულად მორწყოთ. ამ ხერხით თქვენი მოსავალი უხვი და გემრიელი იქნება.რაც შეეხება, ნივრის ისრებს, რომელიც, სხვათა შორის სასარგებლოა და გემრიელი. შეგიძლიათ დაამარინადოთ შუშის ქილებში და შეინახოთ გრილ ადგილას. საჭიროების დროს იღებენ, რეცხავენ, ჭრიან, თუშავენ ზეთში მარილთან ერთად და უმატებენ სხვადასხვა კერძში.