წესით, ყვავილობის შემდეგ ტიტებს აჭრიან გამხმარ და გაყვითლებულ ფოთლებს, ხოლო ივლისის დასაწყისში იღებენ ბოლქვებს, შემდეგ ახმობენ და აგვისტო-სექტემბერში კვლავ რგავენ კლუმბაში. თუმცა, თუ ყვავილი ბევრია და სხვადასხვა სახეობის, ეს რთული გასაკეთებელია. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით როგორ დარგოთ ტიტა გრუნტში მარტივად და თან მიიღოთ კარგი თაიგული.
როგორ დავრგოთ ტიტა გრუნტში
ტრადიციულად, გამხმარი ტიტებისგან განთავისუფლებულ ადგილას მებაღეები ერთწლიან ყვავილებს რგავენ, მაგრამ რადგან ზოგიერთის ყვავილობა ზამთრამდე გრძელდება, ახალი ტიტის ჩარგვა გვიანდება.ამასთან, საჭირო ხდება ბოლქვებისთვის ცალკე დიდი ადგილის გამოყოფა თბილ შენობაში, ან ვერანდაზე. არადა, მიწაში შემთხვევით დატოვებული ბოლქვები მშვენივრად ხარობენ მომავალ წელს.ასე, რომ როდესაც ტიტა ყვავილობას მორჩება, შეიარაღდით ნიჩბით, ორი სათლით, კომპლექსური სასუქით, კვერცხის ნაჭუჭით და ღავიას წიწვებით, რომლის სუნიც მავნებლებს დააფრთხობს.
მოიმარჯვეთ პატარა სკამი, მოეწყვეთ მოხერხებულად და საქმეს შეუდექით. ერთ სათლში ჩაყარეთ ფოთლები და გამხმარი ყლორტები – კომპოსტისთვის. მეორე სათლში – ამოთხრილი მიწა. კარგად აურიეთ და დაშალეთ წარმოქმნილი მიწის ბოლქვები.ორმოს ძირზე ჩაყარეთ ცოტა სასუქი, კვერცხის ნაჭუჭი და ღვიის წიწვები. დაათვალიერეთ ტიტის ამოთხრილი ბოლქვები. დაზიანებული და დაავადებული გვერდზე გადადეთ, ჯანსაღი კი ჩადეთ გამზადებულ ორმოში, დააყარეთ მიწა მეორე სათლიდან.ერთწლიანი ყვავილები კლუმბას იერის შესანარჩუნებლად, შეგიძლიათ ჩარგოთ ბოლქვების ზემოთ. ეს მეთოდი გამოცდილია და ისინი ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან. ამსთან, მცირდება დარგვასთან დაკავშირებული დრო, აღარ არის საჭირო ბოლქვების აქეთ-იქეთ ტარება და დამახსოვრება, რომელი სად იყო.უფრო მეტ დროს და ენერგიას დაზოგავთ, თუ ჩარგავთ ტიტებს კონტეინერში, ან კალათებში. პირველ რიგში, ჭურჭელში ჩარგული მცენარე უფრო მარტივი ამოსაღებია მიწიან და არ არსებობს ბოლქვის ნიჩბით დაზიანების საფრთხე. ასეთი მეთოდით დარული მცენარე დაცულია მღრღნელებისგან. და ყველაზე მთავარი, თუ იმ ტერიტორაზე ცივა, მცენარე ყინვისგან დაცული იქნება.
ტიტას ბოლქვებმა დაფესვიანება ზამთრამდე უნდა მოასწრონ. თუ მშრალი ამინდებია, დარგვიდან 14 დღეში მიწა კარგად უნდა მოირწყოს. მინუს გრადუსზე ჯობია გაუკეთდეს მულჩირება. თქვენ როგორ უვლით თქვენს ტიტებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.