ბავშვს მთელი რამე არ უძინია და გვიან გავიღვიძე, გავიგე, როგორ მაკრიტიკებდა დედამთილი…

2027

ისე ხდება, რომ არ ვართ ვალდებულნი ყველას მოვწონდეთ. უფრო სწორედ, არავინ არის ვალდებული სიმპატია გამოხატოს ჩვენს მიმართ. ამისათვის არსებობს წესები, რომელიც არეგულირებს ორი ადამიანის ურთიერთობას, თუმცა ყველა არ ითვალისწინებს მას ოჯახურ წრეშიც კი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია: მაგალითად, ანას დედამთილი. ის არაფრად აგდებდა ურთიერთობის ეტიკეტს და შეეძლო გაეკეთებინა ის, რასაც სხვა არასდროს იკადრებდა. ანას ბევრის მოთმენა უწევდა და ცდილობდა წყენა დაეძლია. თან  დედამთილს ჰყავდა საყვარელი რძალი და ეს ანა ნამდვილად არ იყო.

საყვარელი რძალი

ანა და ოთარი – ანას და ოთარის კარგი ოჯახი აქვთ, ყავთ 5 წლის ბიჭი და სიყვარულით ზრდიან. სამწუხაროდ, ბავშვს სუსტი ჯანმრთელობა აქვს და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. ამიტომ ანას სამსახურის მიტოვება მოუხდა.დიდი ხნის განმავლობაში დაყავდათ სხვადასხვა ექიმებთან და გამაჯანსაღებელ პროცედურებზე, მაგრამ სერიოზულ პრობლემებს ვერ უმკლავდებოდნენ. შემოდგომიდან მოყოლებული, სულ ავად იყო და სიცხე ჰქონდა.

ურთიერთობა დედამთილთან – ერთხელ მთელი ღამის გათენება მოუწიათ. ბავშვმა დილის 4 საათზე ძლივს ჩაიძინა. დაღლილ-დაქანცულ ანასაც იქვე მიეძინა, მაგრამ ხმაურმა გააღვიძა. 11 საათი იყო, დედამ შუბლი გაუსინჯა ბავშვს – ცხელი არ იყო.

  • – რა დროს ძილია? – ხმამაღლა და უხეშად ჰკითხა დედამთილმა, რომელიც ოთახში შემოვიდა.
  • -მთელი ღამე არ უძინიათ, ბავშვი ცუდად იყო – უპასუხა ოთარმა.
  • -მერე რა? ბავშვები ასე არიან. სხვა დედები ბავშვებსაც უვლიან და სახლსაც, სამსახურსაც ასწრებენ. შენი ანა ან სუსტია, ან უბრალოდ ზარმაცი.

ანას დედამთილთან ურთიერთობა თავიდანვე არ აეწყო. ეს კი ოთარის ყოფილი ცოლის გამო მოხდა, რადგან ყოფილი რძალი დედამთილისთვის ქალის იდეალი იყო. ამიტომ მეორე რძალს მუდამ მას ადარებდა.ანამ ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა. ცდილობდა არ გაეცა პასუხი და არ შესულიყო კონფლიქტში. მისთვის მთავარი იყო, რომ ჰყავდა მოსიყვარულე ქმარი და საოცარი პატარა.

ცვლილებები ურთიერთობებში – დედამთილის შენიშვნებს დროთა განმავლობაში ქმრის პრეტენზიები დაემატა. მან დაუწყო ხან სადილის დაწუნება, სახლის დალაგება და სხვა ათასი რამ. როდესაც გაჩნდა ფრაზები “აი, სხვა ქალები…” ანა მიხვდა საიდან უბერავდა ქარი. სცადა აეხსნა ქმრისთვის, რომ საქმეს ვერ აუდიოდა ბავშვის ავადმყოფობის გამო და პასუხად იცით რა მიიღო?

  • -ჩემი პირველი შვილი ასე ხშირად არ ავადმყოფობდა. იქნებ, შენ ხარ ვერ უვლი ბავშვს?
  • ანა შოკში იყო, აღშფოთებამ აავსო:
  • -მაშინ, თუ უკმაყოფილო ხარ, დაუბრუნდი შენს ყოფილ ცოლს. შენი ყოფილი აშკარად უფრო მოსწონს დედა შენს!

ოთარი გონს მოეგო და მოიბოდიშა. ანა ხვდებოდა, რომ ქმარი დედის გავლენის ქვეშ იყო.

ბოლო წვეთი- ერთხელ, სანამ ბავშვს პროცედურებზე წაიყვანდა, ანამ მაცივარში სადილი და ვახშამი დატოვა ქმრისთვის. სახლში დაბრუნებულს ასეთი სურათი დახვდა: ოთარი იჯდა სამზარეულოში და კატლეტებს მიირთმევდა, რომელიც დედამ მოუტანა. ისიც იქვე იჯდა და შემოსულ ანას შესძახა:

  • -ოჰ, შენი ცოლი მოვიდა! ქმარს საჭმელი ცხელ-ცხელი უნდა მიართვა, ასე იგრძნობს ის სიყვარულს და ზრუნვას!
  • ანამ არაფერ უპასუხა და ბავშვი შეიყვანა აბაზანაში ხელების დასაბანად. იქ რადიატორზე მიფენილი ბავშვის შარვალი ნახა.
  • -რატომ გარეცხეთ მე თითონ ვიზამდი! – უთხრა მან დედამთილს.
  • -მე რა ვიცი, რომ იზამდი, რამდენი ხანია გასარეცხად დევს! ასეთი დედისგან არც არის გასაკვირი…

ამ სიტყვების შემდეგ ანა საძინებელში გავიდა და ნივთების ჩალაგება დაიწყო.

  • -სად მიდიხარ? – შეშინებული შეყვა ოთარი.
  • -ჩემს მშობლებთან. ამ სახლში არ ვარ დიასახლისი და არანაირი სურვილი არ მაქვს შენი დედის და ყოფილი ცოლის კონკურენტი ვიყო. წარმოიდგინე ერთი წუთით, რომ მოვიდეს მამაჩემი და შენს საქმეებში ცხვირი ჩაგიყოს, თან ყველას მოუყვეს, რომ უვარგისი სიძე ხარ და სხვა გჯობია. მოგეწონება?

ოთარი მიხვდა, რომ ზედმეტი მოსდიოდა. სთხოვა დედას სახლში დაბრუნებულიყო. მიხვდა, რომ მისი გავლენის ქვეშ იყო და ასე არ შეიძლებოდა.

შერიგება და გადაწყვეტილება – ანამ და ოთარიმ მთელი ღამე ისაუბრეს. ოთარი მიხვდა, რომ ნათესავების მუდმივად მათ სახლში ყოფნა, ცუდად ისახებოდა ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე. მეორე დღესვე დაურეკეს დედამთილს და სთხოვეს აღარ ჩარეულიყო მათ ოჯახურ ცხოვრებაში. მხოლოდ ამის შემდეგ დაისადგურა სიმშვიდემ ოჯახში.

დასკვნა: რატომ არ გააკეთა ოთარიმ ეს თავიდანვე? თქვენი აზრით, მართლა არსებობს მისი დედისთვის იდეალური ყოფილი რძალი, თუ ეს მხოლოდ მიზეზია შენიშვნის მისაცემად? ღირს თუ არა ნეგატიური ურთიერთობების მოთმენა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს