რისთვის აჩენენ ადამიანები ბავშვებს? პირველი პასუხი ალბათ ყველაზე მართალი და სწორია: გვარის გასაგრძელებლად. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ფიქრობენ რამხელა პასუხისმგებლობაა შვილის ყოლა. ასეთი ადამიანები ვერ ხდებიან კარგი მშობლები. არსებობენ ინდივიდები, რომლებიც თავიანთ შთამომავლებს სიბერეში მომვლელ ობიექტებად განიხილავენ.
უზრუნველი სიბერე
ბავშვობა – ქრისტინე ერთი წლისაც არ იყო, როცა მამამ ოჯახი მიატოვა. ბავშვი იზრდებოდა ისე, რომ საერთოდ არ იცოდა, ვინ იყო მამამისი. ალიმენტებზე და შვილის მონახულებაზე საუბარი არც იყო. მეორე მხრივ, კი ქრისტინეს დედა თვლიდა, რომ კარგი იყო, რომ ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანი დროულად წავიდა მათი ცხოვრებიდან. უფრო გვიან რომ წასულიყო, მეტად მტკივნეული იქნებოდა.ქრისტინეს მაინც აკლდა მამა და მისი სითბო. მთელი ბავშვობა აწუხებდა წყენის და დანაშაულის შეგრძნება. საბედნიეროდ, გვერდით მამინაცვალი ჰყავდა, რომელიც ღირსეულად ასრულებდა მამის მოვალეობას და დროთა განმავლობაში ქრისტინე მიხვდა, რომ არ არის აუცილებელი ღვიძლი მამის ყოლა იმისთვის, რომ სრულფასოვან ოჯახში იგრძნო თავი.გადიოდა წლები. გოგონა უკვე მუშაობდა და საქმროც ჰყავდა. მამაზე აღარც ფიქრობდა, როდესაც მიიღო შეტყობინება უცნობი ნომრიდან.
ზრდასრული ცხოვრება და ახალი ნათესავები – რამდენიმე დღეში ქრისტინემ გაიცნო ორი ძმა და ხუთი და. ყველას თავისი ამბავი ჰქონდა და ყველა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს.ყველა პატარა მიატოვა მამამ და მას მერე აღარ უნახავთ. იყო სასამართლოში ჩივილი ალიმენტებზეც, მაგრამ საბოლოოდ აღარავის უნდოდა ამ ადამიანზე დროის კარგვა.საბედნიეროდ, ბავშვებს მამინაცვლებში გაუმართლათ დამამის დეფიციტი ასე შეივსეს. ექვსივე და-ძმა გაოცებული იყო ბიოლოგიური მამის ასეთი უპასუხისმგებლობით. და აი, რა მოხდა: ამდენი წლის შემდეგ, მამა მოულოდნელად გამოჩნდა. ის უკვე პენსიაზე იყო და ეხლაღა გაახსენდა შვილები, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ მოხუცი მამისთვის მოევლოთ. “ის ხომ მათი მამა იყო”… ასეთი პრეტენზიით შეეხმიანა ის ჯერ უფროს ქალიშვილს. ქრისტინეს ძალიან გაუკვირდა. დაეხმარო ადამიანს, რომელმაც სრულიად პატარა და უმწეო მიგატოვა, არ იქნებოდა სწორი. მამა სასამართლოთიც დაემუქრა ყველა შვილს. ზოგმა დაიჯერა, ზოგს სასაცილოდ არ ეყო.ქრისტინეში ღვიძლმა მამამ ამჯერად ზიზღი გამოიწვია. ეხლა თავადაც მიხვდა, რა კარგი იყო, რომ ასეთი უსინდისო ეგოისტი ადამიანი წავიდა მისი ცხოვრებიდან.
დასკვნა: აქვს თუ არა მორალური უფლება მამას, რომელმაც პატარა შვილები მიატოვა, სიბერეში მოსთხოვოს მათ ყურადღება? შესაძლებელია ასეთი რამის პატიება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.