ვუღალატე ჩემს ასტრებს სხვა ყვავილებთან, დავთესე საცდელად, ვფიქრობ ყველა ასტრა, მომავალ წელს, განსხვავებული მცენარეებით შევცვალო.

894

მივესალმებით მებაღეებს და ყვავილების მოყვარულებს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მთავარი გმირი იქნება ასტრა ქრიზანთემა – პიონის ჯიშის ასტრას ღირსეული შემცვლელი. ამ ულამაზესმა ყვავილმა მოახერხა ბევრი მეყვავილის გულის მოგება.

ასტრა ქრიზანთემა

ეს ყვავილი არის მიღებული ქრიზანთემის და ჩინური ასტრას შეჯვარების შედეგად. ასტრასგან განსხვავებით, ეს ყვავილი არ საჭიროებს საფარს. ერთ ბუჩქზე იზრდება თხუთმეტამდე სრულყოფილი ბუტონი, ერთდროულად ყვავის ხუთამდე ყვავილი. ყვავილის დიამეტრი 12-15 სანტიმეტრია.ქრიზანთემის ღერები უფრო მკვრივი და მსხვილია ასტრასთან შედარებით. თითოეულ მცენარეს აქვს ისეთი ფორმა, რომელიც არ აძლევს წაქცევის ან გადატეხვის საშუალებას ქარის და წვიმის დროს. ყვავილი კარგად იტანს ამინდის ცუდ პირობებს, ისევე, როგორც ქრიზანთემა. ასტრისგან მემკვიდრეობით მიიღო ნატიფი და ულამაზესი ყვავილები.

დათესვა და მოვლა – თესლის დათესვა შეიძლება აპრილის დასაწყისში. პიკირების შემდეგ ჩითილები სათბურში გადააქვთ, სადაც იწყება მისი სრულყოფილ ბუჩქად ჩამოყალიბება. მაისის შუა რიცხვებში ჩითილის გადატანა შეიძლება ღია გრუნტზე, კარგად განათებულ ადგილას.დარგვისას რეკომენდებულია კომპლექსური მინერალების შეტანა. გაითვალისწინეთ: არ შეიძლება ასტრის და ქრიზანთემის ქვეშ ორგანული სასუქის შეტანა. ზრდის პერიოდში შეიძლება აზოტის, კალიუმის, ფოსფორის მიცემა. კარგი იქნება კალიუმის გუმატის შესხურება. ამ პროცედურის შემდეგ ყვავილები უფრო ხასხასა ხდება.აგვისტოს დასაწყისში  ქრიზანთემა ყვავილობას იწყებს. თავიდან ჩნდება მარტოხელა კვირტები, შემდეგ ერთდროულად იშლება 3 ყვავილი ერთ ღერზე. ფოთლები საკმაოდ მკვრივი და მყარია. ამიტომ არ აშინებს ქარი და ძლიერი წვიმა. მოკრეფილი ყვავილი ლარნაკში 10 დღემდე ძლებს.არსებობს რიზანთემის ბევრი სახეობა: “ოქროს შემოდგომა”, “ლიმონჩელო”, “ქორალი”, “მთვარის ქვა”, “ელვისი”, “გაქცეული პატარძალი”. ყველა თავისებურად ლამაზია, ფერთა გამა კი მრავალფეროვანი.ქრიზანთემის რომელ სახეობას იცნობთ თქვენ? გყავთ ბაღში რომელიმე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს