ფანჯრების რეფებზე ყველა ოთახის მცენარე როდი ხარობს. მზის აგრესიული სხივების ზემოქმედების შედეგად ისინი ჭკნება, განსაკუთრებით, თუ ფანჯრები სახლის სახმრეთ ნაწილშია განლაგებული. არსებობს ნაზი ყვავილები, რომლებსაც მარლის ბადე უნდა გადააფაროთ, რათა ისინი არ გადახურდეს მზეზე. გამძლე ქოთნებიც მოიპოვება, რომლებიც არა მხოლოდ გაალამაზებს ინტერიერს, არამედ დაიცავს კიდეც ყვავილებს მზის სხივებისგან. მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი მოგითხრობთ, თუ რომელი ოთახის მცენარეები შეგიძლიათ თავისუფლად დადგათ ფანჯრის რაფებზე.
ოთახის მცენარეები ფანჯრის რაფაზე
- სუკულენტები და კაქტუსები – თითქმის ყველა კაქტუსი- სუკულენტია, თუმცა არა პირიქით. ეს მცენარეები მარტივად იტანენ სიცხეს და გვალვას, რადგან თავიანთ ღეროებში იგროვებენ ტენს. არსებობს სუკულენტების დაახლოებით 800 სახეობა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფერით, ფორმითა და ზომით.ფულის ხე, ალოე, სედუმი, ექევერია, ლაპიდარია- სახლის სეკულანტების პოპულარული წარმომადგენლებია. მათი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ უყვართ მშრალი ჰაერი და ტემპერატურის ცვლილებები, რის გამოც სამხრეთის მხარეს განლაგებული ფანჯრების რაფებზე თავს მშობლიურ მხარეში იგრძნობენ.სეკულანტების უნდა გაახაროთ კარგად დრენირებულ ნიადაგში, იშვიათად მორწყათ, თუმცა უხვად. კაქტუსები ზაფხულში გაიტანეთ აივანზე. ფანჯრის რაფისთვის გამოდგება სუკულენტების შედარებით პატარა სახეობები: როზულარია, გასტერია, პაქიფიტუმი.
- ფინიკი – პალმების ოჯახის მცენარეს არ ეშინია მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების. შეგიძლიათ ის თამამად გაახაროთ ფანჯრის რაფაზე კურკისგან. ბუნებრივ გარემოში ისინი 30 სმ-მდე სიმაღლის იზრდებიან. ეს მცენარე ვერ მოისხამს ნაყოფს, თუმცა გაალამაზებს საცხოვებელს თავისი მწვანე ღივებით.ფინიკის ხე სჯობს ცხელ ადგილზე არ დადგათ, სიმეტრიული განვითარებისთვის იგი დროდადრო ატრიალეთ თავისი ღერძის გარშემო, რადგან ღივები სინათლისკენ ისწრაფვიან. ზამთარში იდეალური ტემპერატურა 17, ხოლო ზაფხულში- 30 გრადუსია.
- ტუნბერგია – არსებობს ამ მცენარის 200-მდე სახეობა. მისი სამშობლო მადაგასკარია. მსხვილფოთლოვანი ტუნბერგიას სიმაღლე შესაძლოა 20 სმ-ს აღწევდეს. ლურჯი და ცისფერი მცენარის ყვავილების დიამეტრი დაახლოებთ 8 სმ-ია. მარადმწვანე ტუნბერგია 5 მ-მდეც კი იზრდება სიმაღლეში, მის ყვავილებს აქვთ მკვეთრი სუნი და წაწვეტებული ფოთლები. მცენარეს ძალიან უყვარს სინათლე, ცხელ დღეებში არაა საჭირო მისი ჩრდილში გადატანა, წინაამღდეგ შემთხვევაში, ყვავილები დაჭკნება. ის კვირაში 2-ჯერ უნდა მორწყოთ და თვალი ადევნოთ, რომ მიწა არ გამოშრეს.
- ფიკუსი – ეს სითბოს მოყვარული მცენარე კარგად განათებულ ადგილას უნდა დადგათ. მუქ ფოთლოვანი ფიკუსები ზედმეტად ცხელ დღეებში ჩრდილში მოათავსეთ, წაწვეტებული ფოთლების მქონე სახეობები კი მზის სხივების პირდაპირი ზემქომედების ქვეშ შეგიძლიათ დატოვოთ. ზამთარში ფიკუსს სინათლე არ უნდა მოაკლოთ.ეს მცენარე ამაღლებს განწყობას და ალამაზებს ინტერიერს. თქვენ რომელი ყვავილები გიდგათ ფანჯრების რაფებზე?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს