როგორ შევინახოთ ზამთრისთვის მოცხარის ფოთლები ვიტამინების დაკარგვის გარეშე. 2 მეთოდი

614

ყურადღება! ეს ყველაზე მარტივი და სასარგებლო მეთოდია, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ზამთარში გემრიელი მოცხარის ფოთლების ჩაის დალევთ, ცდებით. ხმელ ფოთლებს სუსტი არომატი და გემო აქვთ, ბუნებრივი მეთოდით გამომშრალი ფოთლები სამკურნალოდ გამოდგება – მისგან შეგიძლიათ ნახარში, ნაყენი და სხვა სამკურნალო საშუალებები მოამზადოთ. აი, არომატული და გემრიელი მოცხარის ჩაისთვის ფოთლების შენახვა სულ სხვა პროცესს (მეთოდი 2) მოითხოვს.

მოცხარის ფოთლების შენახვა სამკურნალოდ

მოცხარის ბუჩქი, რომლიდანაც ფოთლების მოკრეფას და შენახვას აპირებთ, მავნებლების საწინააღმდეგო ქიმიური პრეპარატებით დამუშავებული არ უნდა იყოს. ჯანსაღი, ახალგაზრდა ფოთლები აირჩიეთ, რომლებიც ინფექციური დაავადებებისა და მავნებლებისგან დაზიანებული არაა.

ბუჩქის ზედა ტოტებზე 2-3 წყვილი ფოთოლი მოწყვიტეთ. ეს ბაღის საჭრელი მაკრატლით, დანით ან უბრალოდ ხელით გააკეთეთ. ფოთოლი სველი არ უნდა იყოს. მშრალ ამინდში მოკრიფეთ.

ფოთლები 4-6 ღეროს მცირე კონებად შეკარით, რომ უფრო სწრაფად გამოშრეს.

შეგიძლიათ ფოთლები ღეროების გარეშე გააშროთ, ამ შემთხვევაში ერთ ფენად დააწყვეთ. ასეთი გაშრობა უფრო მეტ დროს მოითხოვს და ყოველთვის კომფორტული არაა.

კონები თბილ, კარგად განიავებულ შენობაში დაკიდეთ. მოცხარის ფოთლების მზეზე გაშრობა არ შეიძლება.

ასე 7 დღე ტოვებენ. ამ დროში ფოთლები გამოშრება.

გაუმხმარი ფოთლები დიდხანს არ შეინახება და შეიძლება სწრაფად დაობდეს. ხმობის ეტაპი შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ. ფოთოლი ხელში აიღეთ და ოდნავ გასრისეთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ფოთლები კარგად გამოხმა, 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში რამდენიმე წუთით მოათავსეთ.

ხმელი ფოთლები მთელი სახით შეინახეთ ან დააქუცმაცეთ. სჯობს შესანახად მინის ქილა გამოიყენოთ, რომელსაც თავსახური მჭიდროდ ეხურება. ქილა აუცილებლად გააშრეთ. ერთი წვეთ წყალსაც კი თქვენი შრომის წყალში ჩაყრა შეუძლია.

ხმელი ფოთლებით სავსე ქილა ბნელ ადგილას შეინახეთ. ამისთვის სამზარეულოს კარადა გამოდგება.

არომატული და გემრიელი ფერმენტირებული შინაურული ჩაი შავი მოცხარით

შავი მოცხარის ფოთლები დააჭკნეთ, პაკეტი საყინულეში მოათავსეთ, 1 დღეში გამოიღეთ და 20 წუთით გაალღვეთ. შემდეგ რულეტი დაახვიეთ. ასე მარტივად და სწრაფად დაიხვევა.

რულეტს 5 საათით ფერმენტაცია გაუკეთეთ. ფოთლები გახმება, სუნი კი გაძლიერდება. რულეტი 0,5 სმ სისქეზე დაჭერით.

მასა ოდნავ დაფშვენით და ღუმელში შედგით.

ღუმელში ტემპერატურა 80 გრადუსამდე აუწიეთ. გაშრობის დროს ოთახში წარმოუდგენელი სუნი დადგება. პროცესს ყურადღება მიაქციეთ. ნახევარი საათის შემდეგ ფოთლები თითქმის გამხმარი იქნება. ტემპერატურა 50 გრადუსამდე დაწიეთ და უკვე 1 საათში ფოთლები მზად იქნება.

ჩაი გამოვიდა! სუნი და გემო ჯადოსნური! ფერი მუქი არაა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს