რა სიტყვა უნდა თქვა დედის ქორწილზე, როცა ქორწილი საკუთარ სახლში აქვს და თან მეოთხმოცე წელშია გადასული? გამამხნევებელი სიტყვა, კეთილი სურვილები, დიდხანს ერთად ყოფნა და სიყვარული, თუ კრიტიკა და მცდელობა შეაჩერო ეს არასასურველი დღესასწაული? ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ყველა ცდილობს საკუთარი ცხოვრება საინტერესო და კომფორტული გახადოს. ნამდვილად არ გამოვა ასაკოვან ადამიანს მიუთითო როგორ იცხოვროს, მითუმეტეს თუ საქმე პირად ცხოვრებას ეხება. პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირი მოვლენების ასეთ განვითარებაზე თანახმა არ არის და ამისთვის მას თავისი მიზეზი აქვს.
დედის სიტყვა ქორწილამდე
“ძალიან მიყვარს დედაჩემი. ამ ყველაფერს ვწერ რჩევის მისაღებად. ასეთი სიტუაცია გვაქვს: დედა 74 წლის არის. ის ზრდასრული, დამოუკიდებელი ქალია, მაგრამ მოსაწყენი ცხოვრება აქვს. თავისი ცხოვრების მანძილზე სამჯერ იყო გათხოვილი. ახალგაზრდობაში ეფექტური, ლამაზ ქალი იყო და მამაკაცებისგან ყურადღება არ აკლდა. არც ეხლა უჩივის კავალერების ნაკლებობას. ბევრჯერ მინახავს სიმპატიური, მორიდებული ბაბუები როგორ ეპატიჟებოდნენ ჭიქა ჩაიზე.დედა თავს უვლის და ამ ასაკშიც მომხიბვლელია. დაბადების დღეზე და დღესასწაულებზე ტანსაცმელებს და კოსმეტიკას ვჩუქნით ხოლმე, რომელსაც თითონ არჩევს ხოლმე ინტერნეტში. შვილებთან ყოველთვის ყურადღებიანი და მეგობრული იყო, ღირსეულ ადამიანებად აღგვზარდა.არაერთხელ ვთხოვე ჩემთან გადმოსულიყო საცხოვრებლად. მე და ჩემი ქმარი მარტო ვცხოვრობდით, ბავშვები წამოიზარდნენ და გაიფანტნენ სხვადასხვა მხარეს და დედას მშვიდად მივხედავდით, მაგრამ უარზე იყო. ჩვენთან მეგობრები არ ჰყავდა, ქალაქის ცენტრიდანაც შორს ვიყავით.პენსია არ აქვს მაღალი, ჩვეულებრივი მოქალაქის თანხას იღებს, მაგრამ რადგან ხშირად ვეხმარებით, თავს კარგად და უზრუნველყოფილად გრძნობს. სეირნობს, დადის თეატრში, კაფეში მეგობრებთან ერთად.ამასობაში ერთი მამაკაცი გაიცნო, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, “საინტერესო ადამიანი”. ის 8 წლით უმცროსია დედაზე, ენამოსწრებული და მხიარული. დედას და მის მეგობრებს შესძახებს ხოლმე: “გამარჯობა, გოგოებო, ასე გვიან დედამ რატომ გამოგიშვათ სასეირნოდ?” მოკლედ, დაიწყეს ერთად სიარული პაემნებზე, საუბრობდნენ, უზიარებდნენ თავისი ცხოვრების ამბებს, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდნენ და რამდენიმე თვეში დაქორწინება გადაწყვიტეს.
მამაკაცს სახლში ქალიშვილი და შვილიშვილები ჰყავდა, ცალკე საცხოვრებელი არ ჰქონდა. ეჭვი გამიჩნდა, რომ დედას ცოლად მოყვანა ბინის გამოც გადაწყვიტა. წარმოდგენაც არ მინდა, დედაჩემს რომ რამე მოუვიდეს, მის სახლში ჩემი მამინაცვალი იცხოვრებს და სტუმრად მიმიპატიჟებს ქმართან ერთად. ამაზე ფიქრიც არ მინდა.ამასთან დაკავშირებით გამიჩნდა კითხვა: როგორ შეიძლება კანონიერად ამ პრობლემის მოგვარება. ხომ არ ჯობია ნოტარიუსთან ან იურისტთან მისვლა და საბუთების გაფორმება ისე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მისი ქონება შვილებს დარჩებათ? ეს უფრო სწორი იქნება. ნუ გამკიცხავთ, უბრალოდ ერთი წუთით თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინეთ. ვთვლი, რომ რაღაც არასწორი ხდება, მაგრამ დედასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.”
თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩვენი რესპოდენტის ადგილას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.