ოფიციანტი პირმოთნეობას გამოავლენს სტუმრის მიმართ, თუ მასში ხასიათის განსაზღვრულ შტრიხებს დაინახავს

0
83

სტუმრისთვის, როგორც წესი, სულერთია, როგორი ოფიციანტი მოემსახურებას მის მაგიდას. მიმტანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რა სახის ადამიანებთან მოუწევს ურთიერთობა. საქმე მხოლოდ “ჩაიში” როდია, პერსონალისადმი ადეკვატური დამოკიდებულებაც გასათვალისწინებელია. ყველა სტუმარი როდი დაიკვეხნის ელემენტარული პატივისცემით.აღსანიშნავია, რომ გამოცდილება დიდ როლს თამაშობს ნებისმიერ სამსახურში. მუშაობის დიდი სტაჟის მქონე ოფიციანტს შეუძლია წამში შეაფასოს ნებისმიერი სტუმარი და საკუთარი თავისთვის გამოიტანოს დასკვნები, თუ როგორი ადამიანი ეწვია დაწესებულებას.

რესტორნის ოფიციანტი

რას აქცევს პირველ რიგში მიმტანი ყურადღებას? ზოგიერთი ჩვევა სავსებით გასაგებია, თუმცა სხვებს ძნელია ცხადი ვუწოდოთ. მით უფრო გასაოცარია, თუ როგორი დაკვირვებული შეიძლება იყოს პერსონალი.

  1. მისალმება – თუ სტუმარმა მისალმებისთვის დრო ვერ გამონახა, ეს უკვე განგაშის პირველი ნიშანია. ყოფილი ოფიციანტი აღიარებს, რომ ასეთი ადამიანისგან პერსონალი კარგ დამოკიდებულებას და, მით უმეტეს, “ჩაის” თავიდანვე არ ელოდება. ასეთი სტუმრები ყველაფერზე წუწუნებენ არაფერი მოსწონთ, “მადლობის” თქმაც კი ენანებათ. ზოგჯერ პირველი შთაბეჭდილება მცდარია ხოლმე, თუმცასაწყისი ფრაზებიდანვე ოფიციანტი გრძნობს ურთიერთობაში ქედმაღლობას და საკუთარ თავს სამართლიანად ეკითხება, თუ რისთვის მივიდა რესტორანში ასეთი ადამიანი, სხვებისთვის გუნება-განწყობის გასაფუჭებლად?
  2. ადამიანების რაოდენობა – რაც მეტია სტუმართა წრე, მით მეტი პრობლემა უკავშირდება მათ. მსხვილი შეკვეთის დროს ისინი არც ისე დიდ “ჩაის” ტოვებენ. ჯგუფში პასუხისმგებლობის გრძნობა ითრგუნება, ამიტომ ადამიანები ხმაურობენ, ყველაფერზე აღშფოთებას გამოხატავენ და პერსონალს წვრილმანებზე ეკიდებიან.
  3. ბავშვების არსებობა – შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ოფიციანტებს არ უყვართ ბავშვები. პრობლემა იმაშია, რომ ზრდასრულებს ავიწყდებათ შვილებისთვის ყურადღების მიქცევა. შედეგად, მათი პატარა ხმაურობს, რითაც სხვა სტუმრებს უშლის ხელს.
  4. აქსესუარები – ოფიციანტებმა იციან, რომ დიდი აზრი არ აქვს სტუმრის ჩაცმულობას, აქსესუარები კი მასზე ბევრ რაიმეს ამბობს. თუ ადამიანი ძვირფას სამკაულებს უდიერად ექცევა, ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ იგი მდიდრულად და უზრუნველად ცხოვრობს. შედეგად, შესაფერისი განწყობის შემთხვევაში, იგი გულუხვ “ჩაის” დატოვებს.
  5. ხმამაღალი განცხადებები – თუ სტუმარი მისდამი განსაკუთრებულ მოპყრობას ითხოვს, მაშინ ოფიციანტმა წინდახედულება უნდა გამოიჩინოს. ერთნი კარის ზღურბლიდანვე იწყებენ ტრაბახს, რომ რესტორნის მეპატრონეს იცნობეს. სხვები ითხოვენ, რომ ახალ მაგიდასთან დასვან. ხშირად პერსონალს მათი ხუშტურების ასრულება დიდ წვალებად უჯდება, მადლიერი კი არავინაა.

ბევრი აღიარებს, რომ საზოგადოებრივი კვების სფეროში მუშაობამდე და მის შემდეგ ამდენი სითავხედე არასოდეს არსად უნახავთ. მათი სიამოვნებდათ ზრდილობიან ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთაც შეუძლიათ გაღიმება და აფასებენ სხვების შრომას, მათ შორის, ოფიციანტებისაც.თქვენ რომელი პრინციპის მიხედვით ტოვებთ “ჩაის”?