ვფიქრობდი, რომ კიდევ მეცოცხლა, ანდერძის წერას არ ვჩქარობდი, თუმცა ვაჟმა მომთხოვა სასწრაფოდ ამის გაკეთება!

0
1036

მჭიდროდ შეკრული ოჯახი ჩვენს დროში ნადმვილი იშვიათობაა. სამწუხაროდ, ამაზე სხვადასხვა ფაქტორები ახდენს გავლენას: ვიღაც ვერ ეწევა თანამედროვე ცხოვრების რითმს და ახლობელი ადამიანებისთვის დრო არ რჩება, ვიღაც უცხო ოჯახში პოულობს საკუთარ თავს და ძველ კავშირებს წყვეტს. როგორ ეპყრობიან შვილები მშობლებს, როცა მათ რაღაც სჭირდებათ? როგორც მოსიარულე ბანკნოტებს. ჩვენი მკითხველი საკმაოდ საფრთხილო სიტუაციაშია. მას საკუთარი შვილები ღალატობენ, რაც ორმაგად საწყენია.

რა დამოკიდებულება აქვთ შვილებს მშობლების მიმართ

“მე ირინა ვარ, 58 წლის. მეუღლე ჩემზე 5 წლით უფროსია. მოვასწარით ცხოვრებაში რაღაცისთვის მიგვეღწია. მოკლედ, გვიხარია და კმაყოფილები ვართ იმით, რაც გაგვაჩნია.როცა შვილები პატარები იყვნენ, მათი აღზრდით მე ვიყავი დაკავებული. ის დრო შესანიშნავად მახსოვს და დამიჯერეთ, ბავშვები მეგობრულად ცხოვრობდნენ. ალბათ, ამის მიზეზი საცხოვრებელი პირობებია. ჩვენ ოთხ ოთახიანი ბინა გვაქვს და სიმჭიდროვე ნამდვილად არასოდეს გვიგრძვნია. თითიეულ ჩვენგანს პირადი სივრცე და საკუთარი ტერიტორია ჰქონდა. შვილები ერთ სკოლაში დადიოდნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. უნივერსიტეტებში ჩაბარების შემდეგ და-ძმას ისეთი მჭიდრო კავშირი აღარ ჰქონდა, როგორც ადრე. ვაჟი ცდილობდა შეყვარებული გაეჩინა, თუმცა ამაოდ. ქალიშვილს სურდა თავი სწავლისთვის მიეძღვნა, თუმცა ცხოვრებამ საყვარელ მამაკაცს შეახვედრა და ისინი მალევე შეუღლდნენ.

როგორც იქნა, ჩემმა ბიჭმაც იპოვა საცოლე. მათ ხმაურიანი ქორწილი არ გადაუხდიათ. მე და ჩემმა მეუღლემ ახალგაზრდებს ფული ვაჩუქეთ. შემდეგ ვაჟმა სესხი გამოიტანა ბინის და მანქანის შესაძენად. სამწუხაროდ, პრობლემების რიცხვი სულ უფრო იმატებდა. დავიწყებ ქალიშვილით. დედობის როლი მისთვის არ იყო ახლო. მას სურდა გამხდარიყო საკუთარი საქმის სპეციალისტი და კარიერულად განვითარებულიყო.ქალის პოზიციას მისი მეუღლე არ იზიარებს. ისინი ზოგჯერ ჩხუბობენ, ყოველი კამათის დროს ქმარი იყენებს იმ გარემოებას, რომ ბინა მას ეკუთვნის და ამით აჩუმებს ჩემს ქალიშვილს. იგი არ ეთანხმება იმას, რომ მამაკაცი ოჯახს უნდა არჩენდეს, ქალი კი სახლის საქმეებით და ბავშვის აღზრდით იყოს დაკავებული.ჩემს ვაჟსაც იმედი გაუცრუვდა ქორწინებაში ყოფნისას ოჯახურ ურთიერთობებზე, ცოლი მას გამუდმებით ნერვებს უშლის. ქალს არ უნდა ხელფასიდან სესხის თავისი წილის დაფარვა. მისი აზრით, ქმარმა უნდა იმუშავოს და ხარჯებიც მხოლოდ მან უნდა გაისტუმროს.

პირველად ჩემი ვაჟი დანებდა. ის თავის დას შეხვდა, მათ ერთმანეთს წუხილები გაუზიარეს და სამოქმედო გეგმა დასახეს. შვილებმა მე და ჩემს მეუღლეს გვაცნობეს, რომ ანდერძი უნდა დაგვეწერა. ჩვენ პენსიაზე არ გავსულვართ, ჯერ კიდევ ვმუშაობთ, უახლოეს მომავალში ვგეგმავდით დასვენებას, საყვარელი საქმით დაკავებას, მოგზაურობას. მე და ჩემს ქმარს გვეგონა, რომ შვილები უკვე ზრდასრულები არიან და პირიქით, იქეთ დაგვეხმარებოდნენ. ვაჟი განსაკთრებულ დაჟინებას ავლენდა, ყვირილით ითხოვდა საკუთარ წილს. მე და ჩემმა ქმარმა მოვითათბირეთ და ბინის გადაცვლა გადავწყვიტეთ, დარჩენილ ფულს კი შვილებს გავუნაწილებდით. ახლა  ბავშვებთან დამოკიდებულება სრულად შევცვალეთ, გადავწყვიტეთ მეტი სიმკაცრე გამოგვეჩინა მათ მიმართ. შვილები უკვე ზრდასრულები არიან და საკუთარი პრობლემები თავადვე უნდა გადაჭრან.

შესაძლოა, მათი მხრიდან ანდერძის მოთხოვნა არც ისე ცუდი იდეა იყოს, არა? იქნებ მემკვიდრეობამ უფრო დაახლოვოს შვილები ერთმანეთთან და საკუთარ ოჯახებთანაც, ჩვენ კი ტყუილად ვლანძღავთ მათ? ვნახოთ, ცხოვრება გვიჩვენებს!”