ვუყურებ ჩემი დის ფოტოებს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და მეც ვოცნებობ ასეთ ცხოვრებაზე, მაგრამ ქმრის გამო ვერაფერ საიმედოს ვხედავ.

272

ქმარ-შვილით წასვლა საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი. ეს ნიშნავს, რომ მრავალი კავშირის გაწყვეტას სამშობლოში, უამრავი საბუთის შეგროვებას, გარემოს, პროფესიის, სამსახურის, პოლიტიკური სისტემის შეცვლას.თევზი ღრმა წყალს ეძებს, ადამიანი კი უკეთეს გარემოს. რატომ უნდა იყო იქ, სადაც წარმატება და წინსვლა არ გექნება? თუ რაღაც არ გაკმაყოფილებს, უბრალოდ, ადექი და შეცვალე. ჩნდება კითხვა: სად უნდა წახვიდე? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:

გამგზავრება ბავშვებით

ჩემი ყველაზე დიდი სურვილია საზღვარგარეთ წასვლა, რა თქმა უნდა, ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში. არ მაშინებს თანმდევი პრობლემები, კრიზისი, ევროპული კანონები. სამშობლოში ვერაფერს ვაკეთებ, არ ვარ რეალიზებული როგორც პროფესიონალი, როგორც მშობელი. ძალიან მაშინებს ჩემი ოჯახის მომავალი.ქმრის ხელფასი ყოველ თვეში იკლებს იმის ფონზე, რომ ფასები იმატებს. საშუალო კატეგორიის საკვების ყიდვა უფრო და უფრო რთული ხდება. დასასვენებლად წასვლა გამოგვდის ქამრების ხანგრძლივად შემოჭერის ხარჯზე.ასევე მისახედი გვყავს ასაკოვანი მშობლები, საჭიროა დანაზოგის გაკეთება შავი დღისთვის, რემონტი სახლში, მანქანის შეცვლა. მეეჭვება რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს.ჩემს დას თავის დროზე არ შეეშინდა და გაბედა. გაიცნო ერთი გერმანელი და ცოლად გაყვა, გაფრინდა სხვა, უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად. ეხლა მუშაობს ოფისში, აქვს კარგი ხელფასი და ამ ხელფასის მხოლოდ მესამედი ეხარჯება ოჯახისთვის დანარჩენი პირადი სიამოვნებისთვის აქვ.აქვთ კარგი სახლი, მანქანა, ყავთ პირადი ექიმი რომელსაც გარკვეულ თანხას უხდიან, არ უწევთ რიგში დგომა და ლოდინი. აქვთ ყურადღება და ადამიანური დამოკიდებულება.

ბავშვები სწავლობენ კერძო სკოლაში. მათი საზომით ბავშვებს ხანდახან თანაკლასელებთან პრობლემები აქვთ, ჩვენთან კი ასეთ რამეებს ნორმალურად თვლიან. კლასელებთან ჩხუბი, კონფლიქტი აქ ჩვეულებრივი ამბავია, გერმანიაში კი ამ დროს მთელი ინსტიტუცია ერთვება და კორექტირებას ახდენს.ჩემი ქმარი მძღოლად მუშაობს. ამასთან ერთად უწევს საქონლის ხელით დატვირთვა მანქანაში, საბუთების მიტანა და სხვა დავალებების შესრულება. ხელფასს კი მხოლოდ მძღოლისას უხდიან. ჩემი და კი ამბობს, რომ გერმანიაში ასეთი რამ დაუშვებელია. თითოეული დამატებითი დავალება ანაზღაურებადია და ვერავინ გაბედავს თანამშრომელს ზედმეტი რამ გააკეთებინოს.იქ უფრო ადამიანური დამოკიდებულებაა. ყველა იღიმება და ეს აგრესიას არ იწვევს. ზრდასრული ადამიანები სამსახურში ველოსიპედებით დადიან და ამისთვის არავინ დასცინის. პროდუქტების ფასები იგივეა, რაც აქ, ან უფრო იაფი, მაგრამ ხარისხი ბევრად უკეთესია.ჩემი და მირჩევს ჩვენც წავიდეთ გერმანიაში, დამეხმარება საბუთების და ბინის ამბების მოგვარებაში. გერმანული ენა კი ვიცი და დავხვეწავ, არც ბავშვები არიან წინააღმდეგები. ამბობენ, რომ ადვილად გადართვებიან იქაურ რეჟიმზე.

პრობლემა ჩემი ქმარია. მას არ სურს არსად გამგზავრება. ამბობს, რომ მშობლიური ურჩევნია ყველაფერი. არადა წასვლა ღირს, რადგან არაფერი გაგვაჩნია და შესაბამისად, არაფერია დასაკარგი. მხოლოდ ბინა იქნება გასაყიდი და მორჩა.ჩემი და ამბობს, რომ ჩასვლიდან ნახევარ წელში სასაცილოდ არ გვეყოფა ჩვენი პრობლემები და განცდები.არც დედამთილს მოსწონს ჩემი გეგმები. არ უნდა შვილის გაშვება. თუ ასე გინდა გამგზავრება, წადი ქმარ-შვილის გარეშე, იმუშავე და ფული გამოუგზავნეო. ვერაფერს იტყვი, კარგი გეგმაა…არ მესმის, რატომ არ უნდა გინდოდეს შენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა? დამეხმარეთ, როგორ დავარწმუნო ქმარი? ზუსტად ვიცი, ყველაფერი გამოგვივა, თუ წავალთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს