რისთვის ალბობენ გამოცდილი დიასახლისები თხილეულს წყალში სულ მცირე 6 საათით.

1912

უკვე დიდი ხანია ვიცი, თუ რისთვის ალბობენ ნიგოზს და ამ ხრიკით რეგულარულად ვსარგებლობ. კაკალი ჩემი რაციონის განუყოფელი ნაწილია. ასე რომ, ყოველ საღამოს საჭირო რაოდენობის ნიგოზს გადავდებ და გაფილტრულ წყალს ვასხამ ხოლმე. ამას წინათ გავარკვიე,რომ სითხე მარილიანიც უნდა იყოს. მიზეზებსა და მიზნებზე მოცემულ სტატიაში ვისაბრებთ.

რისთვის ვალბობთ ნიგოზს

კაკალი, პარკოსნები და მარცვლოვანი კულტურები შეიცავს ფიტინის მჟავას. ეს ნივთიერება მოქმედებს, როგორც მცენარეების დამცავი მექანიზმი. მისი შემცველი პროდუქტები კარგავს მიკრონუტიენტებს.ფიტინის მჟავა უკავშირდება რკინას, მაგნიუმს, თუთიას, კალციუმს და სხვა ელემენტებს. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, არ ხდება მათი საკმარისად ათვისება. ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ ფიტინის მჟავას, თუმცა ძალგვიძს გავუმკლავდეთ მხოლოდ მის მცირე დოზებს (დაახლოებით 100-300 მგ). შედარებისთვის, ერთი მუჭა ნუში შეიცავს ამ ცნობილი ანტინუტრიენტის მხოლოდ 1300 მგ-ს. ცხადია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამოუკიდებლად წინ აღვუდგეთ ამ ნივთიერებას.ამის გარდა, ნიგოზი შეიცავს ინჰიბიტორებს, რომლებიც ახდენს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების დეაქტივაციას. სწორედ ამიტომ საკვების გადამუშავება გაძნელებულია. შედეგად, ადამიანები ხშირად გრძნობენ სიმძიმეს მუცლის არეში.ამ პრობლემას არასოდეს შევუწუხებივარ, რადგან ნიგოზს მიღებმადე წყალში ვალბობ. ამ დროს კაკალში გამოიყოფა ფიტაზა. ეს სპეციფიკური ფერმენტია, რომელიც ამცირებს ფიტინის მჟავას დონეს.

როგორ დავალბოთ ნიგოზი

ჯერ კიდევ ძველ დროში ადამიანები ალბობდნენ ნიგოზს მარილიან წყალში, შემდეგ მზეზე აშრობდნენ, ბოლოს კი დაღერღილი სახით მიირთმევდნენ.თუ ტრადიციას მივყვებით, სჯობს გამოიყენოთ ზღვის ან ჰიმალაის მარილი. ორიენტირად გამოიყენეთ შემდეგი პროპორცია: 100 გ კაკალზე მოდის 200 მლ წყალი და 1 ჩ.კ მარილი. უმჯობესია ნიგოზი დაალბოთ მინის ჭურჭელში და არა პლასტმასის. ამასთან, წყალი არ უნდა იყოს ცხელი.დალბობის დრო კაკლის სახეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ნიგოზი, თხილი, პეკანის ან კედრის კაკალი უნდა გააჩეროთ წყალში არანაკლებ 8 საათისა. კეშიუს კაკლის შემთხვევაში საკმარისი იქნება 6 საათიც.ამასთან, მარილიან წყალში დალბობა კაკალს გაჯერებულ გემოს სძენს. მიიჩნევე, რომ მანამდე ნიგოზის ერთგვარ ჰიბერნაციაშია. მხოლოდ დალბობის შემდეგ ხდება მისი გამოღვიძება.

პირადი გამოცდილება – ყოველ საღამოს, ძილის წინ, ვალბობ 40-50 გ სხვადასხვა სახეობის კაკალს. დილით მათ ონკანს წყალს ვავლებ და ქაღალდის ხელსახოცით ვამშრალებ. ამის შემდეგ მათ აღარ ვბრაწავ.კაკალი შეგიძლიათ ასევე ჩაალბოთ მცენარეულ რძეშიც.ახლა უკვე ყველა ხრიკი იცით. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, გიღირთ თუ არა ამაზე დროის დახარჯვა. თუმცა დაჟინებით გირჩევთ მიმართოთ ამ ეშმაკობას, რათა თქვენმა ორგანიზმმა მიიღოს რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ნივთიერება ამ პროდუქტისგან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს